რელიგიათა დმაარსებლები: აბრაამი _ მონოთეიზმი (დაახლოებით 1850 წ.ჩვ.წ.); მოსე _ იუდაიზმი (დაახლოებით 1250 წ.ჩვ.წ.); ზოროასტრი _ ზოროასტრიზმი (650- 583 წ.ჩვ.წ.); ლაო ძი _ დაოსიზმი (605-520 წ.ჩვ.წ.) ბუდა გაუტამა _ ბუდიზმი (563-483 წ.ჩვ.წ.); კონფუცი _ კონფუციანელობა (551-479 წ.ჩვ.წ.); ჯინო მაჰავირა _ ჯაინიზმი (540-468 წ.ჩვ.წ.); იესო ქრისტე _ ქრისტიანობა (4 წ.ჩვ.წ. _ 30 წ.); მუჰამედი _ ისლამი (570 წ. _ 632 წ.). რელიგიის დამაარსებლემბა ადამიანებს მისცეს ახალი მსოფლმხედველობა და მორალი, რომელთა ნიადაგზეც აღმოცენდნენ თვითმყოფადი კულტურები.
რელიგიათა რეფორმატორები: ნიტირენი _ ნიტირენ სიუ [იაპონური ბუდიზმი] (1222 წ. _ 1282 წ.); ნანაკი _ სიქხიზმი (1469 წ. _ 1539 წ.); მარტინ ლუთერი _ ლუთერანობა (1483 წ. _ 1546 წ.); ჰენრი VIII ტიუდორი _ ანგლიკანობა (1491 წ. _ 1547 წ.); ჟან კალვინი _ კალვინიზმი (1509 წ. _ 1564 წ.); ჟოზეფ სმიტი _ მორმონები (1805 წ. _ 1844 წ.); სიიდ ალი მუჰამედი შირაზი (არაბ., سيد علی محمد شیرازی) (ბაბ)(არაბ., ბაბ - الباب - ჭიშკარი) _ ბაჰაიზმი (1819 წ. _ 1850 წ.); ჩარლზ თეიზ რასელი _ იეღოვას მოწმეები (1852 წ. _ 1916 წ.); სიმონ კიმბანგუ _ კიმბანგუიზმი (1887 წ. _ 1951 წ.). რელიგიის რეფორმატორები, უკვე შექმნილი კულტურიდან გამოსულები, ცდილობდნენ მის დაღმავალ შტოზე მოეხდინათ იმ მსოფლმხედველობის რეკონსტრუირება, რომელმაც ამოწურა თავისი სოციალური პოტენციალი, და მიესადაგებინათ იგი ახალი რეალიებისადმი.
მოცემული ციკლურობის ხასიათის განხილვისას მოვაქციოთ ყურადღება შემდეგს: განვითარების დომინანტები დაკავშირებული არიან ახალი კულტურის აღმოცენებასთან. აღმოცენებადი კულტურა ხდება სოციალური ენერგიის უზარმაზარი აკუმულიატორი, რომელიც უზრუნველყოფს დინამიური განვითარების ექსპანსიას. ამ ენერგიეს ხარჯვასტან ერთად განვითარება გადადის წყნარ და გაწონასწორებულ ფორმებში, სემდეგ ეჯახება დაგროვებულ წინააღმდეგობებწს, მათ ნიადაგზე აღმოცენებულ კონფლიქტებს და შედის არსებობის კრიზისულ ეტაპში.
Sunday, December 13, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment