ურთიერთობა, როგორც კომუნიკაცია
ადამიანებთან ურთიერთობის უნარი _ ფულზე ყიდვადი ისეთივე საქონელია, როგორც ყავა ან შაქარი. და მე მზად ვარ გადავიხადო ამ უნარში უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი სახის სხვა საქონელში ამ სამყაროში”
ჯონ დ. როკფელერი
კომუნიკაციის ძირითადი ელემენტები
ადამიანის, როგორც პიროვნებისა და საზოგადოების წევრის, ნორმალური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ურთიერთობა. იგი წრმოადგენს ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებისა და განვითარების რთულ მრავალმხრივ პროცესს, წარმოშობილს ერთობლივი მოღვაწეობის მოთხოვნილებებით, რომელიც თავის თავში შეიცავს ინფორმაციის გაცვლას, ურთიერთობის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას, სხვა ადამიანის აღქმასა და გაგებას.
საქმიანი ურთიერთობა _ ეს არის კომუნიკაცია, ანუ ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ფასეულია ურთიერთობის მონაწილეებისათვის. კომუნიკაცია უნდა იყოს ეფექტური, ხელა უწყობდეს ურთიერთობის მონაწილეების მიზნების მიღწევას, რაც გულისხმობს შემდეგი საკითხების გაგებას: როგორია კომუნიკაციის საშუალებები და როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი მართებულად კომუნიკაციის პროცესში; როგორ უნდა გადაილახოს გაუგებრობის კომუკიკაციური ბარიერები და კომუნიკაცია გახდეს წარმატებული. კომუნიკაციის ძირითადი ამოცანებია _ ურთიერთობის მონაწილეების მიზნების მიღწევა და კომუნიკაციური ბარიერების გადალახვა, რომლებიც გამოწვეულია ურთიერთობის მონაწილეებს შორის გაუგებრობით ან სხვა რამე მიზეზით.
საქმიანი ურთიერთობების ძირითადი შემადგენლებია:
• ურთიერთობების კომუნიკატიური მხარე (ადამიანებს შორის ინფორმაციის გაცვლა);
• ინტერაქტიური მხარე (ინდივიდებს შორის ურთიერთქმედების ორგანიზაცა);
• პერცეპტიული მხარე (ურთიერთობის პარტნიორების მიერ ერთმანეთის აღქმის პროცესი და ურთიერთგაგების დამყარება).
აგვარად, ურთიერთობაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც ერთობლივი მოღვაწების ორგანიზაციასა და მასში ჩართული ადამიანების ურთიერთობებე.
ტერმინი “კომუნიკაცია” სამეცნიერო ლიტერატურაში გამოჩნდა XX საუკუნის დასაწყისში და მას გააჩნია სამი მნიშვნელობა:
• მატერიალური და სულიერი სამყაროს ნებისმიერი ობიექტების კავშირის საშუალება;
• ურთიერთობა, ადამიანიდან ადამიანზე ინფორმაციის გადაცემა (პიროვნებათაშორისი კომუნიკაცია);
• საზოდაგოებაში ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა (სოციალური კომუნიკაცია).
ადამიანური კომუნიკაციის ნებისმიერ პროცესში შედის სამი ძირითადი ელემენტი:
• ადამიანები;
• შეტყობინებები;
• ამ შეტყობინებების გადაცემის საშუალებები.
კომუნიკატიური პროცესები არსობრივად განსხვავდებიან ინფორმაციის ინფორმაციული გაცვლისაგან. ეს სპეციფიკა ვლინდება:
• უკუკავშირის პროცესის ხასიათში;
• კომუნიკატიური ბარიერების არსებობაში;
• ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა დონის არსებობაში.
მართვის ეფექტიანობის კუთხით, ხელმძღვანელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ თავისებურებების გაგაება და მათი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში.
კომუნიკაციის ძირითადი ელემენტებია:
• შეტყობინების წყარო (კომუნიკატორი) _ შეტყობინების შემქმნელი, პირი, რომელიც გენერირებას უკეთებს იდეას.
ორგანიზაციის პირობებში შეტყობინების წყაროს როგორც წესი წარმოადგენს ორგანიზაციის წევრი, რომელსაც გააჩნია იდეები, ინფორმაცია, განზრახვა და აქვს სურვილი დაამყაროს კომუნიკაცია. წყარო შეიძლება იყოს ორგანიზაცია, ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი. შეტყობინების წყარო და კომუნიკატორი ყოველთვის არ არის ერთი და იგივე ვინმე;
• კოდები _ სიმბოლოები და ნიშნები, რომლებიც მიმღებისათვის გასაგებ ენაზე თარგმნიან შეტყობინებას. კოდების სახით გამოიყებენა კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური საშუალებები.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არღვევს კომუნიკაციის არსს, წარმოადგენს გადაცემადი ინფორმაციის მთლიანობის დარღვევა, ინფორმაციის არასწორი კოდირება და დეკოდირება. კოდირებისა და დეკოდირების პროცესების სხვადასხვაგვარობის დროს შეიძლება დაირღვეს გადაცემადი ინფორმაციის მთელი ბლოკი; ვინაიდან მუდმივ ცვალებადობას განიცდს ყოველი ადამიანის პიროვნული თვისებები და მიზნები, საზოგადოების წარმატებები, გარემოცვა, გამოცდილება, ენის სიტყვიერი მარაგი, ცოდნის მოცულობა, ინტერესები, უერთიერთობები, სეხედულებები ფასეულობებზე. საუბრის დროს მნიშვნელოვანია თანამოსაუბრეზე ორიენტირება, თავისი და მისი ურთიერთობის დონის თანაფარდობაში მოყვანა; ხელმძღვანელმა ყოველთვის უნდა დააზუსტოს სწორად იქნა თუ არა დეკოდირებული მის მიერ გადაცებული ინფორმაციის ბლოკი, სწორედ იქნა თუ არა აღქმული შეტყობინება მსმენელის მიერ.
• შეტყობინება _ ინფორმაცია და კოდირებული იდეა, ანუ ის, რასაც წყარო გადასცემს მიმღებს. ინფორმაციის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია ინფორმაციის წყაროსა და მის მიმღებს შორის არსებულ წარმოდგენებზე, სოციალური კლასისადმი კუთვნილებაზე, საზოგადოებაში დაკავებულ მდგომარეობაზე, კომუნიკაციური ბარიერების არსებობას ან არ არსებობაზე. რაც უფრო გულდასმით ხდება გადაცემადი ინფორმაციის ბლოკის დეკოდირება, მით უფრო ეფექტურია კომუნიკაცია. ინფორმაციის ბლოკი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მან მთლიანად დააინტერესოს მიმღები. მნიშვნელოვანია აგრეთვე კომუნიკაციურ პროცესში უკუკავშირის უზრუნველყოფა. უკუკავშირის ჯაჭვი უზრუნველყოფს მიმღების პასუხის (რეაქციის) არხს (გადაცემას), რომელიც საშუალებას აძლევს წყაროს განსაზღვროს მიღებული იქნა თუ არა გადაცემადი ინფორმაციის ბლოკი და გამოიწვია თუ არა მან საჭირო რეაქცია;
• არხი _ საშუალება, რომლის მეოხებითაც შეტყობინება კომინიკატორიდან გადაეცემა კომუნიკანტს. ეს არის საშუალება, რომლითაც შეტყობინება გადაეცემა მოლაპარაკესაგან მსმენელს. ორგანიზაციის პირობებში მათ შეიძლება მიიღონ შემდეგი ფორმები: პირისპირ საუბარი, წერილობითი შეტყობინება, სატელეფონო საუბარი, ზეპირი შეტყობინება, არაოფიციალური კომუნიკაციები, საერთო კრება და სხვა.
არხები იყოფა შემდეგ სახეებად:
• ტექნიკური (მის: პრესა, ტელევიზია, რადიო, ელ.საშუალებები);
• პიროვნებათაშორისი (წყაროსა და მიმღებს შორის ინფორმაციის უშუალო გაცვლა).
კომუნიკაციის არხები განლაგებულია შემდეგი იერარქიით (ზემოქმედების ეფექტიურობის მიხედვით):
• პირისპირ საუბარი. ურთიერთობა ერთი-ერთზე.
• დისკუსია მცირე ჯგუფის ფარგლებში.
• მცირე აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.
• სატელეფონო საუბარი.
• წერილი, პირადი წერილობითი შეტყობინება.
• კომპიუტერზე ან საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ტექსტი.
• შეტყობინება მცირე აუდიტორიისათვის.
• მასალა (სატატია) გაგზავნილი პირდაპირი საფოსტო გზავნილით.
• სტატია კომპანიის საინფორმაციო წერილის სახით.
• ახალი ამბები მის-ში.
• რეკლამა მის-ში.
• გარე რეკლამა. ბანერები.
ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კარგად უნდა ერკვეოდეს კომუნიკაციის ყველა ელემენტებში, თანაბრად კარგად უნდა ფლობდეს ურთიერთობების, როგორც ვერბალურ, ასევე არავერბალურ საშუალებებს და შეეძლოს მიღებული ინფორმაციის სწორი დეკოდირება. ეს საჭიროა თანამშრომლებთან ურთიერთგაგებისა და ეფექტური კომუნიკაციის მისაღწევად.
კომუნიკაციის მოდელები
1984 წელს ჯეიმს გრუნუნგმა (მერილენდის უნივერსიტეტი) და ტოდ ჰანტმა (ნიუ-ჯერსის სახელმწეფო უნივერსიტეტი) შეიმუშავეს და დაასაბუთეს კომუნიკაციის ოთხი მოდელი:
• პრესასთან კავშირის სააგენტო / პაბლისიტი
მთავარი მიზანი _ ფირმის მიღწევების პროპაგანდა ინფორმაციის ცალსახა ნაკადით: კომუნიკატორი _ კომუნიკანტი. მთავარია ინფორმაციის აუდიტორიამდე მიტანა და არა უკუკავშირი. მსგავსი მოდელი გვხვდება სპორტში, თეატრში, ბაზარზე ნაწარმის წინ წაწევის დროს. ნეგატიურ მომნტს წარმოადგენს ინფორმაციის დამახინჯების შესაძლებლობა, ნახევრად სიმართლე და ტყუილი.
• საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ესეც ცალმხრივი პროცესია, აქ ნაგულისხმევია, რომ მის მიიღებენ და გაავრცელებენ მხოლოდ მართებულ ინფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს დადებითი პაბლისიტის შექმნას. ინფორმაციის გადაცემის პროცესი არ ხორციელდება ვიღაცის დარწმუნების მიზნით. აუდიტორიაზე ზემოქმედების ხარისხი იზომება კომუნიკაციის სისტემაში მოქცეული აუდიტორიის რაოდენობით. ეს მოდელი ფართოდ გამოიყებენა ბიზნესის სფეროსა და არაკომერციული სამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
ორმხრივი ასიმეტრია
მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტები ითხოვენ ინფორმაციას მიზნობრივი ჯგუფებისაგან და იყენებენ მას ეფექტური ინფორმაციული სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად. იგი დაფუძნებულია ორმხრივი კომუნიკაციური პროცესის იდეაზე დარწმუნების მეცნიერული მეთოდების გამოყენებით. მთავარი მიზანია _ უკუკავშირის უზრუნველყოფა. ძალისხმევა ძირითადად მიმართულია დაგეგმარებასა და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევაზე. პრაქტიკაში ხორციელდება Pღ-ის სფეროში გამოიყენება კონკურენტი ფირმების მიერ სამომხმარებლო ბაზრისათვის ბრძოლაში.
ორმხრივი სიმეტრია
XX საუკუნის ყველაზე პოპულარული კომუნიკაციური მოდელი. მიზანი _ ორმხრივი ურთიერთგაგების მიღწევა. მიმართულია აუდიტორიის მიერ იამთუიმ ორგანიზაციის ქმედებების აღქმის შესწავლაზე კომუნიკაციური აქტის ზემოქმედებისა და შედეგების განსაზღვის მიზნით. ზემოქმედების ხარისხისა და აუდირორიასთან უკუკავშირის დონის გამოკვლევა საშუალებას იძლევა განისაზღვროს Pღ-ის სპეციალისტების მოღვაწეობია ეფექტურობა.
ურთიერთობის საშუალებები
საქმიანი ურთიერთობა _ არის კომუნიკაცია, ანუ ურთიერთობის მონაწილეთათვის მნშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა.
ყველაზე ეფექტური კომენიკაციის მისაღწევად აუცილებელია შემდეგი საკითხების გარკვევა:
• როგორის კომუნიკაციის საშუალებები და როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი მართებულად ურთიერთობის პროცესში;
• როგორ უნდა გადავლახოთ გაუგებრობის ბარიერები და გავხადოთ კომუნიკაცია წარმატებული.
ურთიერთობის ყველა საშუალებები იყოფა ორ ჯგუფად: ვერბალურად (სიტყვიერ} და არავერბალურად. ურთიერთობის ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს შორის არსებობს ფუნქციების თავისებური დანაწილება: სიტყვიერი არხით გადაეცემა სუფთა ინფორმაცია, ხოლო არავერბალურით _ ურთიერთობის პარტნიორისადმი დამოკიდებულება.
ვერბალური კომუნიკაციის თავისებურებანი
ვერბალური ურთიერთობის საშუალებებს მიაკუთვნებენ _ წერილობით და ზეპირ მეტყველებას, მოსმენასა და კითხვას. ზეპირი და წერილობითი მეტყველება მონაწილეობენ ტექსტის შექმნაში (ინფორმაციის გადაცემის პროცესი), ხოლო მოსმენა და კითხვა _ ტექსტისა და მასში ჩადებული ინფორმაციის აღქმაში.
კომუნიკაციის პროცესში მეტყველების ძირითად ფუნქციებს მიაკუთვნებენ:
• კომუნიკატიური (ინფორმაციის გაცვლის ფუნქცია);
• კონსტრუქციული (აზრების ფორმულირება);
• აპელაციური (ადრესატზე ზემოქმედება);
• ემოციური (სიტუაციაზე უშუალო ემოციაომალური რეაქცია);
• ფაქტიური (რიტუალური (ეტიკეტის) ფორმულების გაცვლა);
• მეტაენობრივი (ინტერპრეტაციის ფუნქცია, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა შემოწმდეს, იყენებენ თუ არა თანამოსაუბრეები ერთი და იგივე კოდს).
ფუნქციას, რომელსაც ასრულებს ენა (მეტყველება) კომუნიკაციის პროცესში, განსაზღვრავს გამონათქვამის სახესა და სიტყვების შერჩევას. იმიდა მიხედვი, თუ რა მიზნები ამოძრავებთ კომუნიკაციის მონაწილეებს, გამოყოფენ გამოთქმის შემდეგ ტიპებს:
• შეტყობინება,
• აზრი,
• რეკომენდაცია,
• კრიტიკული შენიშვნა,
• წინადადება,
• რეზიუმე,
• კომპლიმენტი,
• განსჯა,
• რჩევა,
• დასკვნა,
• შეკითხვა.
დიალოგი ადამიანმა შეიძლება აწარმოოს როგორც თანამოსაუბრესთან, ასევე თავის თავთან. შესაბამისად, ხდება მეტყველების დაყოფა გარემეტყველებად და შიდამეტყველებად. შიდამეტყველება არ ათვლება კომუნიკაციაად, რამეთუ ამ დროს არ მიმდინარეობს დიალოგი.
გარემეტყველება თავის თავში შეიცავს დიალოგს, მონოლოგს, ზეპირ მეტყველებას და წერით მეტყველებას. დიალოგი იყოფა ინფორმატიულ (ინფორმაციის გადაცემის პროცესი) და მანიპულიატორულ (თანამოსაუბრის ფარული მართვა) დიალოგედ. ურთიერთობის ძირითAდი ამოცანა _ მართებული და ზუსტი ინფორმაციის გადაცემა ვერბალური, ანუ სიტყვიერი ფორმით. ამ დროს შეიძლება მოხდეს ინფორმაციის ნაწილობრივი დამახინჯება ან მისი დაკარგვა. დანაკარგის ოდენობა განისაზღვრება სიტყვიერი მარაგის შეზღუდულობით, თანამოსაუბრისადმი ნდობით ან უნდობლობით, პირადული მიზნებითა და სწრაფვით, ასევე გარეშე ფაქტორების გამო, რომლებიც ნეგატიურად აისახებიან ინფორმაციის სიზუსტეზე,
კომუნიკაციის პროცესში შეიძლება მოხდეს ავარიები, ხმაურით გამოწვეული ხარვეზები, ანუ ის ფაქტორები, რომლებიც დაბლა სწევენ გადაცემის ხარისხს. ორგანიზაციის ფარგლებში ეს შეიძლება მოხდეს მრავალრიცხოვანი ფაქტორების ზეგავლენით:
• ხმაურით გამოწვეული ხარვეზები;
• შეტყობინების მიმღები და/ან გადამცემი ადამიანის მიერ არასწორი ინტერპრეტაცია;
• სხვადასხვა მნიშვნელობა, რომელსაც ანიჭებენ სიტყვებს სხვადასხვა ადამიანები (სემანტიკური პრობლემა);
• დროის ზეგავლენა.
ხელმძღვანელებისა ხელქვეითების მიერ თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობის განსხვავებული გაგება აუცილებლად აღრმავებს ხელმძღვანელებსა ხელქვეითებს შორის კომუნიკაციის არარსებობას.
გთავაზობთ სქემას რომელიც ასახავს ინფორმაციის გადაცემის ძირითად ეტაპებს. საფუძვლად აღებულია საწყისი აზრი _ 100% ინფორმაცია. მისი გამოთქმის დროს იკარგება ინფორმაციის 20%; მსმენელები იღებენ მხოლოდ 70% სიტყვიერი მარაგის ენობრივი ბარიერის გამო; წარმოსახვითი ფილტრაციისა და ყურადღების ნაწილობრივი დაკარგვის გამო მიიღება 60%; მეხსიერებაში რჩება საწყისი ინფორმაციის მხოლოდ 24%.
კომუნიკაციის პროცესში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი კომუნიკატიური ბარიერები:
• ლოგიკური ბარიერი _ უჩნდებათ არაერთგვაროვანი აზროვნების პარტნიორებს. იმისდა მიხედვით, თუ რა სახისა და ფორმის აზროვნება პრევალირებს თითოეული პარტნიორის ინტელექტში, მათი ურთიერთობა იგება გაგების ან არგაგების დონეზე;
• სტილისტიკური ბარიერი _ შეუსაბამობა ინფორმაციის წარდგენის ფორმასა დამ ის შინაარს შორის. წარმოიქმნება შეტყობინების არასწორი ორგანიზაციის დროს. შეტყობინება აგებული უნდა იყოს: ყურადღებიდან ინტერესზე; ინტერესიდან ძირითAდ დებულებებზე; ძირითადი დებულებებიდან შეწინააღმდეგებასა და კითხვებზე, პასუხებზე, დასკვნებზე, რეზიუმირებაზე;
• სემანტიკური (აზრობრივი) ბარიერი _ წარმოიქმნება ლინგვისტური სიტყვის მარაგისა და აზრობრივი ინფორმაციის შეუსაბამობის დროს, აგრთვე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების სიტყვიერი ქცევის განსხვავებების გამო;
• ფონეტიკური ბერიერი – წინააღმდეგობები, რომლებსაც ქმნის მოლაპარაკის მეტყველების თავისებურებები (დიქცია, ინტონაცია, მახვილის ლოგიკური გაკეთება და ასე შემდეგ). უნდა ილაპარაკოთ მკვეთრად, გასაგებად, საკმაოდ ხმამაღლა;
საქმიანი ურთიერთობების ორი ძირითადი შემადგენელია: ლაპარაკისა და მოსმენის უნარი.
1. ლაპარაკის უნარი, ანუ ორატორული ხელოვნება (რიტორიკა), წარმოიშვა ანტიკურ ეპოქაში. თქვენ რომ გაგიგონ მარტო კარგი დიქცია არ არის საკმარისი. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, თუ რა სიტყვებით აპირებთ რაიმეს თქმას, რათა თქვენი აზრი სწორად იყოს გაგებული. დიდი აუდიტორიის წინასე გამოსვლის წინ ადამიანი თავისთვის აყალიბებს გამოსვლის თეზისებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი სიტყვიერი კომუნიკაცია მოითხოვს სპონტანურობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის შეშფოთება, გაუბედავობა, შიში. ზეპირმეტყველებაზე მუშაობა უნდა დაიწყოთ სიტყვების მარაგის გაფართოვებით. თუ თქვენ გესმით, რისი თქმა გსურთ და თქვენი სიტყვების მარაგი საკმაოდ დიდია, თვენ აუცილებლად შესძლებთ ზუსტად გამოხატოთ თქვენი აზრი და თავიდან აიცილოთ გაუგებრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც სრული დომხალია აზრებსა და სიტყვებში, აუცილებლად აღმოჩნდებით არასახარბიელო სიტუაციაში. არის კიდევ ერთი ყურადსაღები მომენტი: ხშირად ადამიანებს სხვენიათ გამოიყენონ საკუთარი მდიდარი სიტყვობრივი მარაგი, ერიდებათ თავი მოიწონონ განათლებით, რათა ეს არ ჩაუთვალონ ქედმაღლობაში.
მეტყველების კულტურა განისაზღვრება ენის ფლობის ხარისხით და გააჩნია რამოდენიმე შემადგენელი:
• ლიტერატურული ენა და ლიტერატურული ნორმები;
• ხალხური მეტყველება;
• პროფესიონალური ლექსიკა;
• არანორმატიული ლექსიკა.
ტიპიური შეცდომები, საკუთარ თავთან დაკავშირებული, რომლებიც არ იძლევიან თანამოსაუბრამდე აზრის დაყვანის საშუალებას:
• აზრებისა და არგუმენტების (მათ გამოთქვამდე) არამკვეთრი ორგანიზაცია;
• გამოსახატავი აზრის დაუდევარობა, გაუბედავობა და როგორც შედეგი _ ნათქვამის ორაზროვნება;
• გამონათქვამის უთავბოლობა, ხანგრძლივობა _ მივყავართ ადრე ნათქვამის აზრის დაკარგვამდე;
• მსმენელისადმი უყურადღებობა.
თანამოსაუბრეზე არაორიენტირება, ანუ სიტყვის მონოლგად გადაქცევას მივყავართ მიმღების მიერ ინფორმაციის მანიშვნელოვან ნაწილის დაკარგვამდე. ამიტომაც ურთიერთობის ყველაზე ეფექტურ ფორმად მიჩნეულია დიალოგი. აქ კი მნიშვნელოვანია კითხვების დასმის უნარი.
კითხვები შეიძლება დაიყოს ორ ძირითAდ ჯგუფად: დახურულ და ღია კითხვებად.
ღია (ინფორმაციული) კითხვები აგებულია ისე, რომ დააინტერესოს და თAვის გარეშემო დააჯგუფოს სხადასხვანაირი შეხედულებები.
დახურული კითხვები გულისხმობენ “დიახ” ან “არა”-ს.
კითხვების კიდევ ერთი ტიპია ესტაფეტური კითხვები. ისინი დიალოგს ხდიან დინამიურს, უსწრებენ მოლაპარაკის გამონათქვამებს, მაგრამ კი არ აწყვეტინებნ მას, არამედ ეხმარებიან მას ზუსტად ჩამოაყალიბონ სემდგომი აზრები.
2. მოსმენის უნარი. ურთიერთობის წარმატება არა მარტო ლაპარაკის უნარზე, არამედ მოსმენის უნარზეც. მოსმენის უნარში ჩადებულია უკუკავშირის მიღება.
უკუკავშირი (კომუნიკაციის ეფექტი) _ შეტყობინების მიღების შედეგად მომხდარი ცვლილებები კომუნიკანტის ქცევაში.
კომუნიკატორს იმედი აქვს, რომ მის მიერ გადაცემული ინფორმაციის ბლოკს გააჩნია “სიზუსტის” მაღალი ხარისხი. მაგრამ ვინაიდან გადაცემადი ინფორმაციის ბლოკის სიზუსტე (უტყუარობა) იშვიათად არის რეალური, სასურველია კომუნიკაციურ პროცესში უკუკავშირის უზრუნველყოფა. უკუკავშირის ჯაჭვი უზრუნველყოფს არხს (გადაცემას) მიმღების პასუხისათვის (რეაქცია), რომელიც საშუალებას აძლევს კომუნიკატორს განსაზღვროს მიღებული იყო თუ არა ინფორმაციის ბლოკი და გამოიწვია თუ არა მან სასურველი რეაქცია.
გამოყოფენ თანამოსაუბრის მოსმენის ორ ტიპს:
• არარეფლექსიური მოსმენა _ ყურადღებითი სიჩუმის უნარი, თანამოსაუბრის გამოსვლაში, საკუთარი შენიშვნებით, ჩაურევლობა. მსგავსი მოსმენა უპრიანია, როდესაც მოლაპარაკე ემოციურად აღგზნებულია, უნდა რომ გამოხატოს საკუთარი შეხედულება, უნდა რომ იმსჯელოს მტკივნეულ საითხებზე;
• რეფლექსიური მოსმენა _ შეტყობინების აზრის გაშიფრვის პროცესი. ნათქვამის რეალური მნიშვნელობის გარკვევას ემსახურება რეფლექსიური პასუხები: გარკვევა, პერეფრაზირება, გრძნობების ასახვა და რეზიუმირება.
გარკვევა _ მოლაპარაკესადმი მიმართვა, დასაზუსტებლად, შემდეგი საკვანძო ფრაზების მეოხებით: “მე ვერ გავიგე…...”, “რას გუსიხმობთ?” და სხვა;
პერეფრაზირება _ მოლაპარაკეს შეტყობინების საკუთარი ფორმულირება მისი სიზუსტის შესამოწმებლად შემდეგი ტიპის ფრაზების მეოხებით: “როგორც მე მაგიგეთ…...”, “თქვენ ფიქრობთ, რომ...” და სხვა;
გრძნობების ასახვა _ მსმენელის მიერ მოლაპარაკის ემოციური მდგომარეობის ასახვა შემდეგი ფრაზების მეოხებით: “ალბათ თქვენ გრძნობთ...”, “თქვენ რაღაცნაირად აღელვებული ჩანხართ...” და სხვა.…
რეზიუმირება _ მოლაპარაკის ძირითადი იდეებისა და გრძნობების შეჯამება შემდეგი ფრაზების გამოყენებით: “როგორც მე გავიგე, თქვენ ძირითად იდეებს წარმოადგენენ...”, “თუ შევაჯამებთ თქვენს მიერ ნათქვამს, მაშინ...”.
მოსმენის ტიპიური შეცდომები
შეტყობინების დროს თანამოსაუბრის შეჩერება. ეს, ჩვეულებრივ, ხდება არაცნობიერად. ამ დროეს უნდა შეეცადოთ აღადგინოთ თანამოსაუბრის აზრთა წყობა.
ნაჩქარები დასკვნები. იგი აიძულებს თანამოსაუბრეს დაიკავოს თავდაცვითი პოზიცია, რაც თავის მხივ დაუყოვნებლივ წარმოქმნის წინააღმდეგობას კონსტრუქციული ურთიერთობისათვის.
ნაჩქარები წინააღმდეგობა. წარმოიქმნება თანამოსაუბრის უყურადღებოდ მოსმენისა და მის გამონათქვამებთან უთანხმოების გამო. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ უარმყოფელი ადამიანი ცდილობს თქვას იგივე, რასაც ცდილობდა მოლაპარაკე.
დაუკითხავი რჩევები. მათ, როგორც წესი იძლევიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ რეალური დახმარების გაწევა. უნდა შეგეძლოთ ზუსტად დაადგინოთ თანამოსაუბრის მიზნები, რა სურს მას, ხოლო შემდეგ ან ერთობლივად იფიქროთ, ან მიიღოთ კონკრეტული დახმარება.
ასერტულობა
ასერტულობა არის ადამიანის უნარი დაიცვას საკუთარი უფლებები. არის ტრიადა, რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს: კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვედრისას იყავით მტკიცე, პატიოსანი და კეთილგანწყობილი. თქვენი სიმტკიცე საშუალებას არ მისცემს ოპონენტს მოახდინოს თქვენი დაშინება ან მანიპულირება. თქვენი პატიოსნება საშუალებას არ მოგცემთ ჩათრეული აღმოჩნდეთ ამორალურ სიტუაციაში, მაშინაც კი როცა გიწევენ პროვოცირებას. თქვენი კეთილგანწყობა დაანახებს ოპონენტებს, რომ თქვენ მზად ხართ თანამშრომლობისათვის.
ურთიერთობათა არავერბალური სშუალებები
არავერბალური სშუალებების მეოხებით ადამიანებს შეუძლიათ ურთიერთობა სიტყვის ამოუღებლად. არავერბალური სშუალებებს მიაკუთვნებენ: მიმიკას, ჟესტებს, ინტონაციას, ხმის ტემბრს, სიარულის მანერა, ტაქტილნური ზემოქმედება, ანუ პიროვნების ფარული ფსიქოლოგიური მახასიათებლების მაჩვენებლები. ინფორმაციის დაახლობით 70% აღიქმება ვიზუიალური არხით. არავერბალური სიგნალები საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ თანამოსაუბრის ჭეშმარიტი აზრები და გრძნობები.
ურთიერთობათა არავერბალური სშუალებების კატეგორიებია: კინესიკა, პროსოდიკა და ექსტრალინგვისტიკა, ტაკესიკა, პროქსემიკა.
კინესიკა _ სხვა ადამიანის მოძრაობის (სიარულის მანერა, მიმიკა, ჟესტი, პოზა, მზერა) ვიზუალური აღქმა. მიმიკა გადასცემს ძირითდ ინფორმაციას ადამიანის მდგომარეობისა და ოპონენტისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.
გამოყოფენ ადამიანის ექვს ემოციონალურ მდგომარეობას: მრისხანება, სიხარული, ტანჯვა, გაკვირვება, ზიზღი. გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ ადამიანის მდგომარეობაზე ყველაზე ზუსტ ინფორმაცას წარბები დაპ ირის გარეშემო არეალი.
ურთიერთობის მონაწილეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულების შესახებ უტყუარ ინფორმაცის იძლევა აგრეთვე მზერა (ვიზუალური კონტაქტი). მზერა დაკავშირებულია გამონათქვამის ფორმირების პროცესთან. აზრის ფორმირების პროცესში, აგრეთვე როდესაც საუბარია რთულ სიტუაციაზე _ მზერა მიმართულია ტანამოსაუბრის მიღმა. ჩვენ შეგვიძლია შეგნებულად ვაკონტროლოთ მზერა, მაგრამ ვერ გავაკონტროლებთ თვალის გუგების გაფართოვებისა და შევიწროვებას, ვინაიდან ეს ხდება არაცნობიერად. გაფართოებული გუგები გამოხატავენ: დაინტერესებას, ამაღლებულ განწყობას, აღგზნებას. დავიწროვებული გუგები გამოხატავენ: ცუდ გუნებას, სიბრაზეს.
ყველაზე ინფორმატიულს წარმოადგენს ადამიანის ტანი. როდესაც ადამიანს სურს რაიმეს დამალვა, მისის სახე ხდება ნაკლებად ინფორმატიული და ტითქმის არ გამოხატავს ემოციებს. ამ შემთხვევაში ინფორმაციის მთავარი წყარო ხდება ტანი. ძირითად აზრობრივ დატვირთვას იძენენ პოზა, ჟესტი, სიარულის მანერა.
პოზა _ ეს არის მოცემული კულტურისათვის ტიპიური ადამიანის სხეულის მდგომარეობა, ადამიანის სივრცული ქცევის ელემენტარული ერთეული.
პოზა თვალნათლივ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ აღიქვამს მოცემული ადამიანი საკუთარ სტატუსს თანამოსაუბრესთან მიმართებაში. შედარებით მაღალი სტატუსის ადამიანები თავიანთ მოძრაობებში ნაკლებად არიან შებოჭილი.
მკვლევარები ამ სფეროში გამოყოფენ დახურულ და ღია პოზებს.
დახურული პოზებისათვის დამახასიათებელია ადამიანის სწრაფვა დაფაროს სხეულის წინა ნაწილი. მაგალითად გულზე დაკრეფილი ხელები, ფეხის ფეხზე შემოდება და სხვა.
ღია პოზებისათვის დამახასიათებელია გაშლილი ხელები ხელისგულებით ზემოთ, ხელებისა და ფეხების მოდუნებული მდგომარეობა. ადამიანი გამოხატავს თAნხმობას, კეთილგანწყობას.
თვითგამოხატვის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს ჟესტიკულაცია. რაც უფრო აღელვებული და აღგზნებულია ადამიანი, მით უფრო ინტენსიურია მისი ჟესტიკულაცია.
არსებობს ჟესტების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც კულტურული სხვაობის მიუხედავად, გააჩნია ერთნაირი მნიშვნელობა:
_ კომუნიკატიური _ მისალმების ჟესტები, ყურადღების მიქცევის, აკრზალვის, დამადასტურებელი, კითხვითი, უარყოფითი და სხვა;
_ მოდალური _ შეფასება და დამოკიდებულება (ნდობა, უნდობლობა და სხვა);
_ აღწერითი _ აქვთ აზრობრივი დატვირთვა სიტყვიერი გამოთქმის დროს.
დიდი მნიშვნელობა აქვს კონგურენტულობას _ ჟესტებისა და სიტყვების დამთხვევას. როდესაც ადამიანი ცრუობს მისი სიტყვები არ შეესაბამება ჟესტებს. სიარულის მანერაც მეტყველებს ადამიანის ემოციონალურ მდგომარეობაზე. მრისხანებისას სიარული მძიმეა, სიხარულისას _ მსუბუქი, ტანჯვისას _ დათრგუნული, სისამაყიას _ ფართე.
პროსოდიკა და ექსტრალინგვისტიკა
ეს საშუალებები დაკავშირებულია ხმასთან, როგორც მახასიათებლები, რომლებიც ქმნიან ადამიანის სახეს. პროსოდიკა შეიცავს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ხმის ტონის სიმაღლე, სიძლიერე, მახვილის სიძლიერე. ექსტრალინგვისტიკა _ პაუზებს, ფსიქოფიზიოლოგიური გამოვლენები: ტირილი, ჩახველება, სიცილი, ამოსუნთქვა.
პროსოდიკური და ექსტრალინგვისტური საშუალებები მეტყველებას აძლევენ ემოციონალურ და მკვეთრ შეფერილობას. ყოველ ემოციონალურ მდგომარეობას შეესაბამება მეტყველების საკუთარი სიჩქარე. სიხარული გადაიცემა მაღალი ხმით; მრისხანება, შიში გადაიცემა მაღალი ხმით, ოღონდ ტონალობის უფრო მაღალი დიაპაზონით; დაღლილობა, მწუხარება გადაიცემა დახშული ხმით და ინტონაციის თანდათანობითი დაქვეითებით.
ურთიერთობა რომ უფრო პროდუქტიული იყოს, საჭიროა თანამოსაუბრის არა მარტო მოსმენა, არამედ გაგებაც. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ მოძრაობა ეწინააღმდეგება იმას, რასაც გვატყობინებს ხმა.
ტაკესიკა
ტაკესიკას ახასიათებს დინამიკა _ ხელის ჩამორთმევა, კოცნა და სხვა ტაქტილური შეხებები. დინამიური საშუალებების გამოყენება განისაზღვრება ურთიერთობის მონაწილეთAსტატუსით, ასაკით, ნაცნობობის ხარისხით.
ხელის ჩამორთმევა იყოფა სამ ტიპად:
_ დომიმანტური (ხელი ზემოდან, ხელისგული ზემოდან ქვევით);
_ მორჩილი (ხელი ქვემოდან, ხელისგული ქვემოდან ზევით);
_ თანასწორფუფლებიანი.
უნდა გახსოვდეთ, რომ ტაკესიკური საშუალებების არასწორმა და არაადეკვატურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი ურთიერთობებში.
პროქსემიკა.
ტერმინი “პროქსემიკა” შემოიღო ამერიკელმა ანთროპოლოგმა ე. ჰოლმა. პროქსემიკას მიაკუთვნებენ ურთიერთობის მომენტში პარტნიორების სივრცულ ორიენტაციასა და მათ შორის დისტანციას. ოპტიმალური დიდსტანციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური რეაქცია. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურულ და ეროვნულ თავისებურებებს.
პიროვნების არავერბალური ქცევა მრავალფუნქციონალურია, ვინაიდან იგი:
• ქმნის ურთიერთობის პარტნიორის სახეს;
• გამოხატავს ურთიერთობის მონაწილეთA ურთიერთობებს, აყალიბებს ამ ურთიერთობებს;
• წარმოადგენს პიროვნების აქტუალური ფსიქიური მდგომარეობის ინდიკატორი;
• გამოდის ვერბალური შეტყობინების დაზუსტების, გაგების როლში. აძლიერებს ნათქვამის ემოციონალურ გამდიდრებას;
• ინარჩუნებს ურთიერთობაში მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური სიახლოვის ოპტიმალურ დონეს;
• გამოდის სასტატუსო-როლებრივი ურთიერთობების მაჩვენებლის სახით.
კომუნიკაციის მოდელები
შეტყობინების მიზნებიდან გამომდინარე სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყოფენ კომუნიკაციის ხუთ მოდელს: შემეცნებითი, დარწმუნიებითი, ექსპრესიული, სუგესტიული, რიტუალური. თითოეული ამ მოდელისათვის დამახასიათებელია საკუთარი მიზნები და მოსალოდნელი შედეგი, ორგანიზაციის პირობები, კომუნიკატიური ფორმები და საშუალებები.
შემეცნებითი კომუნიკაცია
მიზანი: გააფართოვოს პარტნიორის ინფორმაციული ფონდი, აუცილებელი ინფორმაციის გადაცემა, ინოვაციური მონაცემების კომენტარი.
კომუნიკაციის ორგანიზაციის პირობები: კონკრეტული საქმიანი პარტნიორების შემეცნებითი შესაძლებლობების, ახალი ინფორმაციის მიღებაზე და მათი ინტელექტუალური გადამუშავების, გაგებისა და აღქმის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება.
კომუნიკატიური ფორმები: ლექციები და სემინარები, მოხსენებები და შეტყობინებები, საუბრები და კონსულტაციები, ანგარისები, წერილობითი სამუშაოები (რეფერატები, საკონტროლოები, საკურსოები, სადიპლომოები, პროექტები) რომლებიც სასუალებას იძლევიან შეფასდეს საკითხის თეორიის გაგების ხარისხი, სასწავლო პროგრამების ნახვა.
კომუნიკატიური საშუალებები და ტექნოლოგიები: კომენტარი, არგუმენტაცია და მტკიცება; მიზეზშედეგობრივი კავშირების დახასიათება, შედარებითი ანალიზი; ახალი ლექსიკის ინტერპრეტაცია, რეზიუმირება, ვერბალური და არავერბალური დაშვების გასაღებების გამოყენება აუდიალურ, ვიზუალურ და კინესტიკურ არხებში, მეტყველების კულტურა და ორატორული ხელოვნება.
მოსალოდნელი შედეგი: ახალი ინფორმაციის ათვისება და პრაქტიკულ საქმიანობაში მისი გამოყენება, თვითგანვითარება და ინოვაციების დანერგვა.
დარწმუნიებითი კომუნიკაცია
მიზანი: გამოიწვიო საქმიან პარტნიორში გარკვეული გრძნობები და ჩამოაყალიბო ღირებულებითი ორიენტაციები და დადგენილებები; ურთიერთმოქმედების სტრატეგიის სამართლიანობაში დარწმუნება; თანამზრახველად გახდა.
კომუნიკაციის ორგანიზაციის პირობები: პარტნიორის აღთქმადობაზე, მის პიროვნულ მოტივაციაზე და ინტელექტუალურ-ემოციონალურ კულტურაზე დაყრდნობა.
კომუნიკატიური ფორმები: დარწმუნებითი, მოქმედების გამოსაწვევი სიტყვა, პრეს-კონფერენცია, დისკუსია, კამათი, მოლაპარაკებები, კომპლიმენტი, დამოძღვრა, საუბარი, პრეზენტაცია, “მრგვალი მაგიდები”.
კომუნიკატიური საშუალებები და ტექნოლოგიები: არგუმენტაცია, დემონსტრაცია და მტკიცებულება; განმარტება და შედარებითი ანალიზი; უპირატესობის მაჩვენებელი ფაქტები, ციფრები და მაგალითები; პარტნიორის ემოციონალურ განწყობაზე დაყრდნობა და მისი კინესტიკური არხის ჩართვა ვერბალური და არავერბალური დაშვების გასაღებების საშუალებით; პარტნიორის კონტრარგუმენტების გათვალისწინება; მიერთების ფსიქოლოგიური ხერხები, ატრაქციის ფორმირება, ნდობის ატმოსფეროს შექმნა.
მოსალოდნელი შედეგი: პარტნიორის შენ პოზიციაზე გადაყვანა, პიროვნული დადგენილებების, შეხედულებების, რწმენის შეცვლა, მიზნების პერეორიენტაცია.
ექსპრესიული კომუნიკაცია
მიზანი: ჩამოუყალიბოს პარტნიორს ფსიქოემოციონალური განწყობა, გადასცეს გრძნობები, განცდები და უბიძგოს აუცილებელი ქმედებისაკენ.
კომუნიკაციის ორგანიზაციის პირობები: პარტნიორის ემოციონალურ სფეროზე დაყრდნობა, პარტნიორის ყველა სენსორულ არხზე მხატვრულ-ესთეტიკური საშუალებების გამოყენება.
კომუნიკატიური ფორმები: სიტყვით გამოსვლა სპეციალური მიზეზის გამო, პრეზენტაციები; საუბრები და კრებები; მიტინგები; ფირმაზე, სიტუაციასა და ადამიანზე თხრობა; ბრიფინგები; ბრეინშტურმი, სინეკტიკა, ვიდეო და კინოფრაგმენტების დემონსტრირება; შესაძლო შედეგების ანალიზი; ლოზუნგები და მოწოდებები.
კომუნიკატიური საშუალებები და ტექნოლოგიები: აუდიო, ვიდეო და მხატვრული საშუალებები; მეტყველებითი კონსტრუქციების ლაკონურობა; ემოციონალურად შეფერადებული წარმოსახვითი ლექსიკა; სამსახიობო ხელოვნება: ღიმილი, ხმა, მზერა: ჟესტიკულირებისა და მიმიკის სიმკვეთრე; კონგურენტობის დემონსტრირება; მსმენელთA აქტუალურ მოთხოვნებზე დაყრდნობა; დემონსტრირებადი გრძნობების გულწრფელობა.
მოსალოდნელი შედეგი: პარტნიორის განწყობის შეცვლა, აუცილებელი გრძნობების (თანაგრძნობა, თანაგაზიარება) პროვოცირება, კონკრეტულ აქციებსა და ქმედებებში ჩართვა.
სუგესტიური კომუნიკაცია
მიზანი: საქმიან პარტნიორზე ჩაგონებითი ზემოქმედების მოხდენა მოტივაციის, ღირებულებითი ორიენტაციისა და დადგენილებების, ქცევისა და ურთიერთობის შეცვლის მიზნით.
კომუნიკაციის ორგანიზაციის პირობები: პარტნიორის ჩაგონებადობა, მისი არასაკმარისი ინფორმირებულობა, გონების არასაკმარისი კრიტიკულობა, კონტრსეგუსტიის დაბალი დონე, სუგესტორის (შთაგონების განმხორციელებელი) მაღალი ავრორიტეტი, ნდობის ატმოსფეროს შექმნა.
კომუნიკატიური საშუალებები და ტექნოლოგიები: საუბრები, მიტინგები, პრესკონფერენციები, ბრიფინგები, დებატები, რეკლამა, კრებები, კონსულტაციები, ტრენინგი.
მოსალოდნელი შედეგი: პარტნიორის ქცევის შეცვლა, დადგენილებებისა და ღირებულებითი ორიენტაციის შეცვლა
რიტუალური კომუნიკაცია
მიზანი: განმტკიცებული და შენარჩუნებული იყოს კონვენციონალური ურთიერთობები საქმიან სფეროში; ფირმის, საწარმოს რიტუალური ტრადიციების შენარჩუნება, ახალის შექმნა.
კომუნიკაციის ორგანიზაციის პირობები: აქციების რიტუალური (ცერემონიალური) ხასიათი, მხატვრულად გაფორმებული სივრცული გარემო; კონვენციების შენარჩუნება; ურთიერთობის ეროვნულ, პროფესიონალურ ტრადიციებსა და ნორმებზე დაყრდნობა.
კომუნიკატიური ფორმები: სადღესასწაულო, ჩარჩო, სამგლოვიარო, სიტყვით გამოსვლები, რიტუალური აქტები, ცერემონიები, წესები; დღესასწაულები, მიძღვნები; პრეზენტაციები და სადღესასწაულო კრებები.
კომუნიკატიური საშუალებები და ტექნოლოგიები: მონაწილეთაA აუდიალურ, ვიზუალურ და კინესთიკურ არხებში ვერბალური და არავერბალური დაშვების გასაღებების გამოყენება; მონაწილეთA ჩართვა აქტიურ მასობრივ საქმიანობაში; სიუჟეტების არაორდინალურობა ტრადიციების შენარჩუნებისას.
მოსალოდნელი შედეგი: პატრიოტიზმისა და ეროვნული სიამაყის გრძნობის ფორმირება; ტრადიციების შენარჩუნება, ახალი რიტუალების დამკვიდრება.
ჩამოთვლილი კომუნიკაციის სახეები საშუალებას იძლევიან განვსაზღვროთ სპეციფიკა, წიგნიერად გამოვიყენოთ ჟანრი, კომუნიკატიური საშუალებეი და ტექნოლოგიები, მივიღოთ დაგეგმილი შედეგი, უფრო ეფექტურად მოვემზადოთ ამათუიმ კომუნიკატიური საქმიანობისათვის, შევიმუშაოთ საქმიანი ურთიერთობის კონკრეტულ სიტუაციაში ვერბალური და არავერბალური ქცევის სცენარი და გავითვალისწინოთ საქმიანი პარტნიორის თავისებურებები.
მაიკლ მესკონის (მენეჯმენტის ამერიკელი თეორეტიკოსი) რჩევები საქმიანი ურთიერთობებისათვის:
1. შეწყვიტეთ ლაპარაკი. შეუძლებელია მოსმენა ლაპარაკის დროს;
2. დაეხმარეთ მოლაპარაკეს გაიხსნას. შეუქმენით ადამიანს თავისუფლების შეგრძნება.
3. აჩვენეთ მოლაპარაკეს, რომ თქვენ მზად ხართ მოსასმენად. უნდა გამოიყურებოდეთ და მოქმედებდეთ დაინტერესებულად. ნუ კითხულობთ ფოსტას, როდესაც ვინმე ლაპარაკობს. მოსმენის დროს შეეცადეთ გაიგოთ და არ ეძებოთ მიზეზი შესაწინააღმდებლად.
4. მოსპეთ გამაღიზიანებელი მომენტები. ნუ დახატავთ, ნუ აკაკუნებთ მაგიდაზე, ნუ დაიწყებთ ფურცლების დალაგება გადალაგებას.
5. უთანაუგრძნეთ მოლაპარაკეს. შეეცადეთ თავი წარმოიდგინოთ მოლაპარაკის ადგილზე.
6. იყავით მომთმენი. ნუ დაზოგავთ დროს. ნუ გააწყვეტინებთ მოლაპარაკეს. ნუ შეეცდებით გარეთ გასვლას, ნუ გააკეთებთ კარებისაკენ მიმავალ ნაბიჯებს.
7. შეიკავეთ თქვენი ხასიათი. გაბრაზებული ადამიანი სიტყვებს ანიჭებს არასწორ მნიშვნელობას.
8. არ დაუშვათ კამათი და კრიტიკა. ეს აიძულებს მოლაპარაკეს დაიკავოს თავდაცვითი პოზიცია, იგი შეიძლება გაჩუმდეს ან გაბრაზდეს. ნუ იკამათებთ. კამათში გამარჯვებით, თქვენ წააგებთ.
9. დაუსვით კითხვები. ეს შეაგულიანებს მოლაპარაკეს და აჩვენებს მას, რომ თქვენ უსმენთ. ეს იძლევა წინსვლის საშუალებას.
10. მოსმენისათვის საჭიროა ორივე ყური: ერთი _ აზრის აღაქმელად, მეორე _ მოლაპარაკის გრძნობების დასაჭერად.
ვერბალური და არავერბალური ურთიერთობა
საქმიანი ურთიერთობია არსის გაგებისათვის აუცილებელია ერკვეოდეთ პიროვნებათაშორისი ვერბალური და არავერბალური ურთიერთობის ბუნებაში.
სიტყვიერ (მეტყველებით) ურთიერთობაში შედის:
სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა და აზრი. დიდ როლს თამაშობს სიტყვის გამოყენების სიზუსტე, მისი გამოხატულება და ხელმისაწვდომობა, ფრაზების აგების სიზუსტე და გაგების სიადვილე, სიტყვებისა და ბგერების წარმოთქმის სიზუსტე, ინტონაციის აზრი და გამოხატულება.
მეტყველების ბგერითი მოვლენები.
მეტყველების ტემპი (სწრაფი, საშუალო, სენელებული);
ხმის სიმაღლის მოდულაცია (ნარნარი, მკვეთრი);
ხმის ტონალობა (მაღალი, დაბალი);
რიტმი (თანამიმდევრული, წყვეტილი);
ტემბრი (მრგგვინავი, ხრინწიანი, წრიპინა);
ინტონაცია;
მეტყველების დიქცია.
დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ურთიერთობისათვის ყველაზე მიმზიდველია ნარნარი, წყნარი, მოზომილი მეტყველების მანერა.
ხმის გამოხატვითი ხარისხი. მათ მიაკუთვნებენ სპეციფიკურ ხმებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ურთიერთობის დროს: სიცილი, ტირილი, ჩურჩული, ოხვრა, პაუზები, ხველება და სხვა.
მეტყველება _ ნებისმიერი ადამიანის პიროვნებისათვის დამახაასიათებელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და საქმიანი იმიჯის მთAვარი შემადგენელი.
მაგალითად, მენეჯერის მეტყველება უნდა იყოს წიგნიერი, მიზნობრივი, ადვილად გასაგები, კონკრეტული, ლოგიკური, დამაჯერებელი. მას უნდა შეეძლოს ნათლად და მწყობრად გადმოსცეს საკუთარი აზრები, რათაA დაარწმუნოს ადამიანები საკუთარი შეხედულებებისა და პოზიციის მართებულობაში.
თანამოსაუბრეზე ზემოქმედების ძირითად მეთოდებად ითვლება დარწმუნება, შთაგონება და მიბაძვა.
დარწმუნების ხელოვნება გულისხმობს ადამიანების მიერ მათთვის გამიზნული ინფორმაციის შეგნებული აღქმასა და ათვისებას.
შთაგონება და მიბაძვა გათვლილია ადამიანების მიერ ამ ინფორმაციის არაკრიტიკულ აღქმაზე მოლაპარაკის ავტორიტეტისა და აურის გამო.
არავერბალური ურთიერთობის საშუალებებს მიკუთვნებიან სახის გამომეტყველება, მიმიკა, ჟესტიკულაცია, პოზები, ვიზუალური კომუნიკაცია (თვალებისა და მზერის მოძრაობა). ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ურთიერთქმედების პროცესში ადამიანების მიერ კომუნიკაციის 70-80% გადაიცემა არავერბალური საშუალებებით და ინფორმაციის მხოლოდ 20-30% გადაიცემა ვერბალურად.
კარგი მენეჯერი უნდა ფლობდეს ამ “ენას”. გირჩევთ დაამუშაოთ ალან პიზის წიგნი “სხეულის მოძრაობის ენა”.

No comments:
Post a Comment