სუნ ძი. “ომის ხელოვნება” (ჩინ., 孫子兵法,).
სუნ ძი (ჩინ., 孫子) ჩინელი მხედართმთავარი, სტრატეგი და მოაზროვნე (ძ.წ. VI ან IV საუკუნე). სუნ ძი-ს ნამდვილი სახელი იყო უ. იგი დაიბადა ცი-ს სამეფოში. იგი იყო მთავარ ხო ლიუიუ-ს დაქირავებული მხედართმთავარი უ-ს სამეფოში. უ-ს ჯარებმა მისი ხელმძღვანელობით გაანადგურეს ჩუ-ს ძლიერი სამეფო და ხელში ჩაიგდეს მისი დედაქალაქი ინ-ი. გაანადგურეს სამეფოები ცი და ძინი.Aამ გამარჯვებების შედეგად უ-ს სამეფო იმდენად გაძლიერდა, რომ შევიდა ცივილიზებული ჩინეთის იმ სამეფოთა რიცხვში, რომლებსაც მართავდნენ ჩჯოუ-ს დინასტიის მეფეები, ხოლო მთავარი ხო ლიუიუ შევიდა “ჩჯუხოუ”-ს (ოფიციალურად აღიარებული დამოიკიდებელი სამფლობელოების მმართველები) შემადგენლობაში. სუნ ძი-ს, როგორც მხედართმთავრის პროფესიონალიზმზე ყველაზე კარგად მეტყველებს ვეი ლაო ძი-ს (ძ.წ. IV საუკუნე) შემდეგი სიტყვები: “იყო ადამიანი, რომელსაც ჰყავდა სულ 30 000-იანი ჯარი, და ცისქვეშეთში მას ვერავინ შეედრებოდა. ვინ არის ეს? ვპასუხობ: სუნ ძი”.
მთავარ ხო ლიუიუ-ს თხოვნით სუნ ძი-მ დაწერა ტრაქტატი სამხედრო ხელოვნების შესახებ “ომის ხელოვნება” (ჩინ., 孫子兵法,). ეს არის ძველი ჩინეთის ყველაზე ცნობილი ტრაქტატი, რომელიც ეძღვნება პოლიტიკასა და სამხედრო სტრატეგიას. იგი წარმოადგენს “სამხედრო ფილოსოფიის სკოლის”(ბინ-ძია-ს) ძირითად ტექსტს. შედგება 13 თავისაგან: (1. წინასწარი გათვლები; 2. ომის წარმოება; 3. სტრატეგიული თავდასხმა; 4.Fფორმა; 5. ძლევამოსილება; 6. სისავსე და სიცარიელე; 7. ბრძოლა ომში; 8. ცხრა სახეცვალება; 9. ლაშქრობა; 10. ადგილის ფორმები; 11. ცხრა ადგილი; 12; საცეცხლე თავდასხმა; 13. ჯაშუშების გამოყენება.)
სუნ ძი-ს ზოგადი მეთოდოლოგია აერთიანებს თავის თავში სოციალური ჰომეოსტაზის შენარჩუნების კონფუციანურ საფუძვლებსა და სამყაროსეული დაო-ს დაოსისტურ დიალექტიკას, ინ-იან-ის სკოლის კოსმიურ ციკლიზმს, ლეგისტურ პოლიტიკურ მეცნიერებასა და მო-ისტების მართველობით პრაგმატიზმს.Mმოცემული სინთეზი, რომელიც წარმოადგენს ომს (ბინ-ს), ერთის მხრივ, როგორც “სახელმწიფოს დიად საქმეს”, “სიკვდილისა და სიცოცხლის ნიადაგს, არსებობისა და დაღუპვის გზას (დაო-ს)”, და მეორეს მხრივ “მოტყუების გზა”-ს, განზოგადებულია 5 პრინციპში:
• “გზა” (ხალხისა და მმართველის ერთსულოვნება);
• “ცა” (დროის შესატყვისობა);
• “მიწა” (ადგილის შესატყვისობა);
• “სარდალი” (სწორი ხელმძღვანელობა, ეს კი არის გონი (ჭკუა), მიუკერძოებლობა (სამართლიანობა), ჰუმანურობა, ვაჟკაცობა, სიმკაცრე);
• “კანონი” (ორგანიზებულობა და დისციპლინა).
მოცემულ ცნებებს გაიაზრებენ და მათ რეალიზებას ახდენენ შემდეგი 7 გათვლით:
• ფლობს თუ არა მმართველი “დაო”-ს (გზას);
• გააჩნია თუ არა მხედართმთავარს უნარი;
• “ცისა” და “მიწის” თავისებურებების გაცნობიერება;
• კანონებისა და ბრძანებების შესრულებადობა;
• ჯარის სიძლიერე;
• მეთაურებისა და ჯარისკაცების გაწვრთნის (განსწავლულობის) ხარისხი;
• დაჯილდოებისა და დასჯის სამართლიანობა.
1782 წელს ტრაქტატი ითარგმნა ფრანგულ ენაზე ფრანგი იეზუიტი მისიონერის, ისტორიკოსისა და ასტრონომის ჟან ჟოზეფ მარი ამიოს (1718-1793) მიერ.
1910 წელს ტრაქტატი ითარგმნა ინგლისურ ენაზე ბრიტანელი მკვლევარის, სინოლოგისა და მთარგმნელის ლაიონელ გილესის (1875-1958) მიერ.
შინაარსი
1. წინასწარი გათვლები (始計,始计)
2. ომის წარმოება (作戰,作战)
3. სტრატეგიული თავდასხმა (謀攻,谋攻)
4.Fფორმა (軍行,军行)
5. ძლევამოსილება (兵勢,兵势)
6. სისავსე და სიცარიელე (虛實,虚实)
7. ბრძოლა ომში (軍爭,军争)
8. ცხრა სახეცვალება (九變,九变)
9. ლაშქრობა (行軍,行军)
10. ადგილის ფორმები (地形)
11. ცხრა ადგილი (九地)
12. საცეცხლე თავდასხმა (火攻)
13. ჯაშუშების გამოყენება (用間,用间)
თავი I
წინასწარი გათვლები
სუნ ძიმ თქვა: ომი ეს არის დიდი საქმე სახელმწიფოსათვის, ეს არის სიცოცხლისა და სიკვდილის საფუძველი, ეს არის გზა არსებობისა და გზა დაღუპვის. ეს უნდა გავიცნობიეროთ.
ამიტომ მის საფუძველში ჩადებულია 5 ცნება (მას გაიაზრებენ 7 გათვლით და ამით განსაღვრავენ მდგომარეობას):
პირველია – გზა, მეორე – ცა, მესამე – მიწა, მეოთხე – სარდალი, მეხუთე – კანონი.
გზა – ეს არის, როცა მიაღწევენ იმას, რომ ხალხის და მმართველის აზრები ერთმანეთს ემთხვევა. როცა ხალხი მზადაა მასთან ერთად მოკვდეს, მასთან ერთად იცოცხლოს, როცა მას არც არაფრის ეშინია და არც არაფერს უყურებს ეჭვის თვალით.
ცა – ეს არის ნათელი და ბნელი, სიცივე და სიცხე; ეს არის დროის კანონები.
მიწა – ეს არის შორეული და ახლობელი, სწორი და უსწორო, ფართო და ვიწრო, სიკვდილი და სიცოცხლე.
სარდალი – ეს არის გონი (ჭკუა), მიუკერძოებლობა (სამართლიანობა), ჰუმანურობა, ვაჟკაცურობა, სიმკაცრე.
კანონი – ეს არის სამხედრო წყალობა, სარდლობა და უზრუნველყოფა.
არ არსებობს სარდალი, რომელსაც არ გაეგოს ამ ხუთი მცნების შესახებ, მაგრამ მათგან იმარჯვებს ის, ვინც მათ შეითვისებს, ის კი, ვინც მას არ შეითვისებს ვერ გაიმარჯვებს.
ამ ვითარებიდან გამომდინარე ომს განსზღვრავენ 7 ცნებით
რომელი ხელმწიფე ფლობს ამ გზას? რომელ სარდალს ჰყავს ტალანტები? ვინ გამოიყენა ცა და დედამიწა? ვინ ასრულებს წესებს და ბრძანებებს? ვის ჰყავს უფრო ძლიერი ჯარი?ვისი ჯარისკაცები და ოფიცრები არიან უკეთესად გაწვრთნილნი(განსწავლულნი)? ვისთან აჯილდოებენ და სჯიან სამართლიანდ?
ყოველივე ამით, მე გავიგებ ვინ გაიმარჯვებს და ვინ დამარცხდება.
თუ სარდალი გამოიყენებს ჩემს წესებს, ისე, რომ შეითვისებს კიდევაც მათ, ის უსათუოდ გაიმარჯვებს – მე ვრჩები მასთან. თუ სარდალი გამოიყენებს ჩემს წესებს ისე, რომ არ შეითვისებს მათ, იგი უსათუოდ დამარცხდება – მე გავეცლები მას. თუ იგი შეითვისებს მათ სარგებლობის მიზნით, ეს წესები შექმნიან პოტენციას, რომელიც ყველას დაეხმარება.
პოტენცია – ეს არის ტაქტიკის გამოყენების უნარი სარგებლობის მიზნით (აზრით).
ომი – ეს არის მოტყუების გზა.Aამიტომ, თუ შენ რაიმე შეგიძლია, მოაჩვენე მოწინააღმდეგეს, რომ არ შეგიძლია;თუ რაიმეთი სარგებლობ, მოაჩვენე, თითქოს შენ ამით არ სარგებლობ;იქნებ შენ ხარ ახლოს, - მოაჩვენე თითქოს შორსა ხარ; იქნებ შენ შორსა ხარ,- მოაჩვენე, თითქოს ახლოს ხარ; გაიტყუე იგი თითქოს სარგებლობით; დაშალე ან დააყენე ცუდ ხასიათზე; დაიპყარი; თუ მას ყველაფერი აქვს, - იყავი მზად; თუ ის ძლიერია, აარიდე თავი; გამოიწვიე მისი განრისხება, გახადე უმართავი, მოაჩვენე თავი მორჩილად, აიძულე გახდეს თავის თავზე დიდი წარმოდგენის. თუ მას ახალ-ახალი ძალები აქვს, მოქანცე იგი, თუ შეკრულნი არიან, დააცალკევე; თავს დაესხი, როცა ის მზად არა; გაილაშქრე როცა არ ელოდება.
ყოველივე ეს უზრუნველყოფს მეომრის გამარჯვებას, ოღონდ წინასწარ რჩევის მიცემა დაუშვებელია.
ვინც ჯერ კიდევ ბრძოლის დასაწყისში იმარჯვებს გათვლებით, მას დიდი შანსი აქვს: ვინც ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე ვერ იმარჯვებს გათვლებით, მას ბედი ნაკლებად უღიმის; ვისაც ბედი უღიმის, - იმარჯვებს; ვისაც ბედი ცოტათი უღიმის – ვერ იმარჯვებს; მით უმეტეს ვერ იმარჯვებს ის, ვისაც შანსი საერთოდ არ აქვს. ამიტომ ერთ-ერთი მათგანის დანახვისთანავე, ჩემთვის უკვე ნათელია გამარჯვება და დამარცხება.
თავი II
ომის წარმოება
სუნ ძიმ თქვა: ომის წარმოების წესი ასეთია:
შენ გაქვს ათასი მსუბუქი და ათასი მძიმე ეტლი, გყავს ათი ათასი ჯარისკაცი, სურსათსანოვაგე უნდა გააგზავნო ათასი მილის მანძილზე, მაშინ საშინაო და საგარეო ხარჯები, ხარჯები სტურების მისაღებად, მასალა წებოსა და ლაქისთვის, ეტლების და შეიარაღების აღჭურვა; ყველაფერი ამისთვის დღეში ათასი ოქრო იხარჯება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ასი ათასიანი ჯარის ამოქმედება.
თუ ომი მიმდინარეობს და გამარჯვება ჭიანურდება, მაშინ იარაღი ჩლუნგდება, ფუჭდება; თუ ალყა ციხესიმაგრეზე ხანგრძლივია, მაშინ ძალები სუსტდება; თუ ძალებს ბრძოლის ველზე დიდი ხნით დატოვებენ – სახელმწიფოს სახსრები არ ეყოფა.
როცა იარაღი ჩლუნგდება და ფუჭდება, ძალები სუსტდება და სახსრები ილევა, თავადები შენს სისუსტეს გამოიყენებენ და შენს წინაარმდეგ წამოვლენ. ამ დროს რომც გყავდეს ჭკვიანი მსახურები – მაინც ვერაფრის გაკეთებას შეძლებ.
ამის გამო, ომის დროს, როცა იგი სწრაფია, თუნდაც გაუწაფავად, მაგრამ მაინც უძღვებიან მას და რაღაც მცირე მიღწევებიც აქვთ, მაგრამ თუ იგი გაჭიანურდება, რაგინდ კარგად არ გამოიყენონ სამხედრო ხელოვნება, წარმატებას ვერ მიაღწევენ.
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ომის დიდხანს გაგრძელებას რაიმე სარგებლობა მოეტანოს სახელმწიფოსათვის. ამიტომ, ის, ვისაც ბოლომდე არ ესმის, თუ რამდენად მავნეა ომი, იმასაც ვერ მიხვდება ბოლომდე, თუ რა სარგებლობა შეიძლება მივიღოთ ომისგან.
ის, ვინც იცის ომის წარმოება, ორჯერ გაწვევას არ ახდენს, სურსათსაც სამჯერ არ ტვირთავს, აღჭურვილობას თავის სახელმწიფოში იღებს, სურსათს მოწინაარმდეგესთან იღებს. ამიტომაც მას ყოფნის საკვები ჯარისკაცებისათვის.
ომის დროს სახელწიფო ღარიბდება იმიტომ. რომ სურსათს შორს აგზავნიან; როცა სურსათი შირს იგზავნება, ხალხი ღარიბდება
ის, ვინც არმიასთან ახლოსაა, ძვირად ჰყიდის ყველაფერს; და როცა ისინი ძვირად ჰყიდიან, ხალხს სახსრები ელევა; როცა სახსრები ელევა, ბეგარის გადახდა ძნელდება.
ძალები სუსტდება, სახსრები ილევა და სახლებსა და ქვეყანაში სიცარიელეა, ხალხის ქონება მცირდება 0.7-ით; მმართველის ქონება – საბრძოლო ეტლები დამტვრეულია, ცხენები დაუძლურებული, მუზარადები, თორ-აბჯარი, მშვილდ-ისარი, ოროლები და მცირე ფარები, შუბები და დიდი ფარები, ხარები და ოთხვთვალები, - ყველაფერი ეს მცირდება 0.6-ით.
ამიტომ ჭკვიანი მხედართმთავარი ცდილობს იკვებებოდეს მოწინააღმდეგის ხარჯზე, ამ დროს მოწინაარმდეგის ერთი გირვანქა, საკუთარი საკვების 20 გირვანქას უთანაბრდება; ერთი ფუთა ქატო და თივა მოწინაარმდეგისა, უტოლდება საკუთარი საკვების 20 ფუთას.
მოწინააღმდეგეს კლავს გააფთრება (ჩვენი); მის სიმდიდრეს ხელთ იგდებს სიხარბე (ჩვენი).
თუ ბრძოლის დროს ხელთ იგდებ 10 ან მეტ ეტლს, დაურიგე ისინი საჩუქრად მათ, ვინც პირველებმა იგდეს ხელთ ეს ეტლები და შეუცვალე მათ ალმები, შეურიე ეს ეტლები საკუთარ ეტლებში და იარე ასე. ტყვე ჯარისკაცებს კი მოექეცი კარგად, იზრუნე მათზე. სწორად ამას ჰქვია გაიმარჯვე მტერზე და გაზარდე შენი ძალა.
ამიტომ სარდალი, რომელმაც იცის ომის არსი არის ხალხის ბედის მჭედელი, არის სახელმწიფოს უსიშროების ბატონ-პატრონი.
თავი III
სტრატეგიული თავდასხმა
სუნ ძიმ თქვა: ომის წესების მიხედვით ყველაზე უკეთესია მოწინააღმდეგის სახელმწიფო შეინარჩუნო მთელად (მთლიანად), მეორე ადგილზეა, დაამხო ეს სახელმწიფო. საუკეთესოა შეინარჩუნო მოწინააღმდეგის არმია მთლიანად, მეორე ადგილზეა – გაანადგურო იგი. საუკეთესოა – შეინარჩუნო მოწინააღმდეგის ბრიგადა, მეორე აგდილზეა გაანადგურო იგი. საუკეთესოა შეინარჩუნო მოწინააღმდეგის ბატალიონი მთლიანად, მეორე ადგილზეა – მოსპო ის. საუკეთესოა შეინარჩუნო მოწინააღმდეგის ასეული მთლიანად, მეორე ადგილზეა – გაანადგურო იგი. საუკეთესოა შეინარჩუნო მოწინააღმდეგის ოცეული მთლიანად, მეორე ადგილზეა გაანდგურო იგი. ამიტომ, ასჯერ შეებრძოლო და ასჯერ გაიმარჯვო – ეს არ არის საუკეთესო. ყველაზე უკეთესია დაამარცხო სხვისი არმია უბრძოლველად.
ამიტომ, ყველაზე უკეთესი ომი არის მოსპო მოწინააღმდეგის ჩანაფიქრი; მეორე ადგილზეა, მოსპო მისი მოკავშირეები, შემდეგია, მოსპო მისი ჯარები. ყველაზე უკეთესია ციხესიმაგრის ალყაში მოქცევა. სიმაგრეების ალყის წესების მიხედვით. ასეთი ალყა მაშინ უნდა ხდებოდეს, როცა იგი გარდაუვალია. დიდი ფარების, საალყო ეტლების მომზადებას, მიწაყრილების მოწყობას, აღჭურვილობის მომზადებას სამი თვე დასჭირდება; მაგრამ სარდალი, რომელსაც არ შეუძლია თავისი მოუთმენლობა დაძლიოს, თავის ჯარს, როგორც ჭიანჭველებს, აგზავნის იერიშზე; ამ დროს ჯარისკაცებისა და ოფიცრების ერთი მესამედი იღუპება, სიმაგრე კი აუღებელი რჩება; ასეთია ალყის დამღუპველი შედეგები.
ამიტომ ის, ვინც იცის ომის წარმოება, უბრძოლველად ინარჩუნებს სხვის არმიას; ალყის გარეშე იღებს სხვის სიმაგრეებს; ანადგურებს სხვის სახელმწიფოს ისე, რომ თავის ჯარებს დიდი ხნით არ აკავებს. იგი უსათუოდ ინარჩუნებს ყველაფერს მთელად და იბრძვის, რათა სრული უფლებები მოიპოვოს ცისქვესეთში. ამიტომ, იარაღის დაჩლუნგების გარეშე შეიძლება ნახო სარგებელი: სწორედ ეს არის სტრატეგიული თავდასხმის წესი.
ომის წარმოების წესი გვეუბნება: თუ შენი ძალები ათჯერ აღემატება მოწინააღმდეგისას, შემოეწყვე მას ყოველი მხრიდან: თუ შენი ძალები ხუთჯერ აღემატება მოწინააღმდეგისას - თავს დაესხი მას; თუ ძალები თანაბარია, შესძელი შებრძოლება; თუ ძალები ნაკლები გაქვს – შესძელი მისგან თავის დაცვა; თუ შენ თუნდაც რაიმე მცირე გაქვს უარესი – შესძელი თავი აარიდო მას; ამიტომ, ის ვინც მცირე ძალებით იბრძვის ჯიუტად, ძლიერი მოწინააღმდეგის ტყვე ხდება.
სარდალი სახელმწიფოსათვის იგივეა, რაც სამაგრი ოთხთვალაზე; თუ სამაგრი მჭიდროდ და კარგად არის მორგებული, სახელმწიფო უსათუოდ ძლიერია. თუ სამაგრი მოიშალა – სახელმწიფო უსათუოდ დასუსტდება...
ამიტომ არმია თავის სახელმწიფოსაგან იჩაგრება სამ შემთხვევაში:
- როცა მან არ იცის, რომ არმია არ უნდა ამოქმედდეს და მაინც უბძანებს მას გაილაშქროს; როცა მან არ იცის, რომ არმიამ უკან უნდა დაიხიოს და უბრძანებს უკუიქცეს – ნიშნავს, რომ იგი არმიას ბოჭავს.
- როცა მან არ იცის რას წარმოადგენს არმია, იგი მას იმავე წესებით მართავს, რომლითაც მართავს სახელმწიფოს; მაშინ მეთაურები არმიაში იბნევიან.
- მაშინ, როცა მან არ იცის, თუ რა არის ტაქტიკა არმიაში, ის დასანიშნავად იყენებს იმავე მეთოდებს, რომელსაც სახელმწიფოში იყენებენ; ამ დროს არმიაში მეთაურთა აღელვება იწყება.
როცა არმიაში აღელვება და დაბნეულობა იწყება, უბედურება მოდის თავადებიდან, ეს კი ნიშნავს: საკუთარი არმიის რღვევას და მოწინააღმდეგისათვის გამარჯვების გადაცემას.
ამიტომ ცნობილია, რომ გამარჯვება მოდის 5 შემთხვევაში: იმარჯვებენ, როცა შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც დიდი, ასევე მცირე ძალები: იმარჯვებენ იქ, სადაც უფროსებსა და უმცროსებს ერთი და იგივე სურვილები აქვთ: იმარჯვებენ მაშინ, როცა თვითონ ფრთხილნი არიან და მოთმინებით ელოდებიან გაუფრთხილებლობა მოწინაარმდეგის მხრიდან: იმარჯვებს ის, ვისაც ნიჭიერი მხედართმთავარი ჰყავს და ხელმწიფე არ ხელმძღვანელობს მას. ამ ხუთი დებულების ცოდნა იმის საფუძველია, თუ რომელი გზა მოიტანს გამარჯვებას.
ამიტომ ამბობენ: თუ იცნობ მოწინააღმდეგეს და იცნობ საკუთარ თავსაც, იბრძოლებ თუნდაც ასჯერ, - საფრთხე არ მოგელის; თუ იცნობ საკუთარ თავს და მოწინააღმდეგეს არ იცნობ, გაიმარჯვებ ერთხელ, მეორედ დამარცხდები; თუ არც თავს იცნობ და არც მას, - როცა კი იბრძოლებ ყოველთვის დამარცხდები.
თავი IV
ფორმა
სუნ ძიმ თქვა: ადრეულ ხანაში, ის, ვინც კარგად იბრძოდა, უპირველეს ყოვლისა ხდებოდა უძლეველი და ამ მდგომარეობაში მყოფი უცდიდა დროს, როცა შესაძლებელი გახდებოდა მოწინაარმდეგეზე გამარჯვება. უძლეველობა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. გამარჯვების შესაძლებლობა კი მოწინააღმდეგეში.
ამიტომ არის ნათქვამი: “გამარჯვება შეიძლება იცოდე. მაგრამ მისი მიღწევა არ შეიძლება”.
უძლეველობა არის თავდაცვა; გამარჯვების შესაძლებლობა – არის შეტევა.
როცა თავს იცავენ - იმის მომასწავლებელია, რომ არსებობს რაღაც ნაკლი:
როცა თავს ესხმიან – ნიშნავს, რომ ყველაფერი ჭარბადაა.
ვინც თავს კარგად იცავს, იგი ქვესკნელში იმალება: ვინც თავს კარგად ესხმის – იგი ცის სიმაღლიდან მოქმედებს.
ამის გამო იციან თავის გაფრთხილება და ამით სრულ გამარჯვებას აღწევენ.
ვინც გამარჯვებას სხვა (ჩვეულებრივ) ადამიანზე უფრო კარგად ვერ ხედავს, არ არის უკეთესის უკეთესი. როცა ვინმე, ბრძოლით გაიმარჯვებს, ცისქვესეთში იტყვიან: ”კარგია”უკეთესის უკეთესი ის არ იქნება.
მსუბუქი ბუმბულის აღებას დიდი ძალა არ სჭირდება; როცა მზე და მთვარეს ჰხედავენ, - არ ითვლება კარგ მხედველობად. ღოცა ჭექა-ქუხილი ესმით – არ ითვლება კარგ სმენად.
ძველ დროში ხშირად ვინმეზე იტყოდნენ: კარგად იბრძვისო, ის კი მაშინ იმარჯვებდა, როცა გამარჯვება იოლი იყო. ამიტომ, როცა კარგი მებრძოლი იმარჯვებდა არც მის ჭკუას, არც მის ვაჟკაცობასა და გმირობას არავინ ადიდებდა.
ამიტომ, როცა ასეთი კარგი მეომარი იბრძოდა და იმარჯვბდა, მას უკვე გათვლილი ჰქონდა და გამარჯვება არ ემიჯნებოდა მის გათვლებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც ის ხელს მოკიდებდა (წამოიწყებდა), მისთვის გამარჯვება მოჰქონდა. იგი იმარჯვებდა უკვე დამარცხებულზე.
ამიტომ, ის, ვინც კარგად იბრძვის, თავისი დაუმარცხებლობის საფუზველზე, მოწინაარმდეგის დმარცხების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. ამ მიზეზით, ჯარი, რომელსაც დამარცხება ელოდება, - ჯერ იბრძვის, შემდეგ ეძებს გამარჯვებას.
ის, ვინც ომს კარგად აწარმოებს, ახორციელებს გზას და იცავს კანონს. ამიტომ, მას შეუძლია მართოს გამარჯვებც და დამარცხებც.
“ომის კანონის” თანახმად, პირველია - სიგრძე, მეორე – მოცულობა, მესამე – რიცხვი, მეოთხე – მასა (წონა), მეხუთე – გამარჯვება. ადგილი ბადებს სიგრძეს, სიგრძე წარმოშობს მოცულობას, მოცულობა წარმოშობს რიცხვს, რიცხვი – წონას, ყველაფერი ეს კი წარმოშობს გამარჯვებას.
ამიტომ ჯარი, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს, თითქოს – და კაპიკებს მანეთებად თვლის, ხოლო ჯარი, რომელიც უნდა დამარცხდეს, - მანეთებს ითვლის კაპიკებად.
როცა გამარჯვებული იბრძვის, იგი ჰგავს დაგროვილ წყალს, რომელიც ათასი საჟენის სიმაღლიდან გადმოეხეთქება დაბლობში. ეს არის ფორმა.
თავი V
ძლევამოსილება
სუნ ძიმ თქვა: მასების მართვა იგივეა, რაც მცირეს მართვა, - აქ საქმე ნაწილსა და რიცხვში მდგომარეობს.
შეიყვანო მასები ბრძოლაში იგივევა, რომ ბრძოლაში მცირე რიცხვი შეიყვანო: საქმე ფორმასა და დასახელებაშია.
რაც არმიას მოწინააღმდეგესთან შეხვედრისას უძლევევლს ხდის, არის გამართული ბრძოლა და მანევრი.
ჯარების დარტყმა წააგავს: ქვა რომ დაარტყა კვერცხს, ეს არის სისავსე და სიცარიელე.
საერთოდ, ბრძოლაში მოწინააღმდეგეს შეეჭიდებიან გამართული ბრძოლით, იმარჯვებენ მანევრით. ამიტომ ის, ვინც მანევრს აწარმოებს, უსაზღვროა, ვით ცა და დედამიწა, ამოუწურავია, ვით მდინარეები ხუანხე და იაძი წიანი.
თავდება და თავიდან იწყება, - ასეთია მზე და მთვარე; კვდება და ხელახლა იბადება, - ასეთია წელიწადის დრონი. ბგერა ხუთზე მეტი არ არის, მაგრამ ამ ხუთი ბგერის შეცვლის დროს ყველა ცვლილების გაგება არ შეიძლება: ფერი ხუთზე მეტი არ არის, მაგრამ მათი შეცვლისას ყველას დანახვა არ შეიძლება: გემო ხუთზე მეტი არაა, მაგრამ მათი შეცვლისას ყველას შეგრძნება არ შეიძლება. ბრძოლაში მოქმედება მხოლოდ ორია: გამართული ბრძოლა და მანევრი, მაგრამ გამართულ ბრძოლასა და მანევრში ყველა ცვლილების გათვლა არ შეიძლება. გამართული ბრძოლა და მანევრი ერთმანეთს წარმოშობენ, ეს თითქოს წრიული ბრუნვაა, რომელსაც ბოლო არა აქვს. ვის შეიძლია მათი ამოწურვა?
ის, რაც აბობოქრებულ მდინარეს იძულებულს ხდის აგოროს ქვები, - არის მისი პოტენციალი (ძლევამოსილება): რაც მტაცებელ ფრინველს საშუალებას აძლევს სისწრაფით განგმიროს თავისი მსხვერპლი, - არის დარტყმის გათვლის შედეგი. ამიტომ, ვინც კარგად იბრძვის, ძალა მიზანსწრაფული აქვს, გათვლა – მოკლე (ლაკონური). ძალა თითქოს მშვილდის მოზიდვაა, გათვლა კი, თითქოს ისრის გასროლა.
დაე, ყველაფერი ერთმანეთიში აირიოს, ხდებოდეს უწესრიგო შეტაკებები, სულერთია არ დაიშლებიან; დაე, ყველაფერი დუღდეს და ბობოქრობდეს და ფორმაც გათელილი იყოს, სულერთია, მაინც რა დამარცხდებიან.
უწესრიგობა წესრიგიდან წარმოიშობა, სიმხდალე – სიმამაცისაგან, სისუსტე ძალიდან წარმოიშობა. წესრიგი და უწესრიგობა, - არი რიცხვი: სიმამაცე და სიმხდალე – არის ძლევამოსილება; ძალა და სიხისტე არის ფორმა.
ამიტომ, ის, ვისაც შეუძლია აამოქმედოს მოწინააღმდეგე, მას უჩვენებს ფორმას, მოწინაარმდეგე აუცილებლად მიჰყვება მას; როცა მოწინააღმდეგეს რაიმეს აძლევენ, ის უთუოდ იღებს მას; აჩვენებენ მას სარგებელს, ამით კი აიძულებენ ამოქმედდეს, მას კი ხვდებიან მოულოდნელობით.
ამიტომ, ვინც კარგად იბრძვის, ის ყველაფერს ძალაში ეძებს და ხალხისაგან არ მოითხოვს ყველაფერს. ამიტომ, მან იცის ხალხის შერჩევა და მათ თავიანთი ძალის მხედვით (შესაბამისად) იყენებს.
ის, ვინც ხალხს თავისი ძალის შესაბამისად მოუძებნის ადგილს, აიძულებს მას ისევე წავიდეს ბრძოლაში, როგორც ხეები და ქვები მიგორავს. ხეებისა და ქვების თვისებაა, - როცა ადგილი სწორია, ისინი უძრავად აწყვია; ფერდობზე(დაღმართში) ისინი მიგორავენ(მოძრაობენ); თუ ისინი ოთხკუთხედებია (ბრტყელი), - უძრავად არიან ერთ ადგილზე; თუ ისინი მრგვალებია, - მიგორავენ.
ამიტომ, ძალა იმისა, ვისაც შეუძლია აიძულოს სხვა წავიდეს ბრძოლაში, არის ძალა იმ ადამიანისა, რომელიც მრგვალ ქვას ათასი საჟენის სიმაღლიდან დააგორებს.
თავი VI
სისავსე და სიცარიელე
სუნ ძიმ თქვა: ვინც პირველი მიდის ბრძოლაში და მოწინააღმდეგეს ელოდება, იგი სავსეა ძალებით; ვინც შემდეგ, დაგვიანებით მიდის ბრძოლის ველზე და ეკვეთება მტერს, იგი უკვე დაღლილია. ამიტომ, ვინც კარგად იბრძვის, ის მართავს მოწინააღმდეგეს და საშუალებას არ აძლევს, რომ მართოს თავისი თავი.
შეგეძლოს, რომ მოწინააღმდეგე თვითონ მოვიდეს – ეს ნიშნავს, შემოიტყუო იგი სარგებლისათვის; შეგეძლოს, რომ მოწინააღმდეგე შემოვიდეს – ნიშნავს, რომ დაპირდე მას რაიმე ბოროტი ზრახვით. ამიტომ, მოწინააღმდეგე შეიძლება მაშინაც დაქანცო, როცა იგი სავსეა ძალებით; შეიძლება მაძღარიც კი აშიმშილო.
გაილაშქრო იქით, საითაც ის უსათუოდ გაემართება, თვითონ გაემართო იქით, სადაც ის არ გელოდება. ის, ვინც ათასობით მილს გადის და არ იღლება, უკაცურ ადგილებს გადის.
თავს დაესხა და ამვე დროს უსათუოდ დაიპყრო, ნიშნავს, რომ თავდასხმა მოხდა იმადგილზე, სადაც ის თავს არ იცავდა; თავი დაიცვა და ამავე დროს პოზიციები უსთუოდ შეინარჩუნო – ნიშნავს დაიცვა ადგილი, რომელსაც ის თავს ვერ დაესხმება. ამიტომ, ვისაც თავდასხმა შეუძლია (მისი უპირატესობაც ამაშია), მოწინააღმდეგემ არ იცის მისგან თავის დაცვა სად უნდა მოხდეს. ვინც თავის დაცვა იცის, იცის თავს სად დაესხმება მოწინააღმდეგე, მოწინააღმდეგემ კი ეს არ იცის. ზედმიწევნით დახვეწილი ხელოვნება! მის გამოსახატავად ფორმაც კი არ არსებობს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს მოწინააღმდეგის ბედის მჭედელი.
როდესაც წინ მიდიან და მტერს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია, - ნიშნავს, რომ ურტყავენ მოწინააღმდეგის სიცარიელეს; როცა უკან იხევენ და მოწინააღმდეგეს აღარ შეუძლია უკან მოგდიოს, ნიშნავს, რომ სისწრაფეა ისეთი, რომ ის ვეღარ გეწევა.
ამიტომ, თუ მე მინდა გამოვიწვიო ბრძოლა, მოწინაარმდეგემ, რომ ააშენოს კიდევაც მაღალი სანგრები, ამოთხაროს ღრმა თხრილები, სულ ერთია, იგი ვერ შეძლებს არ ჩაებას ჩემთან ბრძოლაში. ეს იმიტომ, რომ მე თავს ვესხმი იმ ადგილს, რომელიც მან უსათუოდ უნდა გადაარჩინოს. მე თუ არ მინდა ვიბრძოლო, - რომ დავიკავო კიდევაც ადგილი და დავიწყო მისი დაცვა, სულერთია, მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს ჩემთან ბრძოლაში ჩაბმას. ეს იმიტომ, რომ მე ავაცდენ მას იმ გზიდან, საითაც მოდიოდა.
ამიტომ, თუ მე მოწინააღმდეგეს ვუჩვენებ რაიმე ფორმას, ხოლო ეს ფორმა მე არ მექნება, მაშინ მე მთლიანობას შევინარჩუნებ, მოწინააღმდეგე კი ნაწილებად დაიყოფა. მთლიანობის შენარჩუნებით მე ვიქნები ერთი, ნაწილებად დაშლისას მოწინააღმდეგე იქნება ათი. მაშინ მე ჩემი ათით თავს დავესხმი მის ერთს. ჩვენ ბევრნი ვიქნებით, მოწინააღმდეგე კი ცოტა. ის, ვისაც შეუძლია ბევრით თავს დაესხას ცოტას, ისეთები, ვინც მათ ებრძვიან, ცოტაა და მათი დამარცხება ადვილია.
მოწინააღმდეგემ არ იცის სად იბრძოლებს და რადგან მან ეს არ იცის, მას ბევრი ადგილი აქვს, სადაც მზად უნდა იყოს. თუ ასეთი ადგილი, სადაც იგი მზადყოფნაში უნდა იყოს ბევრია, ისინი, ვინც მე მებრძვიან, - ცოტანი არიან. ამიტომ, თუ ის მზადყოფნაში იქნება წინიდან, მაშინ მას ცოტა ძალები ეყოლება უკან; თუ ის მზად იქნება უკან, - მაშინ მას ცოტა ძალები ეყოლება წინ; თუ ის მზადყოფნაში იქნება მარჯვნივ. მაშინ ცოტა ძალები ეყოლება მარცხნივ; თუ ის მზად იქნება მარცხნიდან, - ცოტა ძალები ეყოლება მარჯვნივ. ბევრი ძალა ჰყავს მას, ვინც სხვას აიძულებს, ყველგან იყოს მზადყოფნაში.
ამიტომ, თუ იცი ბრძოლის ადგილი, ბრძოლის დღეს შეგიძლია ათასი მილის იქითაც გადახვიდე იერიშზე. თუ არ იცი ბრძოლის ადგილი, არ იცი ბრძოლის დღე, - ვერ შეძლებ მარაჯვენა ფლანგით დაიცვა მარცხენა ფლანგები; ვერ შეძლებ მარცხენა ფლანგით დაიცვა მარჯვენა ფლანგები; ვერ შეძლებ უკანიდან დაიცვა წინა მხარე; ვერ შეძლებ წინიდან დაიცვა უკანა მხარე. ეს არის ასე, შორს, რამდენიმე მილის მანძილზე და ახლოსაც, რამდენიმე მილის სიშორეზე.
თუ ჩემსავით იმსჯელებენ, მაშინ იუსელებს დიდი ჯარიც რომ ჰყავდეთ, რას მიცემს ეს მათ გამარჯვებისათვის. ამიტომაც არის ნათქვამი: “გამარჯვებას შეიძლება მიაღწიო”, მოწინააღმდეგეს რომც ჰყავდეს მრავალრიცხოვანი ჯარი, შეიძლება მას ბრძოლაში ჩაბმის საშუალება არ მისცე.
ამიტომ, მოწინააღმდეგის შეფასებით, მის გეგმას ყველა მისი ღირსეული თვისებებით და შეცდომებით აღიქვამენ; მოწინააღმდეგეზე ზემოქმედებით ეცნობიან კანონებს, რის დახმარებითაც მოძრაობითა და სიმშვიდით მართავენ მათ; თუ ვაჩვენებთ მათ ამა თუ იმ ფორმას, - გავიგებთ მისი სიკვდილისა და სიცოცხლის ადგილს; როცა შეეჯახები მათ გაიგებ, სად არის სიჭარბე და სად არის ნაკლებობა.
ამიტომ, საკუთარი ჯარებისათვის ფორმის მიცემის ზღვარი – ეს არის მიაღწიო იმას, რომ ფორმა არ იყოს. როდესაც ფორმა არ არის, მაშინ თვით ღრმად შესული მზვერავიც კი რაიმეს განსჯას ვერ შეძლებს. სარგებლობს რა ამ ფორმით, იგი გამარჯვების საქმეს მასას აკისრებს, მაგრამ მასას ამის ცოდნა არ შეუძლია. ხალხმა ის ფორმა იცის, რომლის საშუალებითაც მე გავიმარჯვე, და არ იცის ის ფორმა, რომლითაც მე მოვახდინე გამარჯვება. ამიტომ, ბრძოლაში გამარჯვება არ მეორდება ერთი და იმავე სახით. იგი თვით ფორმის სახეობათა დაუშრეტელობას შეესაბამება.
ჯარების ფორმა წყალს წააგავს; წყლის ფორმაა – გაექცეს სიმარლეს და მიედინებოდეს ქვევით; ჯარების ფორმაა – აერიდოს სისავსეს და დაარტყას სიცარიელეს. წყალი თავის დინებას ადგილის მიხედვით ახდენს; ჯარი თავის გამარჯვებას მოწინააღმდეგის მიხედვით ადგენს.
ამიტომ ჯარებს არა აქვთ უცვლელი ძალა. წყალს არა აქვს უცვლელი ფორმა. ვისაც შეუძლია მოწინააღმდეგის მიხედვით ფლობდეს სახეცვლილებებსა და გარდაქმნებს, იმარჯვებს კიდევაც. მას ღვთაებას ეძახიან.
ამიტომ, ბუნების ხუთ ელემენტს შორის, არ არის უცვლელად გამარჯვებული; წელიწადის ოთხ დროს შორის, არც ერთი არაა, რომელიც თავის მდგომარეობას ინარჩუნებს. მზესაც კი აქვს ხანმოკლეობა და ხანგრძლივობა, მთვარესაც აქვს სიცოცხლე და სიკვდილი.
თავი VII
ბრძოლა ომში
სუნ ძიმ თქვა; აი, ომის წარმოების წესები; სარდალი, მიიღებს რა ბრძანებას ხელმწიფისაგან, აყალიბებს არმიას, თავს უყრის ჯარებს და მოწინაარმდეგესთან შეხვედრისას იკავებს პოზიციას. არაფერი არ არის იმაზე ძნელი, ვიდრე ბრძოლა ომში.
ომში ბრძოლის დროს ძნელია, რომ შემოსავლელი გზა პირდაპირ გზად გადააქციო, უბედურება სასარგებლო გახადო. ამიტომ, ვინც მოქმედებას ასეთი შემოვლითი გზით შეუდგება, იგი მოწინააღმდეგეს გზიდან განაშორებს სარგებლით და გაილშქრებს რა მის შემდეგ, მივა უფრო ადრე, - მას ესმის შემოვლითი მოქმედების ტაქტიკა.
ამიტომ, ომში ბრძოლას სარგებლობამდე მივყავრთ, ომში ბრძოლას საფრთხემდე მივყავართ. თუ ვიბრძოლებთ სარგებლისათვის ისე, რომ მთელ არმიას ავამოქმედებთ, - მიზანს ვერ მივაღწევთ; თუ ვბრძოლებთ სარგებლისათვის ისე, რომ არმიას მივატოვებთ, - დაიკარგება აღალი.
ამიტომ, როცა სარგებლისათვის იბრძვიან ასი მილის სიშორეზე, მიქრიან იარაღამოღებული, არ ისვენებენ არც დღე არც ღამე, აორკეცებენ მარშრუტებს და აერთიანებენ გადასასვლელებს, მაშინ ტყვეების სახით კარგავენ ყველა, სამივე არმიის სარდალს; ამტანები წინ მიდიან, სუსტები ჩამორჩებიან და მთელი ჯარიდან საბოლოო მიზანს ერთი მეათედი მიაღწევს. როდესაც ორმოცდაათი მილის შიშორეზე იბრძვიან სარგებლობის მიზნით, მძიმე მდგომარეობაში ვარდება მოწინავე არმიის სარდალი და მთელი ჯარიდან მიზანს მხოლოდ ნახევარი აღწევს. როდესაც ოცდაათი მილის მანძილძე იბრძვიან სარგებლის მიზნით, მიზანს ორი მესამედი აღწევს.
თუ არმიას აღალი არ აქვს, იგი იღუპება; თუ სურსათსანოვაგე არ აქვს, - იღუპება; თუ მარაგი არა აქვს, - იღუპება.
ამიტომ, ვინც არ იცის თავადების ჩანაფიქრი, მას არ შეუძლია წინასწარ დაამყაროს მათთან კავშირი; ვინც არ იცნობს მთებს, ტყეებს, ხრამებს, ფლატეებს, ლამიანებს და ჭაობებს, მას არ შეუძლია გაუძღვეს ჯარებს; ვინც არ მიმართავს ადგილობრივ გამყოლებს, იგი ადგილმდებარეობით ვერ ისარგებლებს.
ამიტომ, ომში ემყარებიან ტყუილს, მოქმედებისას ხელმძღვანელობენ სარგებლით, ცვლილებებს გათიშვისა და შეერთების გზით ახდენენ.
ამიტომ, იგი მშვიდია და წყნარი, როგორც ტყე; იგი შემოიჭრება და აჩანაგებს, როგორც ცეცხლი; იგი უძრავია, როგორც მთა; იგი გამოუცნობია, როგორც უკუნეთი; მისი მოძრაობა მეხის დაცემას წააგავს.
სოფლის გაძარცვისას თავის ჯარებს ნაწილებად ყოფენ; მიწების ხელში ჩაგდებისას, საკუთარი ნაწილებით ხელსაყრელ პუნქტებს იკავბენ.
მოქმდებისას ყველაფერს სასწორზე წონიან. ვინც წინასწარ იცის პირდაპირი და შემოსავლელი გზების ტაქტიკა, ის იმარჯვებს. აი, ეს სარის ომში ბრძოლის კანონი.
“არმიის მართვაში” ნათქვამია:”როცა ლაპარაკობენ, - ერთმანეთისა არ ესმით: ამიტომაც ამზადებენ ბუკს, ნაღარასა და დაფდაფებს. უყურებენ და ერთმანეთს ვერ ხედავენ; ამიტომ, ამზადებენ ბაირაღებსა და ნიშნებს (მანიშნებლებს)”. ბუკი და ნაღარა, დოლი და დაფდაფები, ბაირაღები და ნიშნები, საკუთარი ჯარისკაცების თვალებსა და ყურებს აერთიანებს. თუ ყველას ყურადღება ერთზეა მიმართული, - გულადი მარტო ვერ გავა წინ, მხდალი ვერ ჩამორჩება ყველას. აი, ეს არის მასების ხელმძღვანელობის კანონი.
ამიტომ, ღამის ბრძოლებში ბევრ სინათლეს (შუქნიშნებს) და დაფდაფებს იყენებენ, დღის ბრძოლაში კი – ბაირაღსა და ნიშანს. ამით შეცდომაში შეჰყავთ მოწინააღმდეგის თვალები და ყურები. ამიტომ, არმიას შეიძლება სული წაართვა, სარდალს შეიძლება წაართვა გული.
ეს არის მიზეზი იმისა, რომ დილით მხნედ არიან, დღისით – მოდუნებულნი და უსიცოცხლონი, საღამოს კი სახლში დაბრუნებაზე ოცნებობენ. ამიტომ, ვინც იცის როგორ აწარმოოს ომი, ის მოწინააღმდეგეს თავს აარიდებს მაშინ, როცა იგი მხნედაა, არტყამს მაშინ, როცა სული მისი მოდუნებულია, ან როცა ის დაბრუნებაზე ოცნებობს; აი, ეს არის სულის მართვა.
როდესაც ირგვლივ წესრიგია, - ელიან უწესრიგობას; როდესაც ირგვლივ სიმშვიდეა, - ელიან მღელვარებას; აი, ეს არის გულის მართვა.
როცა ახლოს არიან, ელოდებიან შორეულებს (შორს მყოფთ); ძლიერნი – დაქანცულებს; მაძღრები – მშივრებს; აი, ეს არის ძალის მართვა.
ნუ წახვალ მოწინააღმდეგის დროშების წინააღმდეგ მაშინ, როცა ისინი სრულ წესრიგში არიან; ნუ დაესხმი მოწინააღმდეგის ბანაკს, როცა ის მიუდგომელია; აი, ეს არის სახეცვლილებით მართვა.
ამიტომ, ომის წარმოების წესები ასეთია: თუ მოწინააღმდეგე სიმაღლეზე (მაღობზე) დგას, ნუ წახვალ მასზე პირდაპირ: თუ ამღლებული ადგილი მის უკანაა, მის წინ ნუ გაიშლები ნუ მოეწყობი (და ნუ განეწყობი) მის წინააღმდეგ; თუ მისი გაქცევა მოჩვენებითია, ნუ დაედევნები; თუ ის ძლიერია თავს ნუ დაესხმი მას; თუ ის სატყუარას გთავაზობს, ნუ გაილაშქრებ მასზე; თუ მოწინააღმდეგის ჯარი სახლში მიდის, ნუ გააჩერებ მას; თუ მოწინააღმდეგის ჯარს ალყას არტყამ, ერთი მხარე ღია დაუტოვე; თუ ის გამოუვალ მდგომარეობაშია, ნუ დააჭერ წიხლს; აი, ეს არის ომის წარმოების წესები.
თავი VIII
“ცხრა სახეცვლილება”
სუნ ძიმ თქვა: აი, ომის წარმოების წესი – სარდალი, მიიღებს რა ბრძანებას ხელმწიფისაგან, აყალიბებს არმიას, თავს უყრის ჯარს.
უგზო ადგილზე ნუ გაშლი ბანაკს; გზაჯვარედინებზე, მეზობელ თავადებთან კავშირი დაამყარე; მოტიტვლებულ და უწყლო ადგილზე ნუ დაყოვნდები; ალყაში ყოფნისას – იაზროვნე; სიკვდილის ადგილას იბრძოლე.
არსებობს გზები, რომლებზეც არ დადიან; არსებობს არმიები, რომლებსაც თავს არ ესხმიან; არსებობს ციხე-სიმაგრეები, რომლებისთვისაც არ იბრძვიან; არსებობს ადგილები, რომლებისთვისაც არ ომობენ; არსებობს ხელმწიფის ბრძანებები, რომლებსაც არ ასრულებენ.
ამიტომ, სარდალმა, რომელმაც იცის, თუ რა არის ხელსაყრელი “ცხრა სახეცვლილებაში”, იცის როგორ აწარმოოს ომი. სარდალი, რომელმაც ვერ შეიგნო, თუ რა არის ხელსაყრელი “ცხრა სახეცვლილებაში” ვერ გაიგებს ადგილის ხელსაყრელობას.
ეს არის მიზეზი, იმისა რომ გონიერი კაცის მოქმედებათა მოსაზრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აუცილებლად აერთიანებს სარგებლობას და ზიანს. როცა სარგებლობას ვუერთებთ ზიანს, ძალისხმევამ შეიძლება კარგ შედეგამდე მიგიყვანოს; როცა ზიანს ვუერთებთ სარგებლობას, მაშინ შეიძლება უბედურება აცილებული იქნეს. ამიტომ, თავადებს იმორჩილებენ (იქვმდებარებენ) ზიანის მიყენებით, აიძულებენ საკუთარ თავს ემსახურონ საქმით, სადმე წავიდნენ სარგებლის მისაღებად.
ომის წარმოების კანონები იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა ვიფიქრო, რომ მოწინააღმდეგე არ მოვა, უნდა ვიფიქრო, თუ რით შევხვდები მას; არ ვიფიქრო, რომ ის არ დამესხმება თავს, ვიფიქრო, რომ მე გავაკეთებ ისე, რომ ის ვერ დამესხას თავს.
ამიტომ, სარდალს 5 საფრთხე ელის: თუ ის ეცდება, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს მოკვდეს, - მას მოკლავენ: თუ იგი ეცდება, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს ცოცხალი დარჩეს, - ის შეიძლება ტყვედ ჩავარდეს, თუ მან უცებ იცის განრისხება, - მას შეიძულებენ; თუ ის ზედმეტად მორიდებული იქნება, - შეიძლება მას შეურაცყოფა მიაყენონ; თუ მას ხალხი ეყვარება, - ის შეიძლება დაასუსტონ (ძალა წაართვან).
ეს 5 საფრთხე სარდლის ნაკლია, ომის წარმოების საქმეში კი – უბედურება. ანადგურებენ არმიას, ჰკლავენ მხედართმთავარს, უსათუოდ ამ 5 საფრთხის გამო. ეს უნდა გავიგოთ
თავი IX
ლაშქრობა
სუნ ძიმ თქვა: ჯარების გაშლა და მოწინააღმდეგეზე თვალის დევნება შემდეგნაირად უნდა მოხდეს;
მთების გადალახვის დროს გამოიყენეთ დაბლობი. გაიშალე (დაბანაკდი) სიმაღლეზე, ოღონდ ყურადღება მიაქციე საით არის მზიანი მხარე. ამაღლებულ ადგილზე მყოფ მოწინააღმდეგესთან ომის დროს პირდაპირ ზევით ნუ წახვალ – ასეთია ჯარების განლაგება მთებში.
მდინარის გადალახვისას, აუცილებლად დაბანაკდი მდინარისგან მოშორებით. თუ მოწინააღმდეგე მდინარეზე გადმოსვლას დაიწყებს, მას წყალში არ შეხვდე, უკეთესია მისცე მას საშუალება ნახევრად გადმოლახოს მდინარე და შემდეგ დაარტყი მას; მაგრამ თუ შენ გინდა მაწინააღმდეგესთან ბრძოლაში ჩაბმა ნუ შეხვდები ზედ მდინარის პირას; დაბანაკდი მაღლობზე, გაითვალისწინე, რომელი მხარეა მზიანი; დინების წინააღმდეგ ნუ დადგები – ასეთია ჯარების განლაგება მდინარეზე.
ჭაობის გადალახვის დროს იჩქარე, ნუ დაყოვნდები. თუ შენ მაინც მოგიწევს შუა ჭაობში ომში ჩაბმა, - ისე გაიშალე რომ წყალი და მოლი გქონდეს, ხოლო ზურგს უკან იყოს ტყე – ასეთია ჯარების განლაგება ჭაობში.
დაბლობზე (ტაფობში) დაბანაკდი სწორ ადგილზე, ოღონ შენს მარჯვნივ და უკან იყოს ამაღლებული ადგილები – ასეთია ჯარების განლაგება დაბლობზე.
ჯარების დაბანაკების 4 ხელსაყრელი ხერხი ხუან ტის ოთხ იმპერატორზე გამარჯვების უზრუნველყოფის საშუალებაა.
საერთოდ, თუ ჯარს ეყვარება ამაღლებული ადგილები და არ ეყვარება დაბლობი, პატივს სცემს მზის სინათლეს და ზურგს შეაქცევს ჩდრილის მხარეს, თუ ის იზრუნებს სიცოცოხლეზე და მყარ ნიადაგზე მოთავსდება, მაშინ ჯარში არ იქნება ავადმყოფობა. ეს კი ნიშნავს, რომ გამარჯვება გარდაუვალია.
თუ გორაკებსა და ბორცვებს შორის იმყოფები, აუცილებლად მზიან მხარეს დაბანაკდი, ამღლებული მხაერე კი იყოს შენს მარჯვნივ და შენს უკან. ეს ხელსაყრელია ჯარისთვის; ადგილი აქ დაგვეხმარება.
თუ მდინარის სათავეებში გაწვიმდა და წყალი ადიდდა, თუ ვინმეს გადასვლა უნდა, დაელოდოს მდინარის დაწყნარებას.
საერთოდ, თუ მოცემულ ადგილებში ციცაბო ხეები, ბუნებრივი ჭები, ბუნებრივი დილეგები, ბუნებრივი ქსელები, ბუნებრივი მახეები, ბუნებრივი ნაპრალებია, - აუცილებლად უნდა გაეცალო მას და მასთან ახლოს არ მიხვიდე. შენ თვითონ გაშორდი ამ ადგილებს, ხოლო მოწინააღმდეგე აიძულე მიუახლოვდეს მას. ხოლო როცა მტერს (მოწინააღმდეგეს) შეხვდები, მოიქეცი ისე, რომ ეს ადგილები მათ ზურგში მოექცეს.
თუ შეიმჩნევა, რომ მოქმედების ადგილებში არის ხრამები, ლამიანი ადგილები, ჯაგნარი, ტყეები, გაუვალი ბუჩქნარი, - აუცილებლად ყურადღებით დაათვალიერე იგი. ეს ის ადგილებია, სადაც მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ჩასაფრებული, ჰყავდეს მას მზირები.
თუ მოწინააღმდეგე ახლოსაა (ჩემთან) და მშვიდადაა, ეს ნიშნავს რომ იგი ბუნებრივ დაბრკოლებებს ეყრდნობა. თუ მოწინააღმდეგე ჩემგან შორსაა და მაინც მიწვევს საომრად, - ეს ნიშნავს, რომ მას ჩემი გამოყვანა უნდა. თუ მოწინააღმდეგე სწორ ადგილზე არის დაბანაკებული, - ეს ნიშნავს რომ ეს ადგილი მას აწყობს.
თუ ხეები შეირხა,- ეს ნიშნავს რომ იგი (მოწინააღმდეგე) გვიახლოვდება. თუ დაბრკოლებები მოწყობილია ბალახებით, - ნიშნავს ჩვენი შეცდომაში შეყვანა უნდათ. თუ ჩიტები აფრინდებიან, - ნიშნავს, იქ ჩასაფრებულები არიან (რომ იქ სამალავია). თუ მხეცები შეშინდნენ, - იქ ვიღაც იმალება. თუ მტვერი სვეტად ადის, - ნიშნავს, რომ ეტლები მოდის, თუ მტვერი დაბლა დიდ სივრცეზე ეფინება, - ნიშნავს, რომ ქვეითი ჯარი მოდის, თუ მტვერი სხვადასხვა ადგილზე ადის, -საწვავს აგროვებენ; თუ იგი ალაგ_ალაგ ადის, - ბანაკდებიან.
თუ მოწინააღმდეგე მშვიდად ლაპარაკობს და საბრძლო მზადებას აძლიერებს, მაშინ ის შეტევაზე გადმოდის. თუ ის ყოყოჩურად ლაპარაკობს და თვითინ მოიჩქარის წინ, ეს ნიშნავს, რომ ის უკან იხევს. თუ მსუბუქი ეტლები გამოდის წინ, ჯარი კი მის ორივე მხარეს არის განლაგებული, ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე საბრძოლო წყობით ეწყობა. თუ ის დასუსტებული არ არის და დაზავებას მოითხოვს, ნიშნავს, რომ მას რაღაც ფარული ზრახვები აქვს. თუ მისი ჯარისკაცები ამოქმედნენ და ეტლები გამოჰყავთ, - ე.ი. დრო მოვიდა. თუ იგი ხან თავს ესხმის, ხან უკან იხევს, მაშინ მისი მოწინააღმდეგის გატყუება უნდა, თუ ჯარისკაცები იარაღზე დაყრდნობილი დგანან, იმის ნიშანია, რომ მათ ეშინიათ. თუ წყლის ამოღებისას ისინი ჯერ სვამენ (შეუსვენებლად), ნიშნავს, რომ იტანჯებიან წყურვილით. თუ მოწინააღმდეგე თავისთვის რაიმე სარგებელს ხედავს, მაგრამ არ მოქმედებს, - ნიშნავს, რომ იგ დაიღალა.
თუ ჩიტები გუნდ-გუნდად გროვდებიან, ნიშნავს, რომ იქ არავინ არ არის. თუ ღამით მოწინააღმდეგის ბანაკში გადაძახილები ისმის, ნიშნავს, რომ ეშინიათ. თუ ჯარი დეზორგანიზებულია, - ნიშნავს, რომ სარდალს ავტორიტეტი არა აქვს, თუ დროშები ადგილს იცვლის, ნიშნავს, რომ მათთან უწესრიგობაა, თუ მათი მეთაურები ილანძღებიან (იგინებიან), - ჯარისკაცები დაიღალნენ, თუ ცხენებს საკვებად ფეტვს აძლევენ, თვითონ კი ხორცს შეექცევიან, თუ ღვინის კოკები ხეებზე არ აქვთ გამოკიდული და ბანაკში არ ბრუნდებიან, ნიშნავს, რომ ისინი უკიდურესობასთან მისული ყაჩაღები არიან.
თუ სარდალი ჯარისკაცებს მოეფერებით, თავაზიანად ელაპარაკება, ნიშნაბს, რომ მან თავისი ჯარი დაკარგა. თუ იგი უანგარიშოდ არიგებს ჯილდოებს, ნიშნავს, რომკარი მძიმე მდგომარეობაშია. თუ იგი თავიდან სასტიკია, შემდეგ კი ეშინია საკუთარი ჯარის, ნიშნავს, რომ სამხედრო საქმის ხელოვნება სრულებით არ ესმის.
თუ მოწინააღმდეგე გამოცხადდება, მძევლებს შემოგთავაზებს და პატიებას მოითხოვს, ნიშნავს რომ მას უნდა ცოტა შეისვენოს. თუ მისი ჯარი აღშფოთებული გამოდის მტრის შესახვედრად, მაგრამ დიდხანს არ ებმება ბრძოლაში და არც უკან მიდის, მაშინ აუცილებლად ყურადღებით უთვალთვალეთ მას.
საქმე იმაში არაა, რომ ჯარისკაცთა რიცხვი უფრო და უფრო გაიზარდოს. წინსვლა მხოლდ და მხოლოდ საომარი ძალით არ შეიძლება. საკმარისია ძალა იმდენი გქონდეს, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეს მოერიო. ვინც არ განსჯის და მოწინააღმდეგეს არად ჩააგდებს, იგი აუცილებლად მისი ტყვე გახდება.
თუ ჯარისკაცები შენს მიმართ ჯერ კიდევ არ არიან კარგად განწყობილნი, შენ კი ბრძანებლობას დაიწყებ, ისინი არ დაგემორჩილებიან, მათი გამოყენება გაძნელდება. თუ კი ჯარისკაცები უკვე კარგად განეწყვნენ შენს მიმართ, შენ კი არ ბრძანებლობ, სულ ვერ გამოიყენებ მათ.
ამიტომ, როცა მათ უბრძანებ, იმოქმედე მოქალაქეობრივი წესების გამოყენებით; აიძულე ისინი, ყველა, როგორც ერთი დაგემორჩილოს, მაგრამ იმოქმედე სამხედრო წესების მიხედვით.
საერთოდ, როცა კანონი სრულდება, როცა ხალხს რაღაცას მისცემ, ხალხი შენ გემორჩილება. როცა კანონი საერთოდ არ სრულდება, მაშინ თუ ხალხს რაიმეს მისცემ, ხალხი არ დაგემორჩილება. როცა კანონს საერთოდ ნდობით ღებულობენ და იგი ნათელია, მაშინ ცხადია, რომ შენ და მასებმა ერთმანეთი იპოვეთ, ერთმანეთს გაუგეთ.
თავი X
ადგილის ფორმები
სუნ ძიმ თქვა: ადგილი ფორმის მიხედვით შეიძლება იყოს ღია, არსებობს ფერდობი (დამრეცი), არის დაღარული, არის დაბლობი (ტაფობი), არის მთაგორიანი, არის მოშორებული.
როცა მეც შემიძლია მივიდე მასაც შეუძლია მივიდეს, ასეთ ადგილს ღია ადგილი ჰქვია. ღია ადგილძე, უპირველეს ყოვლისა დაბანაკდი ამრლებულ ადგილძე, მის მზიან მხარეს. მოაწყვე გზები სურსათ-სანოვაგის შემოსატანად. თუ ამ პირობებში იბძოლებ, შენთვის ხელსაყრელი იქნება.
სადაც წასვლა იოლია და მობრუნება ძნელი ასეთ ადგილს ფერდობი (დამრეცი) ეწოდება. ფერდობზე თუ მოწინააღმდეგე მზად არ არის და შენ გაილაშქრებ, - შენ გაიმარჯვებ; ხოლო თუ მოწინააღმდეგე მზად არის საბრძოლველად, გაილაშქრებ და ვერ გაიმარჯვებ. უკან დაბრუნება კი ძნელი იქნება; სარგებელი არ იქნება.
როდესაც გალაშქრება ჩემთვის ხელსაყრელი არ არის, ასეთ ადგილს დაღარული ეწოდება. დაღარულ ადგილზე მაშინაც კი არ გადმოხვიდე, როცა მოწინააღმდეგე რაიმე სარგებელს მოგცემს კიდევაც. გაიყვანე ჯარი და წადი; აიძულე მოწინააღმდეგე სანახევროდ წამოვიდეს შენსკენ და თუ მაშინ დააღტყამ ეს შენთვის ხელსაყრელი იქნება.
დაბლობზე (ტაფობზე), თუ შენ პირველი დაბანაკდები, აუცილებლად მთლიანად დაიკავე იგი და დაელოდე მოწინააღმდეგეს; თუ ის დაგასწრებს და პირველი დაბანაკდება ამ ველზე და დაიკავებს მას, ნუ მიჰყვები მაშინ, როცა მას ეს ველი მთლიანად ჯერ არ დაუკავებია.
მთაგორიან ადგილზე, თუ შენ პირველი დაბანაკდები, აუცილებლად მოთავსდი სიმაღლეზე მზიან მხარეს და ასე დაელოდე მოწინააღმდეგეს; თუ მოწინააღმდეგემ დაგასწრო და პირველი დაბანაკდა იქ, გაიყვანე ჯარი და წადი იქიდან, ნუ გაჰყვები მას.
მოშორებულ ადგილზე, როცა ძალთა თანაფარდობაა, მძიმეა მოწინააღმდეგის ბრძოლაში გამოწვევა და თუ დაიწყებ ბრძოლას, ვერაფერს ისარგებლებ.
ამ ექვს პუნქტს შეიცავს მოძღვრება ადგილის შესახებ. სარდლის უმაღლესი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ მან ეს უნდა იცოდეს.
ამიტომ ხდება, რომ ჯარი ნაჩქარევად იხევს უკან, თავაშვებულია, მოწინააღმდეგეს უვარდება ხელში, იშლება, მოუწესრიგებელი ხდება და გარბის. ეს უბედურება ბუნებრივი არაა, იგი სარდლის შეცდომების შედეგია.
როდესაც პირობები ერთნაერია და ერთი თავს ესხმის ათს, ეს ნიშნავს, რომ ჯარი ჩქარა დაიხევს უკან. როცა ჯარისკაცები ძლიერნი არიან და მეთაურები სუსტნი, - ნიშნავს, რომ ჯარში წესრიგი არ არის. როცა მეთაურები ძლიერნი არიან, ხოლო ჯარისკაცებნი სუსტნი, - ნიშნავს, რომ ჯარი მოწინააღმდეგეს ჩაუვარდება ხელში. ის, რომ მაღალი რანგის მეთაური თავის უფროსს ურისხდება, არ ემორჩილება მას და უფროსზე გაბრაზებული ხვდება მოწინააღმდეგეს და თვითნებურად აჩაღებს ბრძოლას, აიხსნება იმით, რომ სარდალი მათ შესაძლებლობებს არ იცნობს, ეს კი ნიშნავს, რომ ჯარი ირღვევა. როდესაც სარდალი სუსტია და არამკაცრი, როდესაც ჯარსკაცთა წვრთნა უსახოა, როცა მეთაურებს და კარისკაცებს არაფერი არა აქვთ მუდმივი, როცა დაწყობისას საბრძოლო მწყობრი მრუდეა, -ნიშნავს, რომ ჯარში უწესრიგობაა. როცა სარდალს არ შეუძლია შეაფასოს მოწინააღმდეგე, როცა ის სუსტია და თავს ესხმის ძლიერს, როცა მას ჯარში გამორჩეული ნაწილები არა ჰყავს, - ნიშნავს რომ ჯარი გაქცევით უშველის თავს.
ამ ექვსი პუნქტისაგან შედგება მოძღვრება მოწინაღმდეგის დამარცხების შესახებ. სარდლის უმაღლესი მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ მან ეს უნდა იცოდეს.
ადგილმდებარეობის პირობები ჯარისკაცისათვის მხოლოდ დახმარებაა. უმაღლესი მთავარსარდლის გონიერება მოწინააღმდეგის კარგად შეფასების, გამარჯვების ორგანიზების, ადგილის თვისებებისა და მანძილის გათვალისწინების უნარში მდგომარეობს. ვინც ბრძოლას აწარმოებს, თუ ყოველივეს ეს იცის, იგი უსათუოდ გაიმარჯვებს; ვინც იბრძვის და ყოველივე ეს არ იცის, იგი უსათუოდ დამარცხდება.
ამიტომ, თანახმად სამხედრო მეცნიერებისა, გამოდის, რომ აუცილებლად გაიმარჯვებ, თუ აუცილებლად იბრძოლებ, მიუხედავად იმისა, რომ ხელმწიფე გეუბნება “არ იბრძოლო”.
ამიტომ, სარდალი, რომელიც დიდებას არ ეძებს, ხოლო უკან დახევისას სასჯელს არ გაურბის, რომელიც ხალხისა და სახელმწიფოს კეთიდღეობაზე ფიქრობს, - განძია სახელმწიფოსათვის.
თუ ჯარისკაცებს ისე უყურებ, როგორც ბავშვებს, - შეძლებ მათთან ერთად ჩახვიდე უღრმეს ხეობაში; თუ ჯარისკაცებს ისე უყურებ, როგორც საყვარელ შვილებს, - მათთან ერთად სიკვდილზე წასვლასაც შეძლებ, მაგრამ, თუ მათ მიმართ კეთილგანწყობილი იქნები, მაგრამ მათ მართვას ვერ შეძლებ, თუ ისინი გეყვარება, მაგრამ ვერ უბრძანებ მათ; თუ მათ უწესრიგობა დაეუფლებათ და შენ ვერ შეძლებ წესრიგის დამყარებას, - ეს ნიშნავს, რომ ისინი შენი ურიჩი შვილებია და მათ მართვას ვერ შეძლებ.
თუ დაინახავ, რომ შენი ჯარისკაცებით შეიძლება თავს დაესხა მოწინააღმდეგეს, მაგრამ ვერ დაინახავ, რომ მოწინააღმდეგეზე თავდასხმა რა შეიძლება, მაშინ შენი გამარჯვება ნახევრად იქნება უზრუნველყოფილი. თუ დაინახავ, რომ მოწინააღმდეგეზე თავდასხმა შეიძლება, მაგრამ ვერ დაინახავ, რომ შენი ჯარისკაცებით თავდასხმა არ შეიძლება, მაშინ შენი გამარჯვება სანახევროდ იქნება უზრუნველყოფილი. თუ დაინახავ, რომ მოწინააღმდეგეზე თავდასხმა შეიძლება, დაინახავ, რომ შენი ჯარისკაცებით შეიძლება თავდასხმა, მაგრამ ვერ დაინახავ, რომ ადგილის (მისი პირობების) მიხედვით მასზე თავდასხმა არ შეიძლება, შენი გამარჯვება მხოლოდ სანახევროდ იქნება უზრუნველყოფილი.
ამიტომ, ვინც ომი იცის, ამოქმედებისას არ შეცდება, გალაშქრებისას უბედურებაში არ ჩავარდება.
ამიტომ ნათქვამია: თუ იცნობ მოწინააღმდეგეს (მას) და იცნობ საკუთარ თავს, - გამარჯვება შორს არ არის; ამსთან ერთად, თუ იცი კიდეც ცა და დედამიწა, შენი გამარჯვება სრულად უზრუნველყოფილია.
თავი XI
ცხრა ადგილი
სუნ ძიმ თქვა: აი, ომის კანონები: არსებობს გაფანტულობის ადგილები, არამდგრადობის ადგილები, სადავო ადგილები, ადგილები შერევის, გზაჯვარედინები, სერიოზული მდგომარეობის ადგილები, უგზოობის ადგილები, გარემოცვის (ალყის) ადგილები, სიკვდილის ადგილები.
როცა თავადები საკუთარ მიწებზე იბრძვიან, - ეს იქნება გაფანტულობის ადგილი; როდესაც სხვის მიწაზე შედიან, მაგრამ ღრმად არ მიდიან, - ეს იქნება არამდგრადი ადგილი; თუ მე მას დავიპყრობ და ჩემთვის სასარგებლო იქნება, მაგრამ თუ ის დაიპყრობს მას, ეს მისთვისაც სასარგებლო იქნება. – ეს არის სადაო ადგილი; თუ მეც შემიძლია გავიარო იმ ადგილზე და მასაც შეუძლია გაიაროს, - ეს იქნება შერევის ადგილი; როცა თავადის მიწა სამივეს ეკუთვნის და ვინც პირველი მიაღწევს ამ მიწამდე, ყველაფერს მოიპოვებს ცისქვეშეთში, - ეს იქნება ადგილი გზაჯვარედინი; როდესაც სხვის ტერიტორიაძე ღრმად შედიან და ზურგში მრავალ გამაგრებულ ქალაქს ტოვებენ, - ეს იქნება სერიოზული მდგომარეობის ადგილი; როდესაც მთებით და ტყეებით, ხრამებითა და ფლატეებით, ლამიანითა და ჭაობებით დაფარული, - საერთოდ ძნელად გასასვლელი ადგილებით მიდიან, - ეს იქნება უგზო ადგილი. როდესაც გზა, რომლითაც შედიან – ვიწროა, ხოლო გზა, რომლითაც მიდიან (გადიან) – შემოსავლელია (არაპირდაპირია); როცა მას მცირე ძალებით შეუძლია დაესხას ჩემს დიდ ძალებს, - ეს იქნება ალყის ადგილი; როდესაც ბრძოლაში ებმებიან სწრაფად, ცოცხლები რჩებიან, ხოლო როცა ბრძოლაში სწრაფად არ ებმებიან, იღუპებიან, - ეს კი იქნება სიკვდილის ადგილი.
ამიტომ, გაფანტულობის ადგილზე ნუ იბრძოლებ; არამდგრადობის ადგილზე შეტევაზე ნუ გადახვალ; შერეულ ადგილზე კავშირებს ნუ დაკარგავ; გზაჯვარედინებზე ურთიერთობები დაამყარე; სერიოზული მდგომარეობის ადგილზე ძარცვე; უგზო ადგილებში იარე; ალყის ადგილზე იაზროვნე (იფიქრე); სიკვდილის ადგილზე იბრძოლე.
ის, ვინც ძველად კარგად ომობდა, ახერხებდა, რომ მოწინააღმდეგის მოწინავე და ზურგის ძალებს ერთმანეთთან კავშიერი არ ჰქონოდათ, მსხვილი და მცირე შენაერთები ერთმანეთს ვერ დახმარებოდნენ, კეთილშობილები და მდაბიო ფენები ერთმანეთს ვერშველოდნენ, უმაღლესნი და უმდაბლესნი არ ერთიანდებოდნენ; ისინი ისე იქცეოდნენ, რომ ჯარისკაცები ერთმანეთისაგან მოწყვეტილნი იყვნენ, ხოლო თუ ჯარი მაინც იყო გაერთიანებული, - იგი ერთიანი არ იყო (ისისნი მოქმედებდნენ მაშინ, ორდესაც ეს ხელსაყრელი იყო; თუ სასარგებლო არ იყო, ადგილზე რჩებოდნენ).
გავბედავ და ვიკითხავ; როგორ შეხვდებით მოწინააღმდეგეს თუ იგი დიდი ძალებით და ყოველმხრივ მოწესრიგებული გამოცხადდება? გიპასუხებ: პირვლმა ჩაიგდე ხელში, ის რაც მისთვის ძვირფასია. თუ დაიპყრობ, იგი შენ დაგემორჩილება.
ომში უმთავრესია სისწრაფე; ხელთ უნდა იგდო ის, რასაც მან მიაღწია; იარო იმ გზით, რომელიც მან არც კი იცის; თავს დაესხა იქ, სადაც იგი არ ფრთხილობს.
საერთოდ, ომის წარმოების წესები სტუმრის სახით, შემდეგში მდგომარეობს: როცა მოწინაღმდეგის საზღვრებს შიგნით ღრმად შედიხარ, მთელი შენი აზრი და ძალები ერთ მხარეს უნდა მიმართო, მაშინ მდგომარეობის ბატონ-პატრონი, ვერ მოგერევა.
როდესაც ნოყიერ ველებს იბყრობ (ძარცვავ), შენი არმიისთვის საკვები საკმარისი უნდა გქონდეს; გულმოდგინედ იზრუნე ჯარისკცებზე და ნუ დაქანცავ მათ; შეაკავშირე მათი სულები და გააერთიანე მათი ძალები. იმოქმედე შენი გათვლებისა და გეგმების თანახმად და მოიქეცი ისე, რომ ვერავინ ვერ შეაღწიოს (გამოიცნოს) შენს გეგმებსა და გათვლებში.
დატოვე შენი ჯარისკაცები ისეთ ადგილზე, საიდანაც ვერ გამოვლენ: მაშინ ისინი დაიხოცებიან, მაგრამ ვერ გაიქცევიან. თუ ისინი სკვდილისათვის იქნებიან მზად, როგორ ვერ მიაღწევენ გამარჯვებას? მებრძოლები და სხვა ხალხიც ასეთ შემთხვევაში მთელ თავიანთ ძალებს მოუხმობენ. როცა ჯარისკაცები სიკვდილის საფრთხეში ვარდებიან, მათ არაფრის ეშინიათ; როცა მათ გამოსავალი არ აქვთ, თავს იმაგრებენ, როცა ისინი მტრის მიწაზე ღრმად შედიან, მათ ვერაფერი აჩერებს; როცა არაფრის გაკეთება არ შეიძლება, ისინი იბრძვიან.
ამის გამო, ჯარისკაცები ყოვლგვარი მიზეზის გარეშე ფხიზლად არიან, ყოველგვარი იძულების გარეშე ეძებენ ენერგიეს, ყოველგვარი პირობების გარეშე მეგობრობენ ერთმანეთთან, ყოველგვარი ბრძანების გარეშე ენდობიან თავიანთ უფროსებს.
თუ ყოველგვარი წინასწარმეტყველება აიკრძალება და ყოველგვარ ეჭვს ჩამოიშორებენ, ჯარისკეცების გონება თვით სიკვდილამდეს არაფერზე გადაირთვება.
როცა ჯარისკაცები ამბობენ “ქონება ჩვენ აღარ გვჭირდება’, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ქონება არ უყვართ, როცა იტყვიან: “ჩვენი სიცოცხლე აღარ გვჭირდება”, ეს არ ნიშნავს, რომ მათ სიცოცხლე არ უყვართ. როცა საბრძოლო ბძანება გამოდის, ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, იმათ, ვინც სხედან – ცრემლები საყელოში ეღვრებათ, ვინც წევს ნიკაპზე ჩამოსდით, მაგრამ როცა ადამიანები ისეთ მდგომარეობაში არიან, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, ისინი მამაცდებიან ისე, როგორც ჭუან ჭუ და ცაო კუი.
ამიტომ, ვინც ომს აწარმოებს შუიჟანს ჰგავს. შუიჟანი ჩან შანის გველია. როცა მას თავზე ურტყამენ, იგი კუდით ურტყამს, როცა მას კუდზე სცემენ, იგი თავით ურტყამს; თუ მას შუა წელში სცემენ, იგი თავით და კუდით ურტყამს.
გავბედავ და ვკითხავ: შეიძლება ჯარი გახადო ჩან შანის გველის მაგვარი? გიპასუხებთ: შეიძლება. უს და იუეს სამეფოს მცხოვრებლებს ხომ ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ თუ მდინარეზე ერთი ნავით გადავლენ და მათ ქარიშხალი მოუსწრებს, ისინი ერთმანეთს ისე გადაარჩენენ, როგორც მარჯვენა ხელი გადაარჩენს მარცხენას.
ამ მიზეზით, მაშინაც კი, თუ ცხენებს გათოკავენ (გაკოჭავენ), ოთხთვალას ბორბლებს მიწაში ჩაფლავენ, ამაზე დაყრდნობა მაინც არ შეიძლება. მაგრამ როცა ჯარისკაცები სიმამაცით ერთნაირნი არიან, - ეს იქნება ნამდვილი ჯარების მართვა.
როცა ძლიერნი და სუსტნი ერთნაირად ამჟღავნებენ ვაჟკაცობას, - ნიშნავს, რომ მოქმედებს ადგილის კანო. ამიტომ, უნარიან სარდალს თითქოს და ხელჩაკიდებული მიჰყავს თავისი ჯარი; მიჰყავს ისე, თითქოს ეს ერთი კაცი იყოს; ნიშნავს, რომ შეიქმნა მდგომარეობა, საიდანაც გამოსავალი არ არის.
აი, რა არის სარდლის სქმე; იგი ყოველთვის თვითონ უნდა იყოს მშვიდი, ამით ის ამოუცნობი ხდება სხვებისათვის; ის თვითონ უნდა იყოს დისციპლინიანი და ამით ყველა წესრიგში ჰყავდეს. მან უნდა შეცდომაში შეიყვანოს საკუთარი ოფიცრებისა და ჯარისკაცების ყურები და თვალები და არ დაუშვას, რომ რაიმე იცოდნენ. ის უნდა ცვლიდეს თავის ზრახვებს, მან ახალ-ახალი გეგმები უნდა შეადგინოს და არ დაუშვას, რომ სხვები მიუხვდენენ ამას. ის უნდა იცვლიდეს თავის ადგილსამყოფელს, უნდა შეარჩიოს შემოსავლელი გზები და არ დაუშვას, რომ სხვები რაიმეს მიუხვდენენ.
როცა სარდალი ჯარს უძღვება, მაშინ ჯარისკაცები ისეთ პირობებში ჩააყენოს, თითქოს სიმაღლეზე ასულს კიბე გამოაცალეს. ჯარების გაძღოლისას, როცა თავადების მიწაზე ღრმად შედიან, გაბედული მოქმედების დაწყებისას უკან დასახევი გზა უნდა მოსპო; ჯარისკაცები ისე უნდა ატარო, როგორც ცხვრის ფარას ერეკებიან; მათ ერეკებიან აქეთ და ისინიც მოდიან აქეთ; მათ არ იციან სად მიდიან. როცა მთელ არმიას შეაგროვებენ, ისინი საფრთხეში უნდა ჩააგდონ. აი, ეს არის სარდლის საქმე.
სახეცვლილება ადგილის ცხრა სახეობაშიო, შეკუმშვისა და გაჭიმვის გამოყენება, ადამიანთა გრძნობათა კანონები, - საჭიროა ყოველივე ამის ცოდნა.
საზოგადოდ, სტუმრის როლში ომის გაძღოლის მეცნიერების მიხედვით საჭიროა; თუ მოწინააღმდეგის მიწაზე ღრმად შედიან, ყურადღებას ერთ მომენტზე ამახვილებენ; თუ ღრმად არ შედიან,- გონება იფანტება.
როდესაც თავის ქვეყნიდან მიდიან და ომობენ, - საზღვარზე გადასვლისას მოწყვეტის ადგილი იქმნება; გზა გახსნილია ყველა მიამრთულებით, ეს იქნება გზაჯვარედინი; როდესაც ღრმად შედიან, - ეს არის სერიოზული მდგრადობის ადგილი; თუ ღრმად არ შედიან, - ეს იქნება არამდგრადობის ადგილი; როცა უკანა მხრიდან მიუდგომელი ადგილებია, ხოლო წინიდან ვიწრო ბნელეთი, - ეს იქნება ალყის(გარემოცვის) ადგილი; როცა წასასვლელი არსაით არის, ეს არის სიკვდილის ადგილი.
ამ მიზეზით გავაერთიანებ ყველა სწრაფვას; არამგრადობის ადგილზე შევუწყობ კავშირს ნაწილებს შორის; სადავო ადგილზე წავალ მოწინააღმდეგის შემდეგ; შერეულ ადგილზე ყურადღებით ვიქნები თავდაცვის საქმეში; გზაჯვარედინზე გავაძლიერებ კავშირებს; სერიოზული მდგომარეობის ადგილზე უზრუნველყოფ უწყვეტ შემოზიდვას; ძნელად გასავლელ ადგილზე წინ ვივლი გზით; ალყის ადგილზე მე თვითონ გადავკეტავ გასასვლელს; სიკვდილის ადგილზე ჯარისკაცებს ჩავაგონებ, რომ ისინი ცოხლები არ დარჩებიან. ჯარისკაცების თვისება ასეთია: ისინი ალყაში არიან – თავს იცავენ; როცა არაფერი რჩებათ – იბრძვიან; როცა მდგომარეობა ძალიან სერიოზულია – ისინი მორჩილნი ხდებიან.
ამიტომ, ის ვინც არ იცის, თუ რა განზრახვა აქვთ თავადებს, მათთან წინასწარ კავშირს ვერ დაამყარებს; ვინც არ იცის მთების, ტყეების, ფლატეების, ხრამების, ლამიანების, ჭაობების თვისებები, ჯარებს ვერ გაუძღვება; ვინც არ მიმართავს ადგილობრივ გამცილებლებს, იგი ადგილის სიკეთით ვერ ისარგებლებს.
ჯარი, რომელმაც ამ ცხრა ადგილიდან თუნდაც ერთი არ იცის, არ იქნება ჰეგემონის არმია.
თუ ჰეგემონის არმია დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, იგი თავის ძალებს ვერ შეაგროვებს. თუ ჰეგემონის ძალა მოწინააღმდეგეზე იქნება მიმართული, იგი კავშირის დამყარებას ვერ შეძლებს.
ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჰეგემონი ცისქვეშეთში კავშირებს არ ეძებს, არ იხვეჭს უფლებებს ცისქვეშეთში. იგი მხოლოდ თავის ნება-სურვილებს ავრცელებს და თავისი ძალის ზემოქმედებას ახდენს მოწინააღმდეგეზე, ამიტომ, შეუძლია მას მათი სიმაგრეების აღება, შეუძლია დაამხოს მათი სახელმწიფოები.
იგი გასცემს ჯილდოებს, არ იცავს ჩვეულებრივ კანონებს და გამოსცემს ბრძანებებს ჩვეულებრივი მმართველობითი წესის დაცვის გარეშე. იგი მთლიანა არმიას ისე განაგებს, როგორც ერთ კაცს, როცა არმიას განაგებ, ილაპარაკე საქმეზე, საჭიროა ახსნა- განმარტებების მიცემა, ილაპარაკე სარგებელზე და არა ზარალზე.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებს მიატოვებენ დაღუპვის ადგილზე, ისინი იცოცხლებენ, მხოლოდ მას შემდეგ, როცა ისინი უბედურებაში ჩავარდებიან, შესძლებენ გადაწყვიტონ ომის ბედი.
ამიტომ, ომის წარმოება იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგეს მიეცეს საშუალება იმოქმედოს თავისი განზრახვის მიხედვით, შენ კი გულმოდგინეთ შეისწავლო ეს ზრახვები; შემდეგ მთელი მისი ყურადღება მიმართო რაიმე ერთზე და მოკლა მისი სარდალი, თუნდაც ის ათასი მილით იყოს დაშორებული, სწორედ ეს ნიშნავს ოსტატურად გააკეთო საქმე.
ამ მიზეზით სალაშქროდ წასვლის წინ, დაკეტე ყველა საგუშაგო, მოსპე ყველა საშვი, რომლითაც საგუშაგოზე გადიოდნენ; ეს იმისათვის, რომ გარედან მოგზავნილები ვერ შევიდნენ. მმართველი თავის სფეროში მოქმედებს და თავისი მმართველობის საქმეებს მიეცემა, ომის შესახებ კი ყველაფერს თავისი სარდლის მეშვეობით იგებს.
როდესაც მოწინააღმდეგე გახსნას და დაკეტვას დაიწყებს, აუცილებლად შეიჭერი მასთან. ეცადე ხელთ იგდო ის, რაც მისთვის ძვირფასია და მშვიდად დაელოდე მას. იარე დასახული გზით, მაგრამ მიჰყევი მოწინააღმდეგეს, ამით გადაწყვეტ ომის საკითხს.
ამიტომ, თავიდან ისე იყავი, როგორც უბიწო ქალწული, - მაშინ მოწინააღმდეგე გაგიღებს კარებს. შემდეგ იყავი როგორც გამოვარდნილი კურდღელი. მოწინააღმდეგე თავდაცვისათვის ზომების მიღებას ვერ მოასწრებს.
თავი XII
საცეცხლე თავდასხმა
სუნ ძიმ თქვა: არსებობს 5 სახის საცეცხლე თავდასხმა; პირველია, როცა ადამიანებს წვავენ, მეორეა, როცა წვავენ მარაგს; მესამეა, როცა წვავენ აღალას; მეოთხეა, როცა წვავენ საწყობებს; მეხუთეა, როცა წვავენ რაზმებს
საცეცხლე მოქმედებისათვის აუცილებლად უნდა არსებობდეს საფუძველი. საცეცხლე საშუალებებით უნდა მომარაგდე წინასწარ. იმისათვის რომ აამოქმედო ცეცხლი, საჭიროა შესაფერი დრო; იმისათვის, რომ გამოიწვიო ცეცხლი, საჭიროა შესაფერი დღე. დრო არის, როცა ამინდი მშრალია; დღე არის, როცა მთვარე ძი, პის, ის, ჭენის თანავარსკვლავედში იმყოფება. როცა მთვარე ამ თანავარსკვლავედებშია – დღე ქარიანია.
საცეცხლე თავდასხმის დროს აუცილებელია, რომ იგი თავდასხმის 5 სახეობის შესაბამისად გააღვივო; თუ ცეცხლი შიგნიდან გაჩნდა – რაც შეიძლება სწრაფად შეუწყვე ხელი მის სწრაფად გაღვივებას გარედან; თუ ცეცხლი გაჩნდა, მაგრამ მოწინააღმდეგესთან ყველაფეერი მშვიდადაა, მოიცადე და თავს ნუ დაესხმი. როცა ცეცხლი ბოლომდის გაძლიერდება – ამოქმედდი, თუ ეს შესაძლებელია; თუ მოქმედება შესაძლებელია, მაშინ დარჩი ადგილზე. თუ გარედან შეიძლება ცეცხლის გაჩენა, მაშინ სხვას ნუ დაელოდები, შეარჩიე დრო და მიუშვი (ცეცხლი). თუ ცეცხლი ქარის მიმართულებით გაჩნდა, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით თავს ნუ დაესხმები. თუ ქარი დღისით დიდხანს გრძელდება – ღამით იგი წყნარდება.
საერთოდ, ომის დროს საცეცხლე თავდასხმის 5 სახეობას უნდა იცნობდე და ყოველგვარი საშუალებებით მათგან თავი უნდა დაიცვა. ამიტომ, დახმარება, რომელსაც თავდასხმისას ცეცხლით იძლევიან, ნათელია. დახმარება, რომელსაც თავდასხმის დროს წყლით იძლევიან, ძლიერია. მაგრამ წყლით შეიძლება მოჭრა და არა დაპყრობა.
იმ შემთხვევაში, როცა მებრძოლების და გამარჯვების, თავდაცვისა და დაპყრობის საშუალებაც არის და სურვილიც, მაგრამ ამ საშუალებებს არ მივმართავთ, - უბედურებას მივიღებთ: მივიღებთ იმას, რასაც “გახანგრძლივებული ხარჯი” ჰქვია. ამიტომ იტყვიან: კარგ ხელმწიფეს იმედი აქვს ამ საშუალებების, კარგი სარდალი კი მათ იყენებს.
თუ სარგებელი არ არის, ნუ ამოქმედდები. თუ შეძენა არ შეგიძლია, ჯარებს ნუ აამოქმედებ; თუ საშიშროება არ არის ნუ იომებ. ხელმწიფემ თავისი მრისხანების გამო არ უნდა აიღოს ხელში იარაღი; სარდალი არ უნდა ჩაებას ბრძოლაში თავისი სიბრაზის გამო. ამოქმედდებიან მაშინ, თუ ეს სარგებლობას შეესაბამება; თუ ეს სარგებლობას არ შეესაბამება, ადგილზე რჩებიან. მრისხანება ისევე შეიძლება გადაიქცეს სიხარულად, სიბრაზე ისევ შეიძლება გადაიქცეს მხიარულებად, დაღუპული სახელმწიფო კი ხელახლა არ წარმოიქმნება, მიცვალებულები არ გაცოცხლდებიან. ამიტომ, განსწავლული ხელმწიფე ომის საკითხში ძალიან ფრთხილია, ხოლო კარგი სარდალი ძალიან ერიდება მას. აი, ეს არის ის გზა, რომლითაც ინარჩუნებენ მშვიდობიან სახელმწიფოსაც და არმიასაც.
თავი XIII
ჯაშუშების გამოყენება
სუნ ძიმ თქვა: საერთოდ, როცა ასიათასიან არმიას აამოქმედებენ, სალაშქროდ ათასი მილის სიშორეზე წავლენ, გლეხებისა და ხელისუფლების ხარჯები დღეში ათას ოქროს შეადგენს. შიგნით და გარეთ მღელვარებაა, იქანცებიან გზებზე და მუშაობას ვერ იწყებს შვიდასი ათასი ოჯახი.
ერთმანეთისაგან თავს იცავენ რამდენიმე წელს, გამარჯვებას კი ერთ დღეში წყვეტენ. ამ პირობებში დაგენანოს ტიტულები, ჯილდოები, ფული, თანაც არ იცოდე რა მდგომარეობაშია მოწინაარმდეგე, - ეს არაჰუმანურობის უმაღლესი საფეხურია. ვისაც ეს ენანება ის ხალხის სარდალი არაა, არაა თანაშემწე თავისი ხელმწიფისა, არ არის გამარჯვების ბატონ-პატრონი.
ამიტომ, განსწავლული ხელმწიფეები და ბრძენი სარდლები იღწვოდნენ და იმარჯვებდნენ, ჩადიოდენ გმირობებს, სჯობდნიდნენ ყველა სხვას, რადგან ყველაფერი წინასწარ იცოდნენ.
ცოდნის წინასწარ მიღება არც ღმერთებისგან შეიძლება და არც დემონებისგან, არც მსგავსი შემთხვევებით მიღებული დასკვნით შეიძლება, არც სხვადასხვა გამოთვლის გზით. იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია მოწინააღმდეგე, მხოლოდ ხალხისგან შეიძლება გავიგოთ.
ჯაშუშთა ხუთი სახეობა არსებობს: ადგილობრივი, შიდა, გადმობირებული, სიკვდილის და სიცოცხლის ჯაშუშები.
ჯაშუშთა ხუთივე სახეობა მუშაობს და მათი გზების ცოდნა შეუძლებელია. ამას ”გამოუცნობი საიდუმლო” ჰქვია. ეს ხელმწიფის განძია.
ადგილობრივ ჯაშუშებს მოწინააღმდეგის ქვეყნის ადგილობრივი მოსახლეობიდან აგროვებენ და იყენებენ მათ; შიდა ჯაშუშებს მათი მოხელეებისაგან კრებენ და იყენებენ; გადმობირებულ ჯაშუშებს მოწინააღმდეგის ჯაშუშებში არჩევენ, კრებენ მათ და იყენებენ. ვტყუი და ამის შესახებ ჩემს ჯაშუშებს ვატყობინებ, ისინი ყველაფერს მოწინააღმდეგეს გადასცემენ. ისინი არიან, რომლებიც ცოცხალი ბრუნდებიან და ცნობები მოაქვთ.
ამიტომ, არმიის ჯაშუშზე ახლობელი არავინ ჰყავს; არ არსებობს უფრო დიდი ჯილდო, ვიდრე ის, რომელსაც ჯაშუშს აძლევენ. თუ სრულად არ ეცოდინებათ ყველაფერი, ჯაშუშებს ვერ გამოიყენებენ; ჯაშუშებს ვერ გამოიყენებენ, თუ ჰუმანურები და სამართლიანები არ იქნებიან. თუ არ არიან გამჭრიახები და დახვეწილები, ჯაშუშებისაგან ჭეშმარიტ შედეგს ვერ მიიღებ. აუცილებელია დახვეწილობა! არაფერი არ არსებობს ისეთი, რაშიაც მათ ვერ გამოიყენებ.
თუ ჯაშუშის მოტანილი ცნობა ჯერ კიდევ გაგზავნილი არ არის, მგრამ ამის შესახებ უკვე გაუგეს, მაშინ თვითონ ჯაშუშიც და ისიც, ვისაც მან შეატყობინა, სიკვდილით ისჯებიან.
საერთოდ, როცა გინდა დაარტყა მოწინააღმდეგის არმიას, გინდა თავს დაესხა მის ციხე-სიმაგრეს, დახოცო მისი ხალხი, - აუცილებლად გაიგე რა ჰქვია სარდალს მის სამსახურში, რა ჰქვიათ მის მოადგილეებს, დაცვის უფროსს, მისი დაცვის მებრძოლებს. დაავალე შენს ჯაშუშებს გაიგონ ყველაფერი ეს.
თუ გაიგებ, რომ შენთან მოწინააღმდეგის ჯაშუში გამოჩნდა და გითვალთვალებს, აუცილებლად იმოქმედე მასზე სარგებლის დაპირებით; შემოიყვანე და შენთან დატოვე.
ასე მიიღებ გადმობირებულ ჯაშუშს და შეძლებ მის გამოყენებას. მისი მეშვეობით შენ ყველაფერი გეცოდინება. ასე შეძლებ ადგილობრივი და შიდა ჯაშუშების შეძენას და მათ გამოყენებას. ამიტომ, რაიმე ტყუილის მოგონებით შენს სიკვდილის ჯაშუშებს შეუძლიათ შეცდომაში შეიყვანონ მოწინააღმდეგე. მისი მეშვეობით შენ ყველაფერი გეცოდინება. ამიტომ, შენ შეძლებ აიძულო შენი სიცოცხლის ჯაშუში იმოქმედოს შენი ვარაუდის მიხედვით.
ჯაშუშების ხუთივე კატეგორიას აუცილებლად ხელმწიფე მართავს. მაგრამ მოწინააღმდეგის შესახებ აუცილებლად გადმობირებული ჯაშუშების მეშვეობით იგებენ. ამიტომ, მათ განსკუთრებული ყურადღებით უნდა მოექცეთ.
ძველად, როდესაც საბრძოლველად აღდგა ინის სამეფო, სიას სამეფოში იჭი იყო; როცა საბრძოლველად ინის სამეფო ამოქმედდა, ინის სამეფოში ლიუო ია იყო. ამიტომ, მხოლოდ განსწავლულ ხელმწიფეებს და ბრძენ სარდლებს შეუძლიათ თავის ჯაშუშებად მაღალი გონების ადამიანები აქციონ და ამ გზით აუცილებლად ჩაიდინონ დიდი საქმეები. ჯაშუშების გამოყენენბა ყველაძე უფრო არსებითია ომში; ეს ის საყრდენია, რომელსაც არმია ემყარება (რომლის იმედი მას ამქვს).

didi madloba , vedzebdi qartulad :)
ReplyDelete