პოლიტიკური რეალიზმი
საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური რეალიზმის ფუძემდებლად გვევლინება ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ჰანს მორგენტაუ (1904-1980).Mმისი წიგნი P”Politics Among Nations. The Struggle for Power and Peace”. (ერთაშორის პოლიტიკური ურთიერთობები. Bბრძოლა ხელისუფლებისა და მშვიდობისათვის).” გამოიცა 1948 წელს და იქცა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის კლასიკად. ამ წიგნში აისახა ის არსებითი ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობდა საერთაშორისო არენაზე გასული საუკუნის 40-50-იან წლებში. ერთა ლიგის კრახმა და მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებამ, შემდგომ კი “ცივმა ომმა” აშკარად ილუზიური გახდა ისეთი საერთაშორისო წესრიგის შენების მცდელობა, რომელიც დამყარებული იქნებოდა მხოლოდ უნივერსალურ ღირებულებებსა და სახელმწიფოთა საერთო ინტერესებზე. Mმორგენტაუ არ უარყოფდა მშვიდობიანი, ჰარმონიული საერთაშორისო წესრიგის აღმშენებლობის საჭიროებას. ამასთანავე აღნიშნავდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები შორს არიან იდეალურისაგან, ხოლო საერთაშორისო პოლიტიკა შეიძლება განისაზღვროს, როგორც “”უწყვეტი ძალისხმევა მიმართული საკუთარი ერის სიძლიერის შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის სხვა ერების დაუძლურების ხარჯზე.” (1,5)
Nმორგენტაუმ თავის ნაშრომით საფუძველი ჩაუყარა, საერთაშორისო ურთიერთობების დეტალურად დამუშავებულ Yთეორიას, როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო დარგს. Pპოლიტიკური რეალიზმის თეორიის ძირითადი დებულებები (საერთაშორისო პოლიტიკა, როგორც ბრძოლა ძალაუფლებისათვის, სახელმწიფოთა ეროვნულ ინტერესების არა თანხვედრა და აქედან გამომდინარე საერთაშორისო გარემოს კონფლიქტური ნიადაგი) საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა პრაქტიკოსი პოლიტიკოსებისათვის.
თავის ცნობილ ნაშრომში ჰანს მორგენტაუ აყალიბებს პოლიტიკური რეალიზმის ძირითად პრინციპებს. თავდაპირველად ავტორი ამკვიდრებს აზრს, რომ საერთაშორისო პოლიტიკას საფუძვლად უდევს პოლიტიკური ქცევის კანონები, რომელთა ფესვები ადამიანთა ბუნებაში უნდა ვეძიოთ.
Mმორგენტაუს აზრით, პოლიტიკური იდეების ისტორია ეს არის ბრძოლა ორ შეხედულებას შორის ადამიანის ბუნებაზე, საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. ერთი თვალსაზრისის წარმოამდგენლებს სჯერათ რაციონალურ და იმავდროულად ზნეობრივ პოლიტიკურ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური წესრიგის არსებობის შესაძლებლობის. Mმათ სჯერათ ადამიანური ბუნების თანდაყოლილი სიკეთისა და მიაჩნიათ რომ რეფორმებისა და განათლების გზით შესაძლებელია საზოგადოების სრულყოფა. ხოლო მეორე თვალსაზრისის_პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციისა მიმდევრებს_მიაჩნიათ, რომ სამყარო არასრულყოფილია, რომ შევქმნათ რაციონალურად დასაბუთებული პოლიტიკური წესრიგი აუცილებელია გავითვალისწინოთ ადამიანის ბუნების არასრულყოფილება. თანამედროვე მსოფლიოსათვის დამახასიათებელია ინტერესთა კონფლიქტები, ესე იგი ყველა პლურალისტური საზოგადოების არსებობის პრინციპები ეფუძნება ინტერესთა ბალანსს, შეკავებისა და წონასწორობის სისტემას.
Pპოლიტიკური რეალიზმის პირველი პრინციპი დაკავშირებულია საერთაშორისო ურთიოერთობების სფეროში პოლიტიკური მოღვაწეობის ხასიათის ფარდობითობასთან.Mმორგენტაუ პოლიტიკურ რეალიზმში გულისხმობდა ისეთ პოლიტიკურ დოქტრინას რომელიც ეფუძნება, ადამიანის ბუნების წინააღმდეგობრივი მხარეების გათვალისწინებას და იმის აღიარებს, რომ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები სამართლიანი და ზნეობრივი პოლიტიკური წესრიგის მშენებლობისათვის. პოლიტიკური რეალიზმი ასევე ეფუძნება დებულებას, რომ ნებისმიერი ქმედება საზოგადოების სრულყოფის მიზნით _ ესაა სარისკო მოღვაწეობის ნაირსახეობა.
Pპოლიტიკური რეალიზმის მეორე პრინციპს წარმოადგენს ძალის კატეგორიით გამოხატული ეროვნული ინტერესების პრინციპები. Nეროვნული ინტერესების კონცეფცია შესაძლებლობას გვაძლევს განვიხილოთ საერთაშორისო პოლიტიკა, როგორც შედარებით დამოუკიდებელი სფერო ისეთი დარგებისაგან როგორიც არის ეკონომიკა, რელიგია, და ეთნიკური ურთიერთობები.Mმორგენტაუ აღნიშნავს, რომ მსგავსი თეორეტიკული დაშვების გარეშე შეუძლებელია შეიქმნას პოლიტიკის თეორია (1,5). სწორედ ინტერესის ცნება, ახსნილი ძალაუფლებისა და სიმძლავრის ტერმინებში შესაძლებელს ხდის საერთაშორისო ურთიერთოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის თეორეტიკულ აღქმას.
პოლიტიკური რეალიზმის მესამე პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური რეალიზმი ათავისუფლებს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას ორი მცდარი აზრისაგან – გამოვიკვლიოთ მოტივები და განზრახვები, რომლებიც საფუძვლად უდევს პოლიტიკურ ქმედებებს და ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტების იდეოლოგიური უპირატესობის შესწავლა. მცდარია თვალსაზრისი რომლის თანახმადაც საგარეო პოლიტიკის შემეცნების გასაღებად მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწის მოტივები გვევლინება. არ შეიძლება საგარეო პოლიტიკის განხილვა ფსიქოლოგიური ფენომენების პრიზმით.
მორგენტაუ აღნიშნავს რომ ისტორიული მაგალთები არ გვიჩვენებენ მკვეთრად ერთმნიშვნელოვან კორელაციებს საგარეო–პოლიტიკური მოღვაწეობის მოტივებსა და რეალურ შედეგებს შორის. “პოლიტიკური ლიდერების კეთილი სურვილები არ წარმოადგენენ მათ მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის ზნეობრიობისა და ეფექტურობის გარანტიას” (1,6). რეალური პოლიტიკური გამოკვლევებისათვის მნიშვნელობა აქვს რეალური პოლიტიკური ქმედებების ანალიზს, ასევე იმას, თუ რამდენად ესადაგება ეს ქმედებები დეკლარირებულ მიზნებს.
საერთაშორისო ურთიერთობების თეორია ორიენტირებული უნდა იყოს პოლიტიკოსების ისეთი თვისებების შესწავლაზე, როგორც არის ინტელექტი, ნებისყოფა და მოქმედება, და არა ზნეობასა და სურვილებზე აბსტრაქტულ მსჯელობებზე. მორგენტაუს მოჰყავს რამოდენიმე ისტორიული მაგალითი. მისი აზრით, ნევილ ჩემებერლენი ბრიტანეთის სხვა პრემიერ-მინისტრებზე უფრო მეტად ისწრაფოდა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის შენარჩუნებისათვის, ვიდრე ზრუნავდა საკუთარი ხელისუფლების გამყარებაზე. მაგრამ მისმა ბევრმა არასწორმა გათვლამ ხელი შეუწყო II მსოფლიო ომის დაწყებას. “აგრესორის მიმართ ჩემბერლენის დაშოშმინების პოლიტიტიკა დაფუძნებული იყო მშვიდობიან სურვილებზე”(1,6). მეორეს მხრივ სერ უინსტონ ჩერჩილის მოტივები საგარეო პოლიტიკაში თავისი მასშტაბებით ნაკლებად უნივერსალური და კეთილშობილური იყო. იგი ვიწროდ იყო ორიენტირებული პერსონალური ძალაუფლების შენარჩუნებაზე, სამაგიეროდ საგარეო პოლიტიკის სფეროში ჩერჩილის მიღწევები გაცილებით აჭარბებს მისი წინამორბედის მიღწევებს.
ამგვარად, ეთიკა ყურად იღებს ადამიანური მოტივების ზნეობრიობას, ხოლო პოლიტიკურ თეორიას უნდა აინტერესებდეს პოლიტიკოსის ინტელექტი, ნება და პრაქტიკული ქმედებანი.
პოლიტიკური რეალიზმი საერთასშორისო ურთიერთობების თეორიაში ასევე გვაძლევს საშუალებას გამოვრიცხოთ კიდევ ერთი მცდარი აზრი _ ლიდერის მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიურ წარმოდგენების გავლენა საგარეო პოლიტიკაზე.
მორგენტაუ წერდა: “თანამედროვე პოლიტიკოსები ძალიან ხშირად მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური სიმპატიებისათვის მსხვერპლად სწირავენ პოლიტიკურ მიზამშეწონილობას, რათა მიიღონ ხალხის მხარდაჭერა თავიანთი ქმედებებისათვის”(1,7). იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს დემოკრატიული კონსტროლი ხელისუფლების ქმედებებზე არ შეიძლება პოლიტიკური რაციონალურობა შეეწიროს მიმდინარე საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერ დემონსტრაციებსა და მასობრივ ემოციებს.
პოლიტიკური რეალიზმი არ ნიშნავს პოლიტიკური პრინციპებისა და იდეალების მთლიანად უარყოფას. პოლიტიკური რეალიზმის პოზიცია მოითხოვს მკვეთრ გამიჯვნას სასურველსა და სინამდვილეს შორის, დროისა და ადგილის კონკრეტულ გარემოებაში დასაშვების შეფასებას. მაშასადამე საგარეო პოლიტიკა, მორგენტაუს მიხედვით უნდა იყოს ემოციონალურად ნეიტრალური, ობიექტური და რაციონალური.
საჭიროა ავღნიშნოთ, რომ ჰან მორგენტაუმ საფუძველი დაუდო რაციონალური არჩევანის თეორიას. რაციონალურად ორიენტირებული, გათვლილი საგარეო პოლიტიკა კრისტალიზირდება პოლიტიკური გამოცდილებიდან და გამორიცხავს შეთხვევითი გადახრებს. რაციონალური საგარეო პოლიტიკა მიმართულია რისკის მინიმუმამდე შემცირებაზე და სარგებელის მაქსიმუმამდე გაზრდაზე, და იგი დაქვემდებარებულია პოლიტიკურ წარმატებისა და კეთილგონიერების წესებზე.
პოლიტიკური რეალიზმის მეოთხე პრინციპი დაკავშირებულია ეროვნული ინტერესების დინამიკურ გაგებასთან. მორგენტაუ წერდა: “პოლიტიკური რეალიზმი მიიჩნევს ინტერესის კონცეფციას, გაგებულს ძალაუფლების ტერმინებში, არა როგორც ერთხელ და სამუდამოდ დადგენილსა და უცვლელს, არამედ სიტუაციაზე დამოკიდებულს“(1,8). ინტერესები იცვლება ისტორიული პირობებიდან გამომდინარე. აქ მორგენტაუ ეყრდნობა მ. ვებერს, რომელიც წერდა, რომ ინტერესები (მატერიალური და იდეალური), და არა იდეები განსაზღვრავენ სოციალური მოქმედების ტიპს. ინტერესის განსხვავებული სახეობები, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს განსაზღვრავენ, ყალიბდებიან კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში და კონკრეტულ პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში.
ინტერესები - ეს არის გრძელვადიანი სტანდარტები, რომელთა მიხედვით შეგვიძლია განვსაჯოთ და შევაფასოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მოქმედებები. თანამედროვე კავშირები ინტერესებსა და ეროვნულ სახელმწიფოს შორის - ეს ისტორიული პროდუქტია და აქედან გამომდინარე შეუძლიათ შეიცვალონ თავისი კონფიგურაცია. მორგენტაუ სვავს კითხვას: როგორი ტრასსფორმაცია შეიძლება განიცადოს თანამედროვე მსოფლიომ? კავშირი ეროვნულ ინტერესებსა და მის პროდუქტს _ სახელმწიფოს _ შორის დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს. პოლიტიკური რეალიზმი არ უარყოფს, რომ თანამედროვე მსოფლიოს დაყოფა ეროვნულ სახელმწიფოებად, შეიძლება შეცვალოს სახელმწიფოთა კავშირებად ან რომელიმე სხვა წარმონაქმნებით.
პოლიტიკური რეალიზმის დოქტრინის თანახმად უნივერსალური ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი პრინციპები მიუღებელია სახელმწიფოთა მოღვაწეობის შესაფასებლად. მორგენტაუ ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მოღვაწეობა შეიძლება დაფუძნებული იყოს მხოლოდ პასუხიმგებლობის ეთიკაზე და არა დარწმუნების ეთიკაზე.. ის წერს: “მაშინ როდესაც ადამიანს აქვს მორალური უფლება თავი გასწიროს, სახელმწიფოს არა აქვს უფლება დაუშვას, რომ მორალურმა დაგმობამ ან თავისუფლების ხელყოფამ ხელი შეუშალოს დასაბუთებული და გათვლილი პოლიტიკური ქმედების განხორციელებას. შემდეგ მორგენტაუ განაგრძობს “პოლიტიკური ზნეობრიობის არსებობა წარმოუდგენელია კეთილგონიერების გარეშე”(1,9). რეალიზმის თვალსაზრისის მიხედვით კეთილგონიერება ნიშნავს შესაძლო ალტერნატიური პოლიტიკური ქმედებების შედეგების გათვალისწინებას და წარმოადგენს პოლიტიკაში უზენაეს სიკეთეს. პოლიტიკური ეთიკა უფლებას გვაძლევს განვსაჯოთ ქმედებები მათი შედეგების მიხედვით.
პოლიტიკური რეალიზმი უარყოფს რომელიმე ერის უფლებას შექმნას უნივერსალური მორალური კანონი რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება. პოლიტიკური რეალიზმი ასევე უარყოფს კონკრეტული ერის მორალის გაიგივებას უნივერსალურ ზნეობრივ კანონებთან. მრავალმა ერებმა გამოსცადეს მსგავსი ცდუნება – შეეთავაზებინათ მათი საკუთარი მიზნები და ნება უნივერსალური პრინციპების სახით.
მორგენტაუ აღნიშნავს, რომ დიდი განსხვავებაა პოლიტიკურ რეალიზმსა და ახვა თეორიულ სკოლებს შორის. პოლიტიკური რეალიზმი არ ეთანხმება საერთაშორისო ურთიერთობებისადმი ლეგალისტურ და მორალისტურ მიდგომებს და მოჰყავს მაგალითი: სსრკ-ს თავდასხმა ფინეთზე 1939 წელს. აგრესიის ამ ფაქტმა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან დაიმსახურა კრიტიკა ორი პოზიციით: 1. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და 2. პოლიტიკური პოზიციის კუთხით.
1. საერთაშორისო სამართლის პოზიციებიდან სსრკ-ს კრიტიკის დროს დაყენებული იქნა საკითხი: ნამდვილად დაარღვია თუ არა სსრკ-ა ერთა ლიგის მიერ მიღებული კონვენცია და თუ დაარღვია რა საპასუხო ზომები უნდა მიეღოთ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს?
2. პოლიტიკურ ჭრილში სსრკ-ს კრიტიკის დროს დადგა საკითხი: დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის რა ეროვნული ინტერესები იქნა შელახული სსრკ-ს მოქმედებით, როგორ შეიცვალა ძალთა წონასწორობა ევროპაში, რამდენად მოახდინა სსრკ-ს მოქმედებებმა გავლენა გერმანიის პოზიციაზე?
ინგლისმა და საფრანგეთმა, როგორც ერთა ლიგის წამყვანმა წევრებმა, სსრკ-ს ქმედება შეაფასეს როგორც აგრესიის აქტი და წინადადებით შემოვიდნენ ერთა ლიგიდან სსრკ-ს გარიცხვის შესახებ. ამასთანავე მათთვის ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნა შვედეთის ნეიტრალური პოზიცია რამაც ხელი შეუშალა სსრკ-თან მათ ომში ჩაბმას. როგორც ცნობილია, შვედეთის მთავრობამ უარი განაცხადა მათი ქვეყნების ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ქვეყნების ჯარების შეშვებაზე. მორგენტაუ ასკვნის, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო პოლიტიკის ილუსტრაციის მოცემული მაგალითი წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობებათა ლეგალიზმის კლასიკურ ნიმუშს, როდესაც გამოიყენება არაიმდენად პოლიტიკური მექანიზმები რამდენადაც სამართლებრივი მექანიზმები.
მეორე კონკრეტულ მაგალითს მორგენტაუ იყენებს საერთაშორისო ურთიერთობებში “ზნეობრივი მიდგომის” ილუსტრაცისაათვის. ეს არის მაგალითი ჩინეთის კომუნისტური მთავრობის საერთაშორისო აღიარების შესახებ. მორგენტაუს აზრით, დასავლეთის ქვეყნები ხელმძღვანელობენ შემდეგი მოსაზრებებით: შეესაბამებოდა თუ არა ჩინეთის მთავრობის ქმედებანი დასავლური სამყაროს ზნეობრივ პრინციპებს? შეიძლებოდა თუ არა დასავლური ქვეყნების კონტაქტები ამგვარ მთავრობასთან? საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ორივე კითხვას ერთ საკითხამდე მივყავდით: როგორ უნდა მიუსადაგოთ დასავლური აზროვნების სტანდარტები და მორალი აღმოსავლეთის კულტურას. პოლიტიკური საკითხი იგნორირებული იყო: არ იყო გაანალიზებული ინტერესებისა და ძალის წონასწორობის საკითხები, ჩინეთის კომუნისტური მთავრობის არ აღიარების პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგები დასავლური ქვეყნებისათვის. დასავლეთის ლიდერებმა იგნორირება გაუკეთეს პრობლემის პოლიტიკურ ასპექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განეხილვა ზნეობრივი თვალსაზრისით.
მორგენტაუს კონცეფციის შემდეგი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პოლიტიკა, განიხილება როგორც ბრძოლა ძალაუფლებისათვის. მორგენტაუ დიდ ყურადღებას უთმობს შემდეგ საკითხს. რა არის ძალაუფლება საერთაშორისო ურთიერთოებებში? საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურაში ნებისმიერი სახელმწიფოს საერთაშორისო პოლიტიკა ყოველთვის დაკავშირებულია ძალაუფლებსიათვის ბრძოლასთან. მორგენტაუ აკეთებს შემდეგ დასკვნებს:
1. საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოს არა ყოველი ქმედება წარმოადგენს პოლიტიკურს. სახელმწიფოები ურთიერთმოქმედებენ იურიდიულ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ,კულტურულ სფეროებში.
2. სხვადასხვა სახელმწიფოები განსხვავებულ ისტორიულ ეპოქებში არა ერთგვაროვნად არიან ჩართული საერთაშორისო პოლიტიკაში. მაგალითად ესპანეთი XVI-XVII საუკუნეში იყო მსოფლიო ბატონობის ერთ-ერთი პრეტედენტი, დღეისათვის კი საერთაშორისო ურთიერთოებებში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. ამდაგვარად, სახელმწიფოთა მონაწილეობა საერთაშორისო პოლიტიკაში წარმოადგენს დინამიურ კატეგორიას, რომელიც დამოკიდებულია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე. ასევე კულუტურულ ტრანსფორმაციაზე, რომლებიც საშუალებას აძლევს სახელმწიფოს დაიკავოს გაცილებით მომგებიანი პოზიცია საერთაშორისო არენაზე (1,26).
როგორ განსაზღვრავს მორგენტაუ ცნებას “ძალაუფლება”? “ძალაუფლება, მე მესმის როგორც ძალუფლების სუბიექტის სხვადასხვა სახის კონტროლი ძალუფლების ობიექტების იდეებსა და ქმედებებზე”. შემდგომ ის განაგრძობს: “პოლიტიკური ძალაუფლება – ეს არის კონტროლისა და მორჩილების ურთიერთდამოკიდებულება მათ, ვინც ფლობს საზოგადოებრივ ავტორიტეტსა და საზოგადოების დარჩენილ ნაწილს შორის”(1,26). თუმცა პოლიტიკური ძალაუფლება განსხვავდება ძალისაგან, პირდაპირი გაგებით, რაც გულისხმობს ფიზიკური იძულებისას. ძალის გამოყენების მუქარა, რომელიც გამოიხატება შინაგან საქმეთა ორგანოების მოქმედების, დაპატიმრების, სიკვდილით დასჯის ან ომის დაწყების ფორმით, წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის განუყოფელ ნიშანს. მორგენტაუ აქ აკეთებს არსებით შენიშვნას: ერთმანეთისაგან ანსხვავებს პოლიტიკურ და სამხედრო ძალაუფლებას. როდესაც ძალადობის მუქარა აქტუალურად გადაიქცევა, ეს ნიშნავს პოლიტიკური ძალაუფლებიდან სამხედრო ძალაუფლებაზე თანდათანობით გადასვლას. საერთაშორისო ურთიერთობებში შეიარაღებული ძალები და მათი გამოყენების მუქარა წარმოადგენენ იმ უმნიშვნელოვანეს რესურსს, რომელიც განსაზღვრავს ერის სიძლიერეს.
განიხილავს რა პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლების განსხვავებას მორგენტაუ წერს: “სამხედრო მზადების ძირითადი მიზანი არის სხვა ერების გაფრთხილება შეიარაღებული ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავებაზე.
ომის პოლიტიკური მიზანი არა უბრალოდ ტერიტორიის დაპყრობა ან მოწინააღმდეგის არმიის განადგურება არის, არამედ ეს არის ზემოქმედება მოწინააღმდეგის აზროვნებაზე, გამარჯვებულთა ნებისათვის დამარცხებულების გულებისა და გონების დამორჩილება”(1,28).
მორგენტაუ ასევე განასხვავებს ერთმანეთისაგან ეკონომიკურ პოლიტიკას, როგორც თავისთავად ეკონომიკურ პოლიტიკას და ეკონომიკურ პოლიტიკას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტს, როდესაც ეკონომიკური მიზნები ემორჩილებიან სხვა ერებზე დომინირების ან კონტროლის ამოცანებს. მას მიაჩნია, რომ მსგავს გამიჯვნას გააჩნის როგორც თეორეტიკული ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა.
ამდაგვარად, როდესაც საჯარო ხელისუფლების სხვადასხვა სახეობების მიზნები მიმართულია საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოს პოზიციების განმტკიცებაზე და სხვა სახელმწიფოებზე დომინირებაზე, შეიძლება ვილაპარაკოთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკისადმი მის მორჩილებაზე. მორგენტაუს მიერ მოყვანილ პოლიტიკუტი ძალაუფლების განსაზღვრებას აგრეთვე შეიძლება დავუმატოთ, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეს არის ფსიქოლოგიური ურთიერთობები მათ შორის ვინც ფლობს ძალაუფლებას და მათ შორის, ვინც მას ემორჩილება. ძალაუფლება _ ეს არის მოღვაწეობაზე კონტროლი, ცნობიერებასა და გონებაზე ბატონობის მეოხებით.
საერთაშორისო არენაზე ძალაუფლებიასთვის ბრძოლა ისტორიულად გარდამავლია და დაკავშირებულია ავტოკრატიული მმართველობის არსებობასთან. აქედან გამომდინარე, ძალაუფლებისათვის ბრძოლა შეიძლება გაქრეს, ავტოკრატიული ხელისუფლების გაქრობასთან ერთად. მორგენტაუ წერს: მე-19 საუკუნის ძირითადი წარმოდგენა საერთაშორისო პოლიტიკაზე მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფოებს გააჩნიათ არჩევანი იმ საერთაშორისო პოლიტიკაზე რომელიც დაფუძნებულია ძალაზე და სხვა სახის საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომლებიც დამოკიდებული არ არიან ძალაუფლებრივი ნების გამოვლენასთან(1,35).
როცა საუბრობს, ძალაუფლებისათვის ბრძოლაზე დაფუძნებულ, საერთაშორისო ურთიერთობებზე, მორეგენატუ გამოყოფს მათ სამ ნაირსახეობას:
“არსებობს ნებისმიერ სახელმწიფოს როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის სამი საბაზო მოდელი.
1. პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, კონსერვაციაზე _ შტატუს Qუო შენარჩუნებაზე.
2. პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ძალაუფლებრივი უფლებამოსილების დაგრივებაზე და ძალაუფლების გაფართოებაზე.
3. ძალის დემონსტრაციის პოლიტიკა.
საჯარო პოლიტიკის ეს სამი სახე შემდეგნაირად აისახება ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში.
საგარეო პოლიტიკის პირველი ტიპი დამახასიათებელია ისეთი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ესწრაფვიან თავიანთ საგარეო პოლიტიკაში შეინარჩუნონ თავისი დაკავებული პოზიციები, შეინარჩუნონ შტატუს Qუო.
მეორე ტიპი – იმპერიალისტური პოლიტიკა – დამახასიათებელია ისეთი სახელმწიფოებისათვის, რომელნიც მიისწრაფვიან საერთაშორისო არენაზე გააფართოვონ თავიანთი გავლენა ახალ რეგიონებზე, ცდილობენ შეცვალონ არსებული ძალთა ბალანსი.
მესამე ტიპი – პრესტიჟის პოლიტიკა. მას მიმართავენ ის სახელმწიფოები, რომლებიც თავის საგარეო პოლიტიკაში უპირატესობას ანიჭებენ ძალისა და ძლიერების დემონტრაცას”(1,35).
დაწვრილებით განვიხილოთ მორგენტაუსაგან დასახელებული სამი ტიპი. შტატუს Qუო-ს შენარჩუნების პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობებში, ორიენტირებულია ჩაოყალიბებული ძალების ბალანსის შესანარჩუნებლად. მორგენტაუს მოჰყავს კონსერვატიული საგარეო პოლიტიკის ანალოგია. საგარეო პოლიტიკის ამ ტიპის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს იმ სამშვიდობო შეთანხმებების შენარჩუნება, რომლებიც დადებული იყო რეგიონში უკანასკნელი “დიდი” ომის შემდეგ. მაგალითად: ევროპული საერთაშორისო ურთიერთობები 1815-1898 წლებში იყო შედეგი 1815 წლის იმ სამშვიდობო ხელშეკრულების, რომლითაც დასრულდა ნაპოლეონის ომები. “წმინდა კავშირის”, რომელიც დაიდო 1815 წელს, მთავარ მიზანს წარმოადგენდა შტატუს Qუო-ს შენარჩუნება.
მეორე მაგალითი: რუსეთისა და გერმანიის 1919 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებებმა განამტკიცეს ძალთა ბალანსი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.
მესამე მაგალითი _ მონროს დოქტრინის, როგორც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. 1823 წელის დეკემბერში პრეზიდენტმა მონრომ, კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, ჩამოაყალიბა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ორ ძირითად პრინციპს:
1. აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ევროპული ქვეყნების პოზიციისაგან;
2. აშშ-ს მხრიდან უკუზემოქმედება, მსოფლიოში ძალთა გადანაწილების ნებისმიერ მცდელობაზე.
1933 წელს ფრანკლინ რუზველტმა შემდეგი შეფასება მისცა მონროს დოქტრინას: ეს დოქტრინა მიზნად ისახავდა არ დაეშვა ნებისმიერი არაპროამერიკული ძალების ტერიტორიებზე კონტროლი დასავლეთ ნახევარ სფეროში.
საგარეო პოლიტიკის მეორე ტიპია – იმპერიალიზმის პოლიტიკა. მორგენტაუ არ იძლევა იმპერიალიზმის საკუთარ განმარტებას და იყენებს მარქსისტულ მიდგომას. მორგენტაუს აზრით მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ფართო გავრცელება ჰპოვა საერთაშორისო ურთიერთობების ეკონომიკური თეორიებით ინტერპრეტაციამ. მორგენტაუ ეყრდნობა შუმპეტერს, რომელიც აღიარებდა მარქსისტული თეორიის ეკონომიზმს.
მორგენტაუმ გამოჰყო საერთაშორისო არენაზე იმპერიალისტური პოლიტიკის გატარების მიზეზები.
როდესაც სახელმწიფო იმყოფება საომარ მდგომარეობაში და გადადის მის დამასრულებელ სტადიაზე, როგორც გამარჯვებული, მისი საგარეო პოლიტიკა მიზანმიმართული იქნება ომამდელი საერთაშორისო ურთიერთობების ცვლილებისაკენ. თვით ის ომიც კი, რომელიც გამარჯვებულმა დაიწყო როგორც თავდაცვითი, თავდაპირველად მიმართული ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის და ომამდელი საერთაშორისო ურთიერთობების აღსადგენად, გარდაქმნის გამარჯვებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკას იმპერიალისტურად. იმპერიალისტური პოლიტიკის ტრანსფორმაცია თვალსაჩინო მაგალითია – გერმანიის იმპერიალისტური დაპყრობითი ომები 1935 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე. შტატუს Qუო-ს ურთიერთობები რომელიც ევროპაში 1914 წლის შემდეგ შეიქმნა, ხასიათდებოდა ისეთი სახელმწიფოების ბალანსით, როგორიცაა ავსტრია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და რუსეთი. მოკავშირეების გამარჯვება II მსოფლიო ომში და შემდგომი სამშვიდობო ხელშეკრულები გახდს საფუძველი ძალთა ახალი გადანაწილებისა და შტატუს Qუო-ს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის (1,51).
შემდეგი ტიპიური შესაძლებლობა იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებისათვის არის – სუსტი სახელმწიფოების, ანუ როგორც მორგენტაუ წერს, “ცარიელი პოლიტიკური სივრცეების”, არსებობა. ეს არის სიტუაცია, როცა შესაძლებელია წარმოიქმნას კოლონიალური იმპერიალიზმი ანდა აღმოცენდნენ ერთიანი ფედერაციული სახელმწიფოები (ზოგიერთი ერი სუვერენიტეტის დაკარგავს ხარჯზე).
იმ ტიპიური სიტუაციების განხილვისას, როცა შესაძლებელია იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკა, მორგენტაუ ყურადღებას უთმობს ამ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მიზნებსი შესწავლას. პირველი მიზანი – ეს არის დომინირება და მსოფლიო ბატონობა. მეორე – კონტიგენტის მაშტაბებით ჰეგემონია. მესამე – ლოკალური უპირატესობა ანდა რეგიონალური დომინიება (1,52). “შეუზღუდავი იმპერიალიზმის” ისტორიული მაგალითებია – ალექსანდრე მაკედონელის, ნაპოლეონისა და ჰიტლერის ექსპანსიონისტური პოლიტიკა. გეოგრაფიულად შეზღუდული იმპერიალიზმი წარმოდგენილია ევროპული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაში, რომლებიც მიისწრაფოდნენ დაეკავებინათ დომინანტის პოზიცია ევროპაში: ნაპოლეონ III, ლუდოვიკო XIV. XIX საუკუნის აშშ-ს საგარეო პოლიტიკა – მცდელობა აეძულებინათ კანადა და მექსიკა გამხდარიყვნენ დამოკიდებულები _ ასევე გვევლინებიან კონტინენტალური იმპერიალიზმის ნიმუშებად. “რეგიონალური იმპერიალიზმის” მაგალითები – მე-18 მე-19 საუკუნეების მონარქიული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა: ფრიდრიხ დიდი, პეტრე I დიდი, ეკატერინე II. XIX საუკუნეში იმპერიალისტური პოლიტიკის აღაირებულ ოსტატი გახდა ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც ესწრაფვოდა ცენტრალურ ევროპაში გერმანული უპირატესობის დამყარებას. რუსული იმპერაილიზმის ტრადიციული მიზანი იყო კონტროლი ფინეთზე, აღმოსავლეთ ევროპაზე, ბალკანეთზე, დარდანელის სრუტეზე და ირანზე.
იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკა ემყარება სამი მეთოდის გამოყენებას: სამხედრო, ეკონომიურ და კულტურულ ექსპანსიონისტურს.
სამხედრო იმპერიალიზმი – იმპერიალიზმის ყველაზე აშკარა და ძევლი ფორმა – ესა არის შეიარაღებული დაპყრობა. “ყველა დროის დიდი გარდამქმნელები იმავდროულად იყვნენ დიდ დამპყრობლები”(1,54), - წერდა მორგენტაუ.
ეკონომიკური იმპერიალიზმი ძალაუფლების მოპოვების რაციონალურ მეთოდად გველინება და წარმოადგენს იმერიალისტური ეპოქის პროდუქტს. თუ სახელმწიფოს (გარკვეული მიზეზების გამო) არ შეუძლია დაიპყროს ტერიტორია, მაშინ მას შეუძლია შეეცადოს დაამყაროს ზეგავლენა იმათზე კონტროლის მეოხებით ვინც განაგებს ტერიტორიას. ამ შემთხვევაში მორგენტაუს მიერ მოყვანილი მაგალითი საკმაოდ ყურადსაღებია. ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოების სუვერენულები არიან, მაგრამ მიუხედავად სუვერენიტეტის ყველა ატრიბუტების არსებობისა, რეალურად ისინი ასეთებად არ გვევლინებიან და თითქმის მთლიანად დამოკიდებულები არიან აშშ-ში ექსპორტზე. აქედან გამომდინარე, ამ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ გაატარონ არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკა, რომელიც მთლიანად დამოუკიდებელი იქნება აშშ-ს პოზიციისაგან.
ეკონომიკური იმპერიალიზმის ბუნება, როგორც სხვა ერებზე დომინირების მოპოვების არაპირდაპირი და საკმაოდ ეფექტური მეთოდი, ყველაზე კარგად ვლინდება ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირების შეთხვევაში. ამის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის პაექრობა ირანზე ზეგავლენის მოსაპოვებლად. ორივე ქვეყანა ცდილობდა ზემოქმედება მოეხდინა ირანის მთავრობაზე, იქნებოდა ეს ნავთობის წარმოების თუ ინდოეთში გზის გაყვანის საკითხი.
კულტურულ იმპერიალიზმს მორგენტაუმ ყველაზე ეფექტურ ნაირსახეობად მიიჩნევს ყველა იმ იმპერიალისტურს მეთოდებს შორის, რომელთაც ემყარება საგაერო პოლიტიკა, რადგანაც მისი მიზანი გონებაზე და ცნობიერებაზე კონტროლს ითვალისიწნებს. ასეთი კონტროლი, საერთაშორისო დონეზე, ძალაუფლებრივი ურთიერთობების შეცვლის ქმედით ინსტრუმენტს წარმოადგენს. “კულტურული იმპერიალიზმის მეთოდებით შესაძლებელი ხდება ისეთი დამაჯრებელი გამარჯვების მიღწევა, რომ სხვა მეთოდები უკვე ზედმეტი ხდება. თანამედროვე პირობებში კულტურული იმპერიალიზმის როლი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ შესაძლებელს ხდის შემზადდეს ნიადაგი სამხედრო დაპყრობისა და ეკონომიკური ზემოქმდებისათვის. ამ მეთოდის გამოყენების ტიპიური მაგალითია: სახელმწიფოში _ ზემოქმედების სუბიექტში _ მეხუთე კოლონიის მხარდაჭერა” (1,57).
საქმის არსით მორგენტაუმ გააერთიანა კულტურული ზმეოქმედება იდეოლოგიურ ზეგავლენამდე. ის წერდა: “კულტურული იმპერიალიზმის ტექნიკა დიდი წარმატებით გამოიყენეობდა ტოტალიტარისტების მიერ და ეფექტურ პოლიტიკურ იარაღად იქცა მეხთე კოლონების შექმნის მეოხებით” (1,58).
ამის ნათელი მაგალითია ნაცისტების მიერ ავსტრიაში მეხუთე კოლონიის შექმნისა II მსოფლიო ომის წინ. შედეგი სახეზე იყო: 1938 წელს ავსტრიის პრნაცისტული მთავრობა მიესალმებოად გერმანიის ჯარების შესვლას მის ტერიტორიაზე. ამ მეთოდის წარმატებით გამოყენება მოხდა საფრანგეთსა და ნორვეგიაში, სადაც გავლენიანმა მოქალაქეებმა, “კვისლინგელებმა”, გაიზიარეს ნაცისტური მსოფლმხედველობა. კიდე ერთი მაგალითი კულტურული შეღწევისა არის კომინტერნის მოღვაწეობა.
მორგენტაუ ასევე წერს რელიგიური კონფესიების როლზე საგარეო პოლიტიკაში. ტიპიური მაგალითი – ქრისტიანული რუსეთის იმპერიალისტური კულტურული პოლიტიკა, სადაც მეფე გვევლინებოდა როგორც სახელმწიფო ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერად, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობის გავრცელება შესაძლებლობას იძლეოდა ზემოქმედება მოეხდინა მასზე დამოკიდებულ და მეზობელ სახელმწიფოებზე. “მართლმადიდებლობა, _ წერს მორგენტაუ, _ წარმოადგენდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის იარაღს” (1).
საფრანგეთის იმპერიალიზმის იარაღად იქცა Lა მისსიონ ცივილისატრიცე. საფრანგეთის სახელმწიფოებრიობის მიმზიდველი თვისებების გამოყენება – კულტურული იმპერიალიზმის ნაირსახეობა I მსოფლიო ომის დაწყების წინ.
მორგენტაუ აღიარებს, რომ რომელიმე სახელმწიფოს საგაერო პოლიტიკის განსაზღვრება, როგროც იმპერიალისტურის აწყდება მთელ რიგ სირთულეებს, რომელიც დაკავშირებულია, როგორც იდეოლოგიური ბრძოლის ფაქტორებთან, ასევე იმასთან, რომ არცერთი სახელმწიფოსათვის სასურველი არ არის, რომ მის საგარეო პოლიტიკას დაერქვას იმპერიალისტური.
საგარეო პოლიტიკის მესამე მოდელის სახით მორგენტაუ გამოყოფდა პრესიტიჟის პოლიტიკას. პრესტიჟის პოლიტიკა – ეს არის მესამე სახესხვაობა საგარეო პოლიტიკსა, რომელიც დამყარებულია ძალაზე. პრესტიჟის საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს სოციალური ურთიერთობის რაფინირებულ და არისტოკრატიულ ფორმას, რომელიც გამოიყენება დიპლომატიურ წრეებში. ხშირად პრესტიჟის პოლიტიკა – ეს არის შტატუს Qუო-ს პოლიტიკის ან იმპერიალისტური პოლიტიკის რეალიზაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ან აქ კვლავ იკვეთება ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტკა, ეს არის ერთი მოვლენის ორი მხარე. ორივე სფეროში მოქმედებს სოციალური აღიარებებისათვის სწარფვის ფაქტორი, რომელიც წარმოადგენს სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებისა და ინსტიტუტების განვითარებისა სტიმულატორს. “პრესტიჟი არის სახელმწიფოს ან პოლიტიკოსის მოქმედებების ირეკვლა იმ “სარკეში”, რომელსაც წარმოადგენს საზოგადოებრივი ცნობიერება” (1,68). პრესტიჟი არის რეპუტაცია, ხელისუფლების ავტორიტეტი. პრესტიჟის პოლიტიკის მიზანი _ სახელმწიფოს რეპუტაციის, მისი საგარეოპოლიტიკური იმიჯის შექმნა _ შეიძლება რეალიზებული იყოს ან დიპლომატიის ან კიდევ სამხედრო ძალის დემონსტრაციით.
აფასებს რა დიპლომატიის მნიშვნელობას, მორგენტაუ წერს, რომ პატივს რომელსაც მიაგებენ დიპლომატებს აისახება, იმ სახელმწიფოებისადმი დამოკიდებულება, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. მას მოჰყავს მაგალითი: როცა თეოდორ რუზველტი პრეზიდენტი ხდებოდა, ყველა დიპლომატიური წარმომადგენლები (პირები) ერთად მიიწვიეს მიღებაზე, მისთვის პრეზიდენტობის მისალოცად. პრეზიდენტიმა ტაფტმა შეცვალა ეს წესი და ბრძანა: ელჩები და მინისტრები ცალკე-ცალკე მიეღოთ.
ესპანეთის წარგზავნილი არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული და როდესაც იგი 1910 წლის 1 იანვარს თეთრ სახლში წვეულებაზე მივიდა, მას უარი უთხრეს მიღებაზე. შემდგომში მოვლენები ამგვარად განვითარდა: ესპანეთის მთავრობამ გაიწვია თავისი წარმოამდგენელი და პროტესტი გამოუცხადა აშშ-ს.
1946 წელს პარიზში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმზე, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს ადგილი მე-2 რიგში ერგო, მაშინ როდესაც სხვა დიდი სახელმწიფოების წარმომადგენლები პირველ რიგში ისხდნენ. პროტესტის ნიშნად მან ცერემონია დატოვა.
1945 წლის პოტსდამის კონფერენციაზე ჩერჩილმა, სტალინმა და რუზველტმა დიდხანს ვერ გადაწყვიტეს ვინ შევიდოდა პირველი სხდომათა დარბაზში. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ სამივე მათგანი ერთდროულად შევიდოდა სამი სხვადასხვა კარიდან. ეს სამი პოლიტიკური ლიდერი იყო სიმბოლო იმ დიდი სახელმწიფოებისა, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ.
პრესტიჟის პოლიტიკის მეორე მხარეს წარმოადგენს სამხედრო ძალის დემონსტრაცია. მაგალითად: სამხედრო მანევრებზე ხშირად იწვევენ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რათა მოახდინოს მათთვის უახლესი სამხედრო-ტექნიკური მიღწევებისა და ქვეყნის სიძლიერის დემონსრტრირება. საგარეო პოლიტიკის ამ ნაირსახების უკიდურეს ფორმას წარმოადგენს ნაწილობრივი ან საყოველთაო მობილიზაცია. მაგალითად, 1914 წელს ავსტრიისა და გერმანიის არმიის მობილიზაციის კვალდაკვალ, საფრანგეთმა და რუსეთმა მოახდინა საკუთარი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია.
ჩვენი აზრით, ძალზე აქტუალურად ჟღერს მორგენტაუს გამონათქვამი იმის შესახებ, რომ პრესტიჟის პოლიტიკა თავის კულმინაციას აღწევს იქ, სადაც შესაძლებელია დაარწმუნო ერი იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა ხელს უწყობს სახელმწიფოს ავტორიტეტის ამაღლებას საერთაშორისო არენაზე.
მორგენტაუს მიაჩნია, რომ ბრძნული და გაწონასწორებული პრესტიჟის პოლიტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სწრაფვა დაარწმუნო მთელი მსოფლიო, რომ სახელმწიფოს გააჩნია საკმარისი ძლიერება, პრესტიჟი და ავტორიტეტი.
და ბოლოს გავიხსენოთ ჰანს მორგენტაუს პოლიტიკური რეალიზმის საბაზო პრინციპები:
1. საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში პოლიტიკური მოღვაწეობის ფარდობითი ხასიათი;
2. ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს ეროვნული ინტერესები ( ძალის კატეგორიით განსაზღვრული ინტერესის კონცეფცია);
3. ფსიქოლოგოგიზმის თავიდან აცილების სწრაფვა: საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის კვლევის ობიექტს წარმოადგენს არა სახელმწიფო მოღვაწეთა სურვილები და მოტივები, არამედ მათი რეალური ქმედებები;
4. ეროვნული ინტერესების დინამიური გაგება (მათი დამოკიდებულება ისტორიულ პერიოდზე, პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტზე);
5. ზნეობრივად გაწონასწორებული პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს პოლიტიკური კეთილგონიერების პრინციპი და პასუხისმგებლობის ეთიკა;
6. საერთაშორისო ურთიერთობების განსაზღვრება, როგორც ბრძოლისა ძალაუფლებისათვის და გავლენისათვის საერთაშორისო არენაზე;
No comments:
Post a Comment