Tuesday, December 15, 2009

ურთიერთობა, როგორც კომუნიკაცია

ურთიერთობა, როგორც კომუნიკაცია

ადამიანებთან ურთიერთობის უნარი _ ფულზე ყიდვადი ისეთივე საქონელია, როგორც ყავა ან შაქარი. და მე მზად ვარ გადავიხადო ამ უნარში უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი სახის სხვა საქონელში ამ სამყაროში”
ჯონ დ. როკფელერი

კომუნიკაციის ძირითადი ელემენტები

ადამიანის, როგორც პიროვნებისა და საზოგადოების წევრის, ნორმალური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ურთიერთობა. იგი წრმოადგენს ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებისა და განვითარების რთულ მრავალმხრივ პროცესს, წარმოშობილს ერთობლივი მოღვაწეობის მოთხოვნილებებით, რომელიც თავის თავში შეიცავს ინფორმაციის გაცვლას, ურთიერთობის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას, სხვა ადამიანის აღქმასა და გაგებას.
საქმიანი ურთიერთობა _ ეს არის კომუნიკაცია, ანუ ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ფასეულია ურთიერთობის მონაწილეებისათვის. კომუნიკაცია უნდა იყოს ეფექტური, ხელა უწყობდეს ურთიერთობის მონაწილეების მიზნების მიღწევას, რაც გულისხმობს შემდეგი საკითხების გაგებას: როგორია კომუნიკაციის საშუალებები და როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი მართებულად კომუნიკაციის პროცესში; როგორ უნდა გადაილახოს გაუგებრობის კომუკიკაციური ბარიერები და კომუნიკაცია გახდეს წარმატებული. კომუნიკაციის ძირითადი ამოცანებია _ ურთიერთობის მონაწილეების მიზნების მიღწევა და კომუნიკაციური ბარიერების გადალახვა, რომლებიც გამოწვეულია ურთიერთობის მონაწილეებს შორის გაუგებრობით ან სხვა რამე მიზეზით.
საქმიანი ურთიერთობების ძირითადი შემადგენლებია:
• ურთიერთობების კომუნიკატიური მხარე (ადამიანებს შორის ინფორმაციის გაცვლა);
• ინტერაქტიური მხარე (ინდივიდებს შორის ურთიერთქმედების ორგანიზაცა);
• პერცეპტიული მხარე (ურთიერთობის პარტნიორების მიერ ერთმანეთის აღქმის პროცესი და ურთიერთგაგების დამყარება).
აგვარად, ურთიერთობაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც ერთობლივი მოღვაწების ორგანიზაციასა და მასში ჩართული ადამიანების ურთიერთობებე.
ტერმინი “კომუნიკაცია” სამეცნიერო ლიტერატურაში გამოჩნდა XX საუკუნის დასაწყისში და მას გააჩნია სამი მნიშვნელობა:
• მატერიალური და სულიერი სამყაროს ნებისმიერი ობიექტების კავშირის საშუალება;
• ურთიერთობა, ადამიანიდან ადამიანზე ინფორმაციის გადაცემა (პიროვნებათაშორისი კომუნიკაცია);
• საზოდაგოებაში ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა (სოციალური კომუნიკაცია).
ადამიანური კომუნიკაციის ნებისმიერ პროცესში შედის სამი ძირითადი ელემენტი:
• ადამიანები;
• შეტყობინებები;
• ამ შეტყობინებების გადაცემის საშუალებები.
კომუნიკატიური პროცესები არსობრივად განსხვავდებიან ინფორმაციის ინფორმაციული გაცვლისაგან. ეს სპეციფიკა ვლინდება:
• უკუკავშირის პროცესის ხასიათში;
• კომუნიკატიური ბარიერების არსებობაში;
• ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა დონის არსებობაში.
მართვის ეფექტიანობის კუთხით, ხელმძღვანელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ თავისებურებების გაგაება და მათი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში.
კომუნიკაციის ძირითადი ელემენტებია:
• შეტყობინების წყარო (კომუნიკატორი) _ შეტყობინების შემქმნელი, პირი, რომელიც გენერირებას უკეთებს იდეას.
ორგანიზაციის პირობებში შეტყობინების წყაროს როგორც წესი წარმოადგენს ორგანიზაციის წევრი, რომელსაც გააჩნია იდეები, ინფორმაცია, განზრახვა და აქვს სურვილი დაამყაროს კომუნიკაცია. წყარო შეიძლება იყოს ორგანიზაცია, ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი. შეტყობინების წყარო და კომუნიკატორი ყოველთვის არ არის ერთი და იგივე ვინმე;
• კოდები _ სიმბოლოები და ნიშნები, რომლებიც მიმღებისათვის გასაგებ ენაზე თარგმნიან შეტყობინებას. კოდების სახით გამოიყებენა კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური საშუალებები.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არღვევს კომუნიკაციის არსს, წარმოადგენს გადაცემადი ინფორმაციის მთლიანობის დარღვევა, ინფორმაციის არასწორი კოდირება და დეკოდირება. კოდირებისა და დეკოდირების პროცესების სხვადასხვაგვარობის დროს შეიძლება დაირღვეს გადაცემადი ინფორმაციის მთელი ბლოკი; ვინაიდან მუდმივ ცვალებადობას განიცდს ყოველი ადამიანის პიროვნული თვისებები და მიზნები, საზოგადოების წარმატებები, გარემოცვა, გამოცდილება, ენის სიტყვიერი მარაგი, ცოდნის მოცულობა, ინტერესები, უერთიერთობები, სეხედულებები ფასეულობებზე. საუბრის დროს მნიშვნელოვანია თანამოსაუბრეზე ორიენტირება, თავისი და მისი ურთიერთობის დონის თანაფარდობაში მოყვანა; ხელმძღვანელმა ყოველთვის უნდა დააზუსტოს სწორად იქნა თუ არა დეკოდირებული მის მიერ გადაცებული ინფორმაციის ბლოკი, სწორედ იქნა თუ არა აღქმული შეტყობინება მსმენელის მიერ.
• შეტყობინება _ ინფორმაცია და კოდირებული იდეა, ანუ ის, რასაც წყარო გადასცემს მიმღებს. ინფორმაციის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია ინფორმაციის წყაროსა და მის მიმღებს შორის არსებულ წარმოდგენებზე, სოციალური კლასისადმი კუთვნილებაზე, საზოგადოებაში დაკავებულ მდგომარეობაზე, კომუნიკაციური ბარიერების არსებობას ან არ არსებობაზე. რაც უფრო გულდასმით ხდება გადაცემადი ინფორმაციის ბლოკის დეკოდირება, მით უფრო ეფექტურია კომუნიკაცია. ინფორმაციის ბლოკი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მან მთლიანად დააინტერესოს მიმღები. მნიშვნელოვანია აგრეთვე კომუნიკაციურ პროცესში უკუკავშირის უზრუნველყოფა. უკუკავშირის ჯაჭვი უზრუნველყოფს მიმღების პასუხის (რეაქციის) არხს (გადაცემას), რომელიც საშუალებას აძლევს წყაროს განსაზღვროს მიღებული იქნა თუ არა გადაცემადი ინფორმაციის ბლოკი და გამოიწვია თუ არა მან საჭირო რეაქცია;
• არხი _ საშუალება, რომლის მეოხებითაც შეტყობინება კომინიკატორიდან გადაეცემა კომუნიკანტს. ეს არის საშუალება, რომლითაც შეტყობინება გადაეცემა მოლაპარაკესაგან მსმენელს. ორგანიზაციის პირობებში მათ შეიძლება მიიღონ შემდეგი ფორმები: პირისპირ საუბარი, წერილობითი შეტყობინება, სატელეფონო საუბარი, ზეპირი შეტყობინება, არაოფიციალური კომუნიკაციები, საერთო კრება და სხვა.
არხები იყოფა შემდეგ სახეებად:
• ტექნიკური (მის: პრესა, ტელევიზია, რადიო, ელ.საშუალებები);
• პიროვნებათაშორისი (წყაროსა და მიმღებს შორის ინფორმაციის უშუალო გაცვლა).
კომუნიკაციის არხები განლაგებულია შემდეგი იერარქიით (ზემოქმედების ეფექტიურობის მიხედვით):
• პირისპირ საუბარი. ურთიერთობა ერთი-ერთზე.
• დისკუსია მცირე ჯგუფის ფარგლებში.
• მცირე აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.
• სატელეფონო საუბარი.
• წერილი, პირადი წერილობითი შეტყობინება.
• კომპიუტერზე ან საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ტექსტი.
• შეტყობინება მცირე აუდიტორიისათვის.
• მასალა (სატატია) გაგზავნილი პირდაპირი საფოსტო გზავნილით.
• სტატია კომპანიის საინფორმაციო წერილის სახით.
• ახალი ამბები მის-ში.
• რეკლამა მის-ში.
• გარე რეკლამა. ბანერები.
ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კარგად უნდა ერკვეოდეს კომუნიკაციის ყველა ელემენტებში, თანაბრად კარგად უნდა ფლობდეს ურთიერთობების, როგორც ვერბალურ, ასევე არავერბალურ საშუალებებს და შეეძლოს მიღებული ინფორმაციის სწორი დეკოდირება. ეს საჭიროა თანამშრომლებთან ურთიერთგაგებისა და ეფექტური კომუნიკაციის მისაღწევად.

კომუნიკაციის მოდელები
1984 წელს ჯეიმს გრუნუნგმა (მერილენდის უნივერსიტეტი) და ტოდ ჰანტმა (ნიუ-ჯერსის სახელმწეფო უნივერსიტეტი) შეიმუშავეს და დაასაბუთეს კომუნიკაციის ოთხი მოდელი:
• პრესასთან კავშირის სააგენტო / პაბლისიტი
მთავარი მიზანი _ ფირმის მიღწევების პროპაგანდა ინფორმაციის ცალსახა ნაკადით: კომუნიკატორი _ კომუნიკანტი. მთავარია ინფორმაციის აუდიტორიამდე მიტანა და არა უკუკავშირი. მსგავსი მოდელი გვხვდება სპორტში, თეატრში, ბაზარზე ნაწარმის წინ წაწევის დროს. ნეგატიურ მომნტს წარმოადგენს ინფორმაციის დამახინჯების შესაძლებლობა, ნახევრად სიმართლე და ტყუილი.
• საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ესეც ცალმხრივი პროცესია, აქ ნაგულისხმევია, რომ მის მიიღებენ და გაავრცელებენ მხოლოდ მართებულ ინფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს დადებითი პაბლისიტის შექმნას. ინფორმაციის გადაცემის პროცესი არ ხორციელდება ვიღაცის დარწმუნების მიზნით. აუდიტორიაზე ზემოქმედების ხარისხი იზომება კომუნიკაციის სისტემაში მოქცეული აუდიტორიის რაოდენობით. ეს მოდელი ფართოდ გამოიყებენა ბიზნესის სფეროსა და არაკომერციული სამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
ორმხრივი ასიმეტრია
მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტები ითხოვენ ინფორმაციას მიზნობრივი ჯგუფებისაგან და იყენებენ მას ეფექტური ინფორმაციული სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად. იგი დაფუძნებულია ორმხრივი კომუნიკაციური პროცესის იდეაზე დარწმუნების მეცნიერული მეთოდების გამოყენებით. მთავარი მიზანია _ უკუკავშირის უზრუნველყოფა. ძალისხმევა ძირითადად მიმართულია დაგეგმარებასა და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევაზე. პრაქტიკაში ხორციელდება Pღ-ის სფეროში გამოიყენება კონკურენტი ფირმების მიერ სამომხმარებლო ბაზრისათვის ბრძოლაში.
ორმხრივი სიმეტრია
XX საუკუნის ყველაზე პოპულარული კომუნიკაციური მოდელი. მიზანი _ ორმხრივი ურთიერთგაგების მიღწევა. მიმართულია აუდიტორიის მიერ იამთუიმ ორგანიზაციის ქმედებების აღქმის შესწავლაზე კომუნიკაციური აქტის ზემოქმედებისა და შედეგების განსაზღვის მიზნით. ზემოქმედების ხარისხისა და აუდირორიასთან უკუკავშირის დონის გამოკვლევა საშუალებას იძლევა განისაზღვროს Pღ-ის სპეციალისტების მოღვაწეობია ეფექტურობა.

ურთიერთობის საშუალებები
საქმიანი ურთიერთობა _ არის კომუნიკაცია, ანუ ურთიერთობის მონაწილეთათვის მნშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა.
ყველაზე ეფექტური კომენიკაციის მისაღწევად აუცილებელია შემდეგი საკითხების გარკვევა:
• როგორის კომუნიკაციის საშუალებები და როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი მართებულად ურთიერთობის პროცესში;
• როგორ უნდა გადავლახოთ გაუგებრობის ბარიერები და გავხადოთ კომუნიკაცია წარმატებული.
ურთიერთობის ყველა საშუალებები იყოფა ორ ჯგუფად: ვერბალურად (სიტყვიერ} და არავერბალურად. ურთიერთობის ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს შორის არსებობს ფუნქციების თავისებური დანაწილება: სიტყვიერი არხით გადაეცემა სუფთა ინფორმაცია, ხოლო არავერბალურით _ ურთიერთობის პარტნიორისადმი დამოკიდებულება.






ვერბალური კომუნიკაციის თავისებურებანი

ვერბალური ურთიერთობის საშუალებებს მიაკუთვნებენ _ წერილობით და ზეპირ მეტყველებას, მოსმენასა და კითხვას. ზეპირი და წერილობითი მეტყველება მონაწილეობენ ტექსტის შექმნაში (ინფორმაციის გადაცემის პროცესი), ხოლო მოსმენა და კითხვა _ ტექსტისა და მასში ჩადებული ინფორმაციის აღქმაში.
კომუნიკაციის პროცესში მეტყველების ძირითად ფუნქციებს მიაკუთვნებენ:
• კომუნიკატიური (ინფორმაციის გაცვლის ფუნქცია);
• კონსტრუქციული (აზრების ფორმულირება);
• აპელაციური (ადრესატზე ზემოქმედება);
• ემოციური (სიტუაციაზე უშუალო ემოციაომალური რეაქცია);
• ფაქტიური (რიტუალური (ეტიკეტის) ფორმულების გაცვლა);
• მეტაენობრივი (ინტერპრეტაციის ფუნქცია, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა შემოწმდეს, იყენებენ თუ არა თანამოსაუბრეები ერთი და იგივე კოდს).
ფუნქციას, რომელსაც ასრულებს ენა (მეტყველება) კომუნიკაციის პროცესში, განსაზღვრავს გამონათქვამის სახესა და სიტყვების შერჩევას. იმიდა მიხედვი, თუ რა მიზნები ამოძრავებთ კომუნიკაციის მონაწილეებს, გამოყოფენ გამოთქმის შემდეგ ტიპებს:
• შეტყობინება,
• აზრი,
• რეკომენდაცია,
• კრიტიკული შენიშვნა,
• წინადადება,
• რეზიუმე,
• კომპლიმენტი,
• განსჯა,
• რჩევა,
• დასკვნა,
• შეკითხვა.
დიალოგი ადამიანმა შეიძლება აწარმოოს როგორც თანამოსაუბრესთან, ასევე თავის თავთან. შესაბამისად, ხდება მეტყველების დაყოფა გარემეტყველებად და შიდამეტყველებად. შიდამეტყველება არ ათვლება კომუნიკაციაად, რამეთუ ამ დროს არ მიმდინარეობს დიალოგი.
გარემეტყველება თავის თავში შეიცავს დიალოგს, მონოლოგს, ზეპირ მეტყველებას და წერით მეტყველებას. დიალოგი იყოფა ინფორმატიულ (ინფორმაციის გადაცემის პროცესი) და მანიპულიატორულ (თანამოსაუბრის ფარული მართვა) დიალოგედ. ურთიერთობის ძირითAდი ამოცანა _ მართებული და ზუსტი ინფორმაციის გადაცემა ვერბალური, ანუ სიტყვიერი ფორმით. ამ დროს შეიძლება მოხდეს ინფორმაციის ნაწილობრივი დამახინჯება ან მისი დაკარგვა. დანაკარგის ოდენობა განისაზღვრება სიტყვიერი მარაგის შეზღუდულობით, თანამოსაუბრისადმი ნდობით ან უნდობლობით, პირადული მიზნებითა და სწრაფვით, ასევე გარეშე ფაქტორების გამო, რომლებიც ნეგატიურად აისახებიან ინფორმაციის სიზუსტეზე,
კომუნიკაციის პროცესში შეიძლება მოხდეს ავარიები, ხმაურით გამოწვეული ხარვეზები, ანუ ის ფაქტორები, რომლებიც დაბლა სწევენ გადაცემის ხარისხს. ორგანიზაციის ფარგლებში ეს შეიძლება მოხდეს მრავალრიცხოვანი ფაქტორების ზეგავლენით:
• ხმაურით გამოწვეული ხარვეზები;
• შეტყობინების მიმღები და/ან გადამცემი ადამიანის მიერ არასწორი ინტერპრეტაცია;
• სხვადასხვა მნიშვნელობა, რომელსაც ანიჭებენ სიტყვებს სხვადასხვა ადამიანები (სემანტიკური პრობლემა);
• დროის ზეგავლენა.
ხელმძღვანელებისა ხელქვეითების მიერ თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობის განსხვავებული გაგება აუცილებლად აღრმავებს ხელმძღვანელებსა ხელქვეითებს შორის კომუნიკაციის არარსებობას.
გთავაზობთ სქემას რომელიც ასახავს ინფორმაციის გადაცემის ძირითად ეტაპებს. საფუძვლად აღებულია საწყისი აზრი _ 100% ინფორმაცია. მისი გამოთქმის დროს იკარგება ინფორმაციის 20%; მსმენელები იღებენ მხოლოდ 70% სიტყვიერი მარაგის ენობრივი ბარიერის გამო; წარმოსახვითი ფილტრაციისა და ყურადღების ნაწილობრივი დაკარგვის გამო მიიღება 60%; მეხსიერებაში რჩება საწყისი ინფორმაციის მხოლოდ 24%.
კომუნიკაციის პროცესში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი კომუნიკატიური ბარიერები:
• ლოგიკური ბარიერი _ უჩნდებათ არაერთგვაროვანი აზროვნების პარტნიორებს. იმისდა მიხედვით, თუ რა სახისა და ფორმის აზროვნება პრევალირებს თითოეული პარტნიორის ინტელექტში, მათი ურთიერთობა იგება გაგების ან არგაგების დონეზე;
• სტილისტიკური ბარიერი _ შეუსაბამობა ინფორმაციის წარდგენის ფორმასა დამ ის შინაარს შორის. წარმოიქმნება შეტყობინების არასწორი ორგანიზაციის დროს. შეტყობინება აგებული უნდა იყოს: ყურადღებიდან ინტერესზე; ინტერესიდან ძირითAდ დებულებებზე; ძირითადი დებულებებიდან შეწინააღმდეგებასა და კითხვებზე, პასუხებზე, დასკვნებზე, რეზიუმირებაზე;
• სემანტიკური (აზრობრივი) ბარიერი _ წარმოიქმნება ლინგვისტური სიტყვის მარაგისა და აზრობრივი ინფორმაციის შეუსაბამობის დროს, აგრთვე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების სიტყვიერი ქცევის განსხვავებების გამო;
• ფონეტიკური ბერიერი – წინააღმდეგობები, რომლებსაც ქმნის მოლაპარაკის მეტყველების თავისებურებები (დიქცია, ინტონაცია, მახვილის ლოგიკური გაკეთება და ასე შემდეგ). უნდა ილაპარაკოთ მკვეთრად, გასაგებად, საკმაოდ ხმამაღლა;
საქმიანი ურთიერთობების ორი ძირითადი შემადგენელია: ლაპარაკისა და მოსმენის უნარი.
1. ლაპარაკის უნარი, ანუ ორატორული ხელოვნება (რიტორიკა), წარმოიშვა ანტიკურ ეპოქაში. თქვენ რომ გაგიგონ მარტო კარგი დიქცია არ არის საკმარისი. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, თუ რა სიტყვებით აპირებთ რაიმეს თქმას, რათა თქვენი აზრი სწორად იყოს გაგებული. დიდი აუდიტორიის წინასე გამოსვლის წინ ადამიანი თავისთვის აყალიბებს გამოსვლის თეზისებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი სიტყვიერი კომუნიკაცია მოითხოვს სპონტანურობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის შეშფოთება, გაუბედავობა, შიში. ზეპირმეტყველებაზე მუშაობა უნდა დაიწყოთ სიტყვების მარაგის გაფართოვებით. თუ თქვენ გესმით, რისი თქმა გსურთ და თქვენი სიტყვების მარაგი საკმაოდ დიდია, თვენ აუცილებლად შესძლებთ ზუსტად გამოხატოთ თქვენი აზრი და თავიდან აიცილოთ გაუგებრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც სრული დომხალია აზრებსა და სიტყვებში, აუცილებლად აღმოჩნდებით არასახარბიელო სიტუაციაში. არის კიდევ ერთი ყურადსაღები მომენტი: ხშირად ადამიანებს სხვენიათ გამოიყენონ საკუთარი მდიდარი სიტყვობრივი მარაგი, ერიდებათ თავი მოიწონონ განათლებით, რათა ეს არ ჩაუთვალონ ქედმაღლობაში.
მეტყველების კულტურა განისაზღვრება ენის ფლობის ხარისხით და გააჩნია რამოდენიმე შემადგენელი:
• ლიტერატურული ენა და ლიტერატურული ნორმები;
• ხალხური მეტყველება;
• პროფესიონალური ლექსიკა;
• არანორმატიული ლექსიკა.
ტიპიური შეცდომები, საკუთარ თავთან დაკავშირებული, რომლებიც არ იძლევიან თანამოსაუბრამდე აზრის დაყვანის საშუალებას:
• აზრებისა და არგუმენტების (მათ გამოთქვამდე) არამკვეთრი ორგანიზაცია;
• გამოსახატავი აზრის დაუდევარობა, გაუბედავობა და როგორც შედეგი _ ნათქვამის ორაზროვნება;
• გამონათქვამის უთავბოლობა, ხანგრძლივობა _ მივყავართ ადრე ნათქვამის აზრის დაკარგვამდე;
• მსმენელისადმი უყურადღებობა.
თანამოსაუბრეზე არაორიენტირება, ანუ სიტყვის მონოლგად გადაქცევას მივყავართ მიმღების მიერ ინფორმაციის მანიშვნელოვან ნაწილის დაკარგვამდე. ამიტომაც ურთიერთობის ყველაზე ეფექტურ ფორმად მიჩნეულია დიალოგი. აქ კი მნიშვნელოვანია კითხვების დასმის უნარი.
კითხვები შეიძლება დაიყოს ორ ძირითAდ ჯგუფად: დახურულ და ღია კითხვებად.
ღია (ინფორმაციული) კითხვები აგებულია ისე, რომ დააინტერესოს და თAვის გარეშემო დააჯგუფოს სხადასხვანაირი შეხედულებები.
დახურული კითხვები გულისხმობენ “დიახ” ან “არა”-ს.
კითხვების კიდევ ერთი ტიპია ესტაფეტური კითხვები. ისინი დიალოგს ხდიან დინამიურს, უსწრებენ მოლაპარაკის გამონათქვამებს, მაგრამ კი არ აწყვეტინებნ მას, არამედ ეხმარებიან მას ზუსტად ჩამოაყალიბონ სემდგომი აზრები.

2. მოსმენის უნარი. ურთიერთობის წარმატება არა მარტო ლაპარაკის უნარზე, არამედ მოსმენის უნარზეც. მოსმენის უნარში ჩადებულია უკუკავშირის მიღება.
უკუკავშირი (კომუნიკაციის ეფექტი) _ შეტყობინების მიღების შედეგად მომხდარი ცვლილებები კომუნიკანტის ქცევაში.
კომუნიკატორს იმედი აქვს, რომ მის მიერ გადაცემული ინფორმაციის ბლოკს გააჩნია “სიზუსტის” მაღალი ხარისხი. მაგრამ ვინაიდან გადაცემადი ინფორმაციის ბლოკის სიზუსტე (უტყუარობა) იშვიათად არის რეალური, სასურველია კომუნიკაციურ პროცესში უკუკავშირის უზრუნველყოფა. უკუკავშირის ჯაჭვი უზრუნველყოფს არხს (გადაცემას) მიმღების პასუხისათვის (რეაქცია), რომელიც საშუალებას აძლევს კომუნიკატორს განსაზღვროს მიღებული იყო თუ არა ინფორმაციის ბლოკი და გამოიწვია თუ არა მან სასურველი რეაქცია.
გამოყოფენ თანამოსაუბრის მოსმენის ორ ტიპს:
• არარეფლექსიური მოსმენა _ ყურადღებითი სიჩუმის უნარი, თანამოსაუბრის გამოსვლაში, საკუთარი შენიშვნებით, ჩაურევლობა. მსგავსი მოსმენა უპრიანია, როდესაც მოლაპარაკე ემოციურად აღგზნებულია, უნდა რომ გამოხატოს საკუთარი შეხედულება, უნდა რომ იმსჯელოს მტკივნეულ საითხებზე;
• რეფლექსიური მოსმენა _ შეტყობინების აზრის გაშიფრვის პროცესი. ნათქვამის რეალური მნიშვნელობის გარკვევას ემსახურება რეფლექსიური პასუხები: გარკვევა, პერეფრაზირება, გრძნობების ასახვა და რეზიუმირება.
გარკვევა _ მოლაპარაკესადმი მიმართვა, დასაზუსტებლად, შემდეგი საკვანძო ფრაზების მეოხებით: “მე ვერ გავიგე…...”, “რას გუსიხმობთ?” და სხვა;
პერეფრაზირება _ მოლაპარაკეს შეტყობინების საკუთარი ფორმულირება მისი სიზუსტის შესამოწმებლად შემდეგი ტიპის ფრაზების მეოხებით: “როგორც მე მაგიგეთ…...”, “თქვენ ფიქრობთ, რომ...” და სხვა;
გრძნობების ასახვა _ მსმენელის მიერ მოლაპარაკის ემოციური მდგომარეობის ასახვა შემდეგი ფრაზების მეოხებით: “ალბათ თქვენ გრძნობთ...”, “თქვენ რაღაცნაირად აღელვებული ჩანხართ...” და სხვა.…
რეზიუმირება _ მოლაპარაკის ძირითადი იდეებისა და გრძნობების შეჯამება შემდეგი ფრაზების გამოყენებით: “როგორც მე გავიგე, თქვენ ძირითად იდეებს წარმოადგენენ...”, “თუ შევაჯამებთ თქვენს მიერ ნათქვამს, მაშინ...”.

მოსმენის ტიპიური შეცდომები
შეტყობინების დროს თანამოსაუბრის შეჩერება. ეს, ჩვეულებრივ, ხდება არაცნობიერად. ამ დროეს უნდა შეეცადოთ აღადგინოთ თანამოსაუბრის აზრთა წყობა.
ნაჩქარები დასკვნები. იგი აიძულებს თანამოსაუბრეს დაიკავოს თავდაცვითი პოზიცია, რაც თავის მხივ დაუყოვნებლივ წარმოქმნის წინააღმდეგობას კონსტრუქციული ურთიერთობისათვის.
ნაჩქარები წინააღმდეგობა. წარმოიქმნება თანამოსაუბრის უყურადღებოდ მოსმენისა და მის გამონათქვამებთან უთანხმოების გამო. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ უარმყოფელი ადამიანი ცდილობს თქვას იგივე, რასაც ცდილობდა მოლაპარაკე.
დაუკითხავი რჩევები. მათ, როგორც წესი იძლევიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ რეალური დახმარების გაწევა. უნდა შეგეძლოთ ზუსტად დაადგინოთ თანამოსაუბრის მიზნები, რა სურს მას, ხოლო შემდეგ ან ერთობლივად იფიქროთ, ან მიიღოთ კონკრეტული დახმარება.

ასერტულობა
ასერტულობა არის ადამიანის უნარი დაიცვას საკუთარი უფლებები. არის ტრიადა, რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს: კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვედრისას იყავით მტკიცე, პატიოსანი და კეთილგანწყობილი. თქვენი სიმტკიცე საშუალებას არ მისცემს ოპონენტს მოახდინოს თქვენი დაშინება ან მანიპულირება. თქვენი პატიოსნება საშუალებას არ მოგცემთ ჩათრეული აღმოჩნდეთ ამორალურ სიტუაციაში, მაშინაც კი როცა გიწევენ პროვოცირებას. თქვენი კეთილგანწყობა დაანახებს ოპონენტებს, რომ თქვენ მზად ხართ თანამშრომლობისათვის.

ურთიერთობათა არავერბალური სშუალებები

არავერბალური სშუალებების მეოხებით ადამიანებს შეუძლიათ ურთიერთობა სიტყვის ამოუღებლად. არავერბალური სშუალებებს მიაკუთვნებენ: მიმიკას, ჟესტებს, ინტონაციას, ხმის ტემბრს, სიარულის მანერა, ტაქტილნური ზემოქმედება, ანუ პიროვნების ფარული ფსიქოლოგიური მახასიათებლების მაჩვენებლები. ინფორმაციის დაახლობით 70% აღიქმება ვიზუიალური არხით. არავერბალური სიგნალები საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ თანამოსაუბრის ჭეშმარიტი აზრები და გრძნობები.
ურთიერთობათა არავერბალური სშუალებების კატეგორიებია: კინესიკა, პროსოდიკა და ექსტრალინგვისტიკა, ტაკესიკა, პროქსემიკა.
კინესიკა _ სხვა ადამიანის მოძრაობის (სიარულის მანერა, მიმიკა, ჟესტი, პოზა, მზერა) ვიზუალური აღქმა. მიმიკა გადასცემს ძირითდ ინფორმაციას ადამიანის მდგომარეობისა და ოპონენტისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.
გამოყოფენ ადამიანის ექვს ემოციონალურ მდგომარეობას: მრისხანება, სიხარული, ტანჯვა, გაკვირვება, ზიზღი. გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ ადამიანის მდგომარეობაზე ყველაზე ზუსტ ინფორმაცას წარბები დაპ ირის გარეშემო არეალი.
ურთიერთობის მონაწილეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულების შესახებ უტყუარ ინფორმაცის იძლევა აგრეთვე მზერა (ვიზუალური კონტაქტი). მზერა დაკავშირებულია გამონათქვამის ფორმირების პროცესთან. აზრის ფორმირების პროცესში, აგრეთვე როდესაც საუბარია რთულ სიტუაციაზე _ მზერა მიმართულია ტანამოსაუბრის მიღმა. ჩვენ შეგვიძლია შეგნებულად ვაკონტროლოთ მზერა, მაგრამ ვერ გავაკონტროლებთ თვალის გუგების გაფართოვებისა და შევიწროვებას, ვინაიდან ეს ხდება არაცნობიერად. გაფართოებული გუგები გამოხატავენ: დაინტერესებას, ამაღლებულ განწყობას, აღგზნებას. დავიწროვებული გუგები გამოხატავენ: ცუდ გუნებას, სიბრაზეს.
ყველაზე ინფორმატიულს წარმოადგენს ადამიანის ტანი. როდესაც ადამიანს სურს რაიმეს დამალვა, მისის სახე ხდება ნაკლებად ინფორმატიული და ტითქმის არ გამოხატავს ემოციებს. ამ შემთხვევაში ინფორმაციის მთავარი წყარო ხდება ტანი. ძირითად აზრობრივ დატვირთვას იძენენ პოზა, ჟესტი, სიარულის მანერა.
პოზა _ ეს არის მოცემული კულტურისათვის ტიპიური ადამიანის სხეულის მდგომარეობა, ადამიანის სივრცული ქცევის ელემენტარული ერთეული.
პოზა თვალნათლივ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ აღიქვამს მოცემული ადამიანი საკუთარ სტატუსს თანამოსაუბრესთან მიმართებაში. შედარებით მაღალი სტატუსის ადამიანები თავიანთ მოძრაობებში ნაკლებად არიან შებოჭილი.
მკვლევარები ამ სფეროში გამოყოფენ დახურულ და ღია პოზებს.
დახურული პოზებისათვის დამახასიათებელია ადამიანის სწრაფვა დაფაროს სხეულის წინა ნაწილი. მაგალითად გულზე დაკრეფილი ხელები, ფეხის ფეხზე შემოდება და სხვა.
ღია პოზებისათვის დამახასიათებელია გაშლილი ხელები ხელისგულებით ზემოთ, ხელებისა და ფეხების მოდუნებული მდგომარეობა. ადამიანი გამოხატავს თAნხმობას, კეთილგანწყობას.
თვითგამოხატვის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს ჟესტიკულაცია. რაც უფრო აღელვებული და აღგზნებულია ადამიანი, მით უფრო ინტენსიურია მისი ჟესტიკულაცია.
არსებობს ჟესტების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც კულტურული სხვაობის მიუხედავად, გააჩნია ერთნაირი მნიშვნელობა:
_ კომუნიკატიური _ მისალმების ჟესტები, ყურადღების მიქცევის, აკრზალვის, დამადასტურებელი, კითხვითი, უარყოფითი და სხვა;
_ მოდალური _ შეფასება და დამოკიდებულება (ნდობა, უნდობლობა და სხვა);
_ აღწერითი _ აქვთ აზრობრივი დატვირთვა სიტყვიერი გამოთქმის დროს.
დიდი მნიშვნელობა აქვს კონგურენტულობას _ ჟესტებისა და სიტყვების დამთხვევას. როდესაც ადამიანი ცრუობს მისი სიტყვები არ შეესაბამება ჟესტებს. სიარულის მანერაც მეტყველებს ადამიანის ემოციონალურ მდგომარეობაზე. მრისხანებისას სიარული მძიმეა, სიხარულისას _ მსუბუქი, ტანჯვისას _ დათრგუნული, სისამაყიას _ ფართე.
პროსოდიკა და ექსტრალინგვისტიკა
ეს საშუალებები დაკავშირებულია ხმასთან, როგორც მახასიათებლები, რომლებიც ქმნიან ადამიანის სახეს. პროსოდიკა შეიცავს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ხმის ტონის სიმაღლე, სიძლიერე, მახვილის სიძლიერე. ექსტრალინგვისტიკა _ პაუზებს, ფსიქოფიზიოლოგიური გამოვლენები: ტირილი, ჩახველება, სიცილი, ამოსუნთქვა.
პროსოდიკური და ექსტრალინგვისტური საშუალებები მეტყველებას აძლევენ ემოციონალურ და მკვეთრ შეფერილობას. ყოველ ემოციონალურ მდგომარეობას შეესაბამება მეტყველების საკუთარი სიჩქარე. სიხარული გადაიცემა მაღალი ხმით; მრისხანება, შიში გადაიცემა მაღალი ხმით, ოღონდ ტონალობის უფრო მაღალი დიაპაზონით; დაღლილობა, მწუხარება გადაიცემა დახშული ხმით და ინტონაციის თანდათანობითი დაქვეითებით.
ურთიერთობა რომ უფრო პროდუქტიული იყოს, საჭიროა თანამოსაუბრის არა მარტო მოსმენა, არამედ გაგებაც. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ მოძრაობა ეწინააღმდეგება იმას, რასაც გვატყობინებს ხმა.


ტაკესიკა
ტაკესიკას ახასიათებს დინამიკა _ ხელის ჩამორთმევა, კოცნა და სხვა ტაქტილური შეხებები. დინამიური საშუალებების გამოყენება განისაზღვრება ურთიერთობის მონაწილეთAსტატუსით, ასაკით, ნაცნობობის ხარისხით.
ხელის ჩამორთმევა იყოფა სამ ტიპად:
_ დომიმანტური (ხელი ზემოდან, ხელისგული ზემოდან ქვევით);
_ მორჩილი (ხელი ქვემოდან, ხელისგული ქვემოდან ზევით);
_ თანასწორფუფლებიანი.
უნდა გახსოვდეთ, რომ ტაკესიკური საშუალებების არასწორმა და არაადეკვატურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი ურთიერთობებში.
პროქსემიკა.
ტერმინი “პროქსემიკა” შემოიღო ამერიკელმა ანთროპოლოგმა ე. ჰოლმა. პროქსემიკას მიაკუთვნებენ ურთიერთობის მომენტში პარტნიორების სივრცულ ორიენტაციასა და მათ შორის დისტანციას. ოპტიმალური დიდსტანციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური რეაქცია. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურულ და ეროვნულ თავისებურებებს.
პიროვნების არავერბალური ქცევა მრავალფუნქციონალურია, ვინაიდან იგი:
• ქმნის ურთიერთობის პარტნიორის სახეს;
• გამოხატავს ურთიერთობის მონაწილეთA ურთიერთობებს, აყალიბებს ამ ურთიერთობებს;
• წარმოადგენს პიროვნების აქტუალური ფსიქიური მდგომარეობის ინდიკატორი;
• გამოდის ვერბალური შეტყობინების დაზუსტების, გაგების როლში. აძლიერებს ნათქვამის ემოციონალურ გამდიდრებას;
• ინარჩუნებს ურთიერთობაში მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური სიახლოვის ოპტიმალურ დონეს;
• გამოდის სასტატუსო-როლებრივი ურთიერთობების მაჩვენებლის სახით.

კომუნიკაციის მოდელები

შეტყობინების მიზნებიდან გამომდინარე სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყოფენ კომუნიკაციის ხუთ მოდელს: შემეცნებითი, დარწმუნიებითი, ექსპრესიული, სუგესტიული, რიტუალური. თითოეული ამ მოდელისათვის დამახასიათებელია საკუთარი მიზნები და მოსალოდნელი შედეგი, ორგანიზაციის პირობები, კომუნიკატიური ფორმები და საშუალებები.

შემეცნებითი კომუნიკაცია
მიზანი: გააფართოვოს პარტნიორის ინფორმაციული ფონდი, აუცილებელი ინფორმაციის გადაცემა, ინოვაციური მონაცემების კომენტარი.
კომუნიკაციის ორგანიზაციის პირობები: კონკრეტული საქმიანი პარტნიორების შემეცნებითი შესაძლებლობების, ახალი ინფორმაციის მიღებაზე და მათი ინტელექტუალური გადამუშავების, გაგებისა და აღქმის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება.
კომუნიკატიური ფორმები: ლექციები და სემინარები, მოხსენებები და შეტყობინებები, საუბრები და კონსულტაციები, ანგარისები, წერილობითი სამუშაოები (რეფერატები, საკონტროლოები, საკურსოები, სადიპლომოები, პროექტები) რომლებიც სასუალებას იძლევიან შეფასდეს საკითხის თეორიის გაგების ხარისხი, სასწავლო პროგრამების ნახვა.
კომუნიკატიური საშუალებები და ტექნოლოგიები: კომენტარი, არგუმენტაცია და მტკიცება; მიზეზშედეგობრივი კავშირების დახასიათება, შედარებითი ანალიზი; ახალი ლექსიკის ინტერპრეტაცია, რეზიუმირება, ვერბალური და არავერბალური დაშვების გასაღებების გამოყენება აუდიალურ, ვიზუალურ და კინესტიკურ არხებში, მეტყველების კულტურა და ორატორული ხელოვნება.
მოსალოდნელი შედეგი: ახალი ინფორმაციის ათვისება და პრაქტიკულ საქმიანობაში მისი გამოყენება, თვითგანვითარება და ინოვაციების დანერგვა.


დარწმუნიებითი კომუნიკაცია
მიზანი: გამოიწვიო საქმიან პარტნიორში გარკვეული გრძნობები და ჩამოაყალიბო ღირებულებითი ორიენტაციები და დადგენილებები; ურთიერთმოქმედების სტრატეგიის სამართლიანობაში დარწმუნება; თანამზრახველად გახდა.
კომუნიკაციის ორგანიზაციის პირობები: პარტნიორის აღთქმადობაზე, მის პიროვნულ მოტივაციაზე და ინტელექტუალურ-ემოციონალურ კულტურაზე დაყრდნობა.
კომუნიკატიური ფორმები: დარწმუნებითი, მოქმედების გამოსაწვევი სიტყვა, პრეს-კონფერენცია, დისკუსია, კამათი, მოლაპარაკებები, კომპლიმენტი, დამოძღვრა, საუბარი, პრეზენტაცია, “მრგვალი მაგიდები”.
კომუნიკატიური საშუალებები და ტექნოლოგიები: არგუმენტაცია, დემონსტრაცია და მტკიცებულება; განმარტება და შედარებითი ანალიზი; უპირატესობის მაჩვენებელი ფაქტები, ციფრები და მაგალითები; პარტნიორის ემოციონალურ განწყობაზე დაყრდნობა და მისი კინესტიკური არხის ჩართვა ვერბალური და არავერბალური დაშვების გასაღებების საშუალებით; პარტნიორის კონტრარგუმენტების გათვალისწინება; მიერთების ფსიქოლოგიური ხერხები, ატრაქციის ფორმირება, ნდობის ატმოსფეროს შექმნა.
მოსალოდნელი შედეგი: პარტნიორის შენ პოზიციაზე გადაყვანა, პიროვნული დადგენილებების, შეხედულებების, რწმენის შეცვლა, მიზნების პერეორიენტაცია.

ექსპრესიული კომუნიკაცია

მიზანი: ჩამოუყალიბოს პარტნიორს ფსიქოემოციონალური განწყობა, გადასცეს გრძნობები, განცდები და უბიძგოს აუცილებელი ქმედებისაკენ.
კომუნიკაციის ორგანიზაციის პირობები: პარტნიორის ემოციონალურ სფეროზე დაყრდნობა, პარტნიორის ყველა სენსორულ არხზე მხატვრულ-ესთეტიკური საშუალებების გამოყენება.
კომუნიკატიური ფორმები: სიტყვით გამოსვლა სპეციალური მიზეზის გამო, პრეზენტაციები; საუბრები და კრებები; მიტინგები; ფირმაზე, სიტუაციასა და ადამიანზე თხრობა; ბრიფინგები; ბრეინშტურმი, სინეკტიკა, ვიდეო და კინოფრაგმენტების დემონსტრირება; შესაძლო შედეგების ანალიზი; ლოზუნგები და მოწოდებები.
კომუნიკატიური საშუალებები და ტექნოლოგიები: აუდიო, ვიდეო და მხატვრული საშუალებები; მეტყველებითი კონსტრუქციების ლაკონურობა; ემოციონალურად შეფერადებული წარმოსახვითი ლექსიკა; სამსახიობო ხელოვნება: ღიმილი, ხმა, მზერა: ჟესტიკულირებისა და მიმიკის სიმკვეთრე; კონგურენტობის დემონსტრირება; მსმენელთA აქტუალურ მოთხოვნებზე დაყრდნობა; დემონსტრირებადი გრძნობების გულწრფელობა.
მოსალოდნელი შედეგი: პარტნიორის განწყობის შეცვლა, აუცილებელი გრძნობების (თანაგრძნობა, თანაგაზიარება) პროვოცირება, კონკრეტულ აქციებსა და ქმედებებში ჩართვა.

სუგესტიური კომუნიკაცია

მიზანი: საქმიან პარტნიორზე ჩაგონებითი ზემოქმედების მოხდენა მოტივაციის, ღირებულებითი ორიენტაციისა და დადგენილებების, ქცევისა და ურთიერთობის შეცვლის მიზნით.
კომუნიკაციის ორგანიზაციის პირობები: პარტნიორის ჩაგონებადობა, მისი არასაკმარისი ინფორმირებულობა, გონების არასაკმარისი კრიტიკულობა, კონტრსეგუსტიის დაბალი დონე, სუგესტორის (შთაგონების განმხორციელებელი) მაღალი ავრორიტეტი, ნდობის ატმოსფეროს შექმნა.
კომუნიკატიური საშუალებები და ტექნოლოგიები: საუბრები, მიტინგები, პრესკონფერენციები, ბრიფინგები, დებატები, რეკლამა, კრებები, კონსულტაციები, ტრენინგი.
მოსალოდნელი შედეგი: პარტნიორის ქცევის შეცვლა, დადგენილებებისა და ღირებულებითი ორიენტაციის შეცვლა

რიტუალური კომუნიკაცია

მიზანი: განმტკიცებული და შენარჩუნებული იყოს კონვენციონალური ურთიერთობები საქმიან სფეროში; ფირმის, საწარმოს რიტუალური ტრადიციების შენარჩუნება, ახალის შექმნა.
კომუნიკაციის ორგანიზაციის პირობები: აქციების რიტუალური (ცერემონიალური) ხასიათი, მხატვრულად გაფორმებული სივრცული გარემო; კონვენციების შენარჩუნება; ურთიერთობის ეროვნულ, პროფესიონალურ ტრადიციებსა და ნორმებზე დაყრდნობა.
კომუნიკატიური ფორმები: სადღესასწაულო, ჩარჩო, სამგლოვიარო, სიტყვით გამოსვლები, რიტუალური აქტები, ცერემონიები, წესები; დღესასწაულები, მიძღვნები; პრეზენტაციები და სადღესასწაულო კრებები.
კომუნიკატიური საშუალებები და ტექნოლოგიები: მონაწილეთაA აუდიალურ, ვიზუალურ და კინესთიკურ არხებში ვერბალური და არავერბალური დაშვების გასაღებების გამოყენება; მონაწილეთA ჩართვა აქტიურ მასობრივ საქმიანობაში; სიუჟეტების არაორდინალურობა ტრადიციების შენარჩუნებისას.
მოსალოდნელი შედეგი: პატრიოტიზმისა და ეროვნული სიამაყის გრძნობის ფორმირება; ტრადიციების შენარჩუნება, ახალი რიტუალების დამკვიდრება.
ჩამოთვლილი კომუნიკაციის სახეები საშუალებას იძლევიან განვსაზღვროთ სპეციფიკა, წიგნიერად გამოვიყენოთ ჟანრი, კომუნიკატიური საშუალებეი და ტექნოლოგიები, მივიღოთ დაგეგმილი შედეგი, უფრო ეფექტურად მოვემზადოთ ამათუიმ კომუნიკატიური საქმიანობისათვის, შევიმუშაოთ საქმიანი ურთიერთობის კონკრეტულ სიტუაციაში ვერბალური და არავერბალური ქცევის სცენარი და გავითვალისწინოთ საქმიანი პარტნიორის თავისებურებები.

მაიკლ მესკონის (მენეჯმენტის ამერიკელი თეორეტიკოსი) რჩევები საქმიანი ურთიერთობებისათვის:

1. შეწყვიტეთ ლაპარაკი. შეუძლებელია მოსმენა ლაპარაკის დროს;
2. დაეხმარეთ მოლაპარაკეს გაიხსნას. შეუქმენით ადამიანს თავისუფლების შეგრძნება.
3. აჩვენეთ მოლაპარაკეს, რომ თქვენ მზად ხართ მოსასმენად. უნდა გამოიყურებოდეთ და მოქმედებდეთ დაინტერესებულად. ნუ კითხულობთ ფოსტას, როდესაც ვინმე ლაპარაკობს. მოსმენის დროს შეეცადეთ გაიგოთ და არ ეძებოთ მიზეზი შესაწინააღმდებლად.
4. მოსპეთ გამაღიზიანებელი მომენტები. ნუ დახატავთ, ნუ აკაკუნებთ მაგიდაზე, ნუ დაიწყებთ ფურცლების დალაგება გადალაგებას.
5. უთანაუგრძნეთ მოლაპარაკეს. შეეცადეთ თავი წარმოიდგინოთ მოლაპარაკის ადგილზე.
6. იყავით მომთმენი. ნუ დაზოგავთ დროს. ნუ გააწყვეტინებთ მოლაპარაკეს. ნუ შეეცდებით გარეთ გასვლას, ნუ გააკეთებთ კარებისაკენ მიმავალ ნაბიჯებს.
7. შეიკავეთ თქვენი ხასიათი. გაბრაზებული ადამიანი სიტყვებს ანიჭებს არასწორ მნიშვნელობას.
8. არ დაუშვათ კამათი და კრიტიკა. ეს აიძულებს მოლაპარაკეს დაიკავოს თავდაცვითი პოზიცია, იგი შეიძლება გაჩუმდეს ან გაბრაზდეს. ნუ იკამათებთ. კამათში გამარჯვებით, თქვენ წააგებთ.
9. დაუსვით კითხვები. ეს შეაგულიანებს მოლაპარაკეს და აჩვენებს მას, რომ თქვენ უსმენთ. ეს იძლევა წინსვლის საშუალებას.
10. მოსმენისათვის საჭიროა ორივე ყური: ერთი _ აზრის აღაქმელად, მეორე _ მოლაპარაკის გრძნობების დასაჭერად.

ვერბალური და არავერბალური ურთიერთობა


საქმიანი ურთიერთობია არსის გაგებისათვის აუცილებელია ერკვეოდეთ პიროვნებათაშორისი ვერბალური და არავერბალური ურთიერთობის ბუნებაში.
სიტყვიერ (მეტყველებით) ურთიერთობაში შედის:
სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა და აზრი. დიდ როლს თამაშობს სიტყვის გამოყენების სიზუსტე, მისი გამოხატულება და ხელმისაწვდომობა, ფრაზების აგების სიზუსტე და გაგების სიადვილე, სიტყვებისა და ბგერების წარმოთქმის სიზუსტე, ინტონაციის აზრი და გამოხატულება.
მეტყველების ბგერითი მოვლენები.
მეტყველების ტემპი (სწრაფი, საშუალო, სენელებული);
ხმის სიმაღლის მოდულაცია (ნარნარი, მკვეთრი);
ხმის ტონალობა (მაღალი, დაბალი);
რიტმი (თანამიმდევრული, წყვეტილი);
ტემბრი (მრგგვინავი, ხრინწიანი, წრიპინა);
ინტონაცია;
მეტყველების დიქცია.
დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ურთიერთობისათვის ყველაზე მიმზიდველია ნარნარი, წყნარი, მოზომილი მეტყველების მანერა.
ხმის გამოხატვითი ხარისხი. მათ მიაკუთვნებენ სპეციფიკურ ხმებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ურთიერთობის დროს: სიცილი, ტირილი, ჩურჩული, ოხვრა, პაუზები, ხველება და სხვა.
მეტყველება _ ნებისმიერი ადამიანის პიროვნებისათვის დამახაასიათებელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და საქმიანი იმიჯის მთAვარი შემადგენელი.
მაგალითად, მენეჯერის მეტყველება უნდა იყოს წიგნიერი, მიზნობრივი, ადვილად გასაგები, კონკრეტული, ლოგიკური, დამაჯერებელი. მას უნდა შეეძლოს ნათლად და მწყობრად გადმოსცეს საკუთარი აზრები, რათაA დაარწმუნოს ადამიანები საკუთარი შეხედულებებისა და პოზიციის მართებულობაში.
თანამოსაუბრეზე ზემოქმედების ძირითად მეთოდებად ითვლება დარწმუნება, შთაგონება და მიბაძვა.
დარწმუნების ხელოვნება გულისხმობს ადამიანების მიერ მათთვის გამიზნული ინფორმაციის შეგნებული აღქმასა და ათვისებას.
შთაგონება და მიბაძვა გათვლილია ადამიანების მიერ ამ ინფორმაციის არაკრიტიკულ აღქმაზე მოლაპარაკის ავტორიტეტისა და აურის გამო.

არავერბალური ურთიერთობის საშუალებებს მიკუთვნებიან სახის გამომეტყველება, მიმიკა, ჟესტიკულაცია, პოზები, ვიზუალური კომუნიკაცია (თვალებისა და მზერის მოძრაობა). ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ურთიერთქმედების პროცესში ადამიანების მიერ კომუნიკაციის 70-80% გადაიცემა არავერბალური საშუალებებით და ინფორმაციის მხოლოდ 20-30% გადაიცემა ვერბალურად.
კარგი მენეჯერი უნდა ფლობდეს ამ “ენას”. გირჩევთ დაამუშაოთ ალან პიზის წიგნი “სხეულის მოძრაობის ენა”.





პოლიტიკური რეალიზმი

პოლიტიკური რეალიზმი

  საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური რეალიზმის ფუძემდებლად გვევლინება ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ჰანს მორგენტაუ (1904-1980).Mმისი წიგნი P”Politics Among Nations. The Struggle for Power and Peace”. (ერთაშორის პოლიტიკური ურთიერთობები. Bბრძოლა ხელისუფლებისა და მშვიდობისათვის).” გამოიცა 1948 წელს და იქცა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის კლასიკად. ამ წიგნში აისახა ის არსებითი ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობდა საერთაშორისო არენაზე გასული საუკუნის 40-50-იან წლებში. ერთა ლიგის კრახმა და მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებამ, შემდგომ კიცივმა ომმა  აშკარად ილუზიური გახდა ისეთი საერთაშორისო წესრიგის შენების მცდელობა, რომელიც დამყარებული იქნებოდა მხოლოდ უნივერსალურ ღირებულებებსა და სახელმწიფოთა საერთო ინტერესებზე. Mმორგენტაუ არ უარყოფდა მშვიდობიანი, ჰარმონიული საერთაშორისო წესრიგის აღმშენებლობის საჭიროებას. ამასთანავე აღნიშნავდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები შორს არიან იდეალურისაგან, ხოლო საერთაშორისო პოლიტიკა შეიძლება განისაზღვროს, როგორც “”უწყვეტი ძალისხმევა მიმართული საკუთარი ერის სიძლიერის შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის სხვა ერების დაუძლურების ხარჯზე.” (1,5)

Nმორგენტაუმ  თავის ნაშრომით საფუძველი ჩაუყარა, საერთაშორისო ურთიერთობების დეტალურად დამუშავებულ Yთეორიას, როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო დარგს. Pპოლიტიკური რეალიზმის თეორიის ძირითადი დებულებები (საერთაშორისო პოლიტიკა, როგორც ბრძოლა ძალაუფლებისათვის, სახელმწიფოთა ეროვნულ ინტერესების არა თანხვედრა და აქედან გამომდინარე საერთაშორისო გარემოს კონფლიქტური ნიადაგი) საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა პრაქტიკოსი  პოლიტიკოსებისათვის.

თავის ცნობილ ნაშრომში ჰანს მორგენტაუ აყალიბებს პოლიტიკური რეალიზმის ძირითად პრინციპებს. თავდაპირველად ავტორი ამკვიდრებს აზრს, რომ საერთაშორისო პოლიტიკას საფუძვლად უდევს პოლიტიკური ქცევის კანონები, რომელთა ფესვები ადამიანთა ბუნებაში უნდა ვეძიოთ.

Mმორგენტაუს აზრით, პოლიტიკური იდეების ისტორია ეს არის ბრძოლა ორ შეხედულებას შორის ადამიანის ბუნებაზე, საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. ერთი თვალსაზრისის წარმოამდგენლებს სჯერათ რაციონალურ და იმავდროულად ზნეობრივ პოლიტიკურ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური წესრიგის არსებობის შესაძლებლობის.  Mმათ სჯერათ ადამიანური ბუნების თანდაყოლილი სიკეთისა და მიაჩნიათ რომ რეფორმებისა და განათლების გზით შესაძლებელია საზოგადოების სრულყოფა. ხოლო მეორე თვალსაზრისის_პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციისა მიმდევრებს_მიაჩნიათ, რომ სამყარო არასრულყოფილია, რომ შევქმნათ რაციონალურად დასაბუთებული პოლიტიკური წესრიგი აუცილებელია გავითვალისწინოთ ადამიანის ბუნების არასრულყოფილება. თანამედროვე მსოფლიოსათვის დამახასიათებელია ინტერესთა კონფლიქტები, ესე იგი ყველა პლურალისტური საზოგადოების არსებობის პრინციპები ეფუძნება ინტერესთა ბალანსს, შეკავებისა და წონასწორობის სისტემას.

   Pპოლიტიკური რეალიზმის პირველი პრინციპი დაკავშირებულია საერთაშორისო ურთიოერთობების სფეროში  პოლიტიკური მოღვაწეობის ხასიათის ფარდობითობასთან.Mმორგენტაუ პოლიტიკურ რეალიზმში გულისხმობდა ისეთ პოლიტიკურ დოქტრინას რომელიც ეფუძნება, ადამიანის ბუნების  წინააღმდეგობრივი მხარეების გათვალისწინებას და იმის აღიარებს, რომ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები სამართლიანი და ზნეობრივი პოლიტიკური წესრიგის მშენებლობისათვის. პოლიტიკური რეალიზმი ასევე ეფუძნება დებულებას, რომ ნებისმიერი ქმედება საზოგადოების სრულყოფის მიზნით _  ესაა  სარისკო მოღვაწეობის ნაირსახეობა.

Pპოლიტიკური რეალიზმის მეორე პრინციპს წარმოადგენს ძალის კატეგორიით გამოხატული ეროვნული ინტერესების პრინციპები. Nეროვნული ინტერესების კონცეფცია შესაძლებლობას გვაძლევს განვიხილოთ საერთაშორისო პოლიტიკა, როგორც შედარებით დამოუკიდებელი სფერო ისეთი დარგებისაგან როგორიც არის ეკონომიკა, რელიგია, და ეთნიკური ურთიერთობები.Mმორგენტაუ აღნიშნავს, რომ მსგავსი თეორეტიკული დაშვების გარეშე შეუძლებელია შეიქმნას პოლიტიკის თეორია (1,5). სწორედ ინტერესის ცნება, ახსნილი  ძალაუფლებისა და სიმძლავრის ტერმინებში შესაძლებელს ხდის საერთაშორისო ურთიერთოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის თეორეტიკულ აღქმას.

პოლიტიკური რეალიზმის მესამე პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური რეალიზმი ათავისუფლებს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას  ორი მცდარი აზრისაგანგამოვიკვლიოთ მოტივები და განზრახვები, რომლებიც საფუძვლად უდევს პოლიტიკურ ქმედებებს და ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტების იდეოლოგიური უპირატესობის შესწავლა. მცდარია თვალსაზრისი რომლის თანახმადაც საგარეო პოლიტიკის შემეცნების გასაღებად მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწის მოტივები გვევლინება. არ შეიძლება საგარეო პოლიტიკის განხილვა ფსიქოლოგიური ფენომენების პრიზმით.

მორგენტაუ აღნიშნავს რომ ისტორიული მაგალთები არ გვიჩვენებენ მკვეთრად ერთმნიშვნელოვან კორელაციებს საგარეოპოლიტიკური მოღვაწეობის მოტივებსა და რეალურ შედეგებს შორის. “პოლიტიკური ლიდერების კეთილი სურვილები არ წარმოადგენენ მათ მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის ზნეობრიობისა და ეფექტურობის გარანტიას” (1,6). რეალური პოლიტიკური გამოკვლევებისათვის მნიშვნელობა აქვს რეალური პოლიტიკური ქმედებების ანალიზს, ასევე იმას, თუ რამდენად ესადაგება ეს ქმედებები დეკლარირებულ მიზნებს.

საერთაშორისო ურთიერთობების თეორია ორიენტირებული უნდა იყოს პოლიტიკოსების ისეთი თვისებების შესწავლაზე, როგორც არის ინტელექტი, ნებისყოფა და მოქმედება, და არა ზნეობასა და სურვილებზე აბსტრაქტულ მსჯელობებზე. მორგენტაუს მოჰყავს რამოდენიმე ისტორიული მაგალითი. მისი აზრით, ნევილ ჩემებერლენი ბრიტანეთის სხვა პრემიერ-მინისტრებზე უფრო მეტად ისწრაფოდა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის შენარჩუნებისათვის, ვიდრე ზრუნავდა საკუთარი ხელისუფლების გამყარებაზე. მაგრამ მისმა ბევრმა არასწორმა გათვლამ  ხელი შეუწყო II მსოფლიო ომის დაწყებას. “აგრესორის  მიმართ ჩემბერლენის დაშოშმინების პოლიტიტიკა დაფუძნებული იყო მშვიდობიან სურვილებზე”(1,6). მეორეს მხრივ სერ უინსტონ ჩერჩილის მოტივები საგარეო პოლიტიკაში თავისი მასშტაბებით ნაკლებად უნივერსალური და კეთილშობილური იყო. იგი ვიწროდ იყო ორიენტირებული  პერსონალური ძალაუფლების შენარჩუნებაზე, სამაგიეროდ საგარეო პოლიტიკის სფეროში ჩერჩილის მიღწევები გაცილებით აჭარბებს მისი წინამორბედის მიღწევებს.

ამგვარად, ეთიკა ყურად იღებს ადამიანური მოტივების ზნეობრიობას, ხოლო პოლიტიკურ თეორიას უნდა აინტერესებდეს პოლიტიკოსის ინტელექტი, ნება და პრაქტიკული ქმედებანი.

პოლიტიკური რეალიზმი საერთასშორისო ურთიერთობების თეორიაში ასევე გვაძლევს საშუალებას გამოვრიცხოთ კიდევ ერთი  მცდარი აზრი _ ლიდერის მსოფლმხედველობრივი  და იდეოლოგიურ წარმოდგენების გავლენა საგარეო პოლიტიკაზე.

მორგენტაუ წერდა: “თანამედროვე პოლიტიკოსები  ძალიან ხშირად მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური სიმპატიებისათვის მსხვერპლად სწირავენ პოლიტიკურ მიზამშეწონილობას, რათა მიიღონ ხალხის მხარდაჭერა თავიანთი ქმედებებისათვის”(1,7). იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს დემოკრატიული კონსტროლი ხელისუფლების ქმედებებზე არ შეიძლება პოლიტიკური რაციონალურობა შეეწიროს მიმდინარე საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერ დემონსტრაციებსა და მასობრივ ემოციებს.

პოლიტიკური რეალიზმი არ ნიშნავს პოლიტიკური პრინციპებისა და იდეალების მთლიანად უარყოფას. პოლიტიკური რეალიზმის პოზიცია მოითხოვს მკვეთრ გამიჯვნას სასურველსა და სინამდვილეს შორის, დროისა და ადგილის კონკრეტულ გარემოებაში დასაშვების შეფასებას. მაშასადამე საგარეო პოლიტიკა, მორგენტაუს მიხედვით უნდა იყოს ემოციონალურად ნეიტრალური, ობიექტური და რაციონალური.

საჭიროა ავღნიშნოთ, რომ ჰან მორგენტაუმ საფუძველი დაუდო რაციონალური არჩევანის თეორიას. რაციონალურად ორიენტირებული, გათვლილი საგარეო პოლიტიკა კრისტალიზირდება პოლიტიკური გამოცდილებიდან და გამორიცხავს შეთხვევითი გადახრებს. რაციონალური საგარეო პოლიტიკა მიმართულია რისკის მინიმუმამდე  შემცირებაზე და სარგებელის მაქსიმუმამდე გაზრდაზე, და იგი დაქვემდებარებულია პოლიტიკურ წარმატებისა და კეთილგონიერების წესებზე.

    პოლიტიკური რეალიზმის მეოთხე პრინციპი დაკავშირებულია ეროვნული ინტერესების დინამიკურ გაგებასთან. მორგენტაუ წერდა: “პოლიტიკური რეალიზმი მიიჩნევს ინტერესის კონცეფციას, გაგებულს ძალაუფლების ტერმინებში, არა როგორც ერთხელ და სამუდამოდ დადგენილსა და უცვლელს, არამედ სიტუაციაზე დამოკიდებულს“(1,8). ინტერესები იცვლება ისტორიული პირობებიდან გამომდინარე. აქ მორგენტაუ ეყრდნობა . ვებერს, რომელიც წერდა, რომ ინტერესები (მატერიალური და იდეალური), და არა იდეები განსაზღვრავენ სოციალური მოქმედების ტიპს. ინტერესის განსხვავებული სახეობები, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს განსაზღვრავენ, ყალიბდებიან კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში და კონკრეტულ პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში.

ინტერესები  - ეს არის გრძელვადიანი სტანდარტები, რომელთა მიხედვით შეგვიძლია განვსაჯოთ და შევაფასოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მოქმედებები. თანამედროვე კავშირები ინტერესებსა და ეროვნულ სახელმწიფოს შორის  - ეს ისტორიული პროდუქტია  და აქედან გამომდინარე შეუძლიათ შეიცვალონ თავისი კონფიგურაცია. მორგენტაუ სვავს კითხვას: როგორი ტრასსფორმაცია შეიძლება განიცადოს თანამედროვე მსოფლიომ? კავშირი ეროვნულ  ინტერესებსა და მის პროდუქტს _ სახელმწიფოს _ შორის დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს.  პოლიტიკური რეალიზმი არ უარყოფს, რომ თანამედროვე მსოფლიოს დაყოფა ეროვნულ სახელმწიფოებად, შეიძლება შეცვალოს სახელმწიფოთა კავშირებად ან რომელიმე სხვა წარმონაქმნებით.

პოლიტიკური რეალიზმის დოქტრინის თანახმად უნივერსალური ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი პრინციპები მიუღებელია სახელმწიფოთა მოღვაწეობის შესაფასებლად. მორგენტაუ ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მოღვაწეობა შეიძლება დაფუძნებული იყოს მხოლოდ პასუხიმგებლობის ეთიკაზე და არა დარწმუნების ეთიკაზე.. ის წერს: “მაშინ როდესაც ადამიანს აქვს მორალური უფლება თავი გასწიროს, სახელმწიფოს არა აქვს უფლება დაუშვას, რომ მორალურმა დაგმობამ ან თავისუფლების ხელყოფამ ხელი შეუშალოს დასაბუთებული და გათვლილი პოლიტიკური ქმედების განხორციელებას. შემდეგ მორგენტაუ განაგრძობსპოლიტიკური ზნეობრიობის არსებობა წარმოუდგენელია კეთილგონიერების გარეშე”(1,9). რეალიზმის თვალსაზრისის მიხედვით კეთილგონიერება ნიშნავს  შესაძლო  ალტერნატიური პოლიტიკური ქმედებების შედეგების გათვალისწინებას და წარმოადგენს პოლიტიკაში უზენაეს სიკეთეს. პოლიტიკური  ეთიკა უფლებას გვაძლევს განვსაჯოთ ქმედებები მათი  შედეგების მიხედვით.

პოლიტიკური რეალიზმი უარყოფს რომელიმე ერის უფლებას შექმნას უნივერსალური მორალური კანონი რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება. პოლიტიკური რეალიზმი ასევე უარყოფს კონკრეტული ერის მორალის გაიგივებას უნივერსალურ ზნეობრივ კანონებთან. მრავალმა ერებმა გამოსცადეს მსგავსი ცდუნებაშეეთავაზებინათ მათი საკუთარი მიზნები და ნება უნივერსალური პრინციპების სახით.

მორგენტაუ აღნიშნავს, რომ დიდი განსხვავებაა პოლიტიკურ რეალიზმსა და ახვა თეორიულ სკოლებს შორის. პოლიტიკური რეალიზმი არ ეთანხმება საერთაშორისო ურთიერთობებისადმი ლეგალისტურ და მორალისტურ მიდგომებს და მოჰყავს მაგალითი: სსრკ- თავდასხმა ფინეთზე 1939 წელს. აგრესიის ამ ფაქტმა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან დაიმსახურა კრიტიკა ორი პოზიციით: 1. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და 2. პოლიტიკური პოზიციის კუთხით.

1. საერთაშორისო სამართლის პოზიციებიდან სსრკ- კრიტიკის დროს დაყენებული იქნა საკითხი: ნამდვილად დაარღვია თუ არა სსრკ- ერთა ლიგის მიერ მიღებული კონვენცია და თუ დაარღვია რა საპასუხო ზომები უნდა მიეღოთ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს?

2. პოლიტიკურ ჭრილში სსრკ- კრიტიკის დროს დადგა საკითხი: დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის რა ეროვნული ინტერესები იქნა შელახული სსრკ- მოქმედებით, როგორ შეიცვალა ძალთა წონასწორობა ევროპაში, რამდენად მოახდინა სსრკ- მოქმედებებმა გავლენა გერმანიის პოზიციაზე?

ინგლისმა და საფრანგეთმა, როგორც  ერთა ლიგის წამყვანმა წევრებმა, სსრკ- ქმედება შეაფასეს როგორც აგრესიის აქტი და წინადადებით შემოვიდნენ ერთა ლიგიდან სსრკ- გარიცხვის შესახებ. ამასთანავე მათთვის ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნა შვედეთის ნეიტრალური პოზიცია რამაც ხელი შეუშალა სსრკ-თან მათ ომში ჩაბმას. როგორც ცნობილია, შვედეთის მთავრობამ უარი განაცხადა მათი ქვეყნების ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ქვეყნების ჯარების შეშვებაზე. მორგენტაუ ასკვნის, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო პოლიტიკის ილუსტრაციის მოცემული მაგალითი წარმოადგენს  საერთაშორისო ურთიერთობებათა ლეგალიზმის კლასიკურ ნიმუშს,  როდესაც გამოიყენება არაიმდენად პოლიტიკური მექანიზმები რამდენადაც სამართლებრივი მექანიზმები.

მეორე კონკრეტულ მაგალითს მორგენტაუ იყენებს საერთაშორისო ურთიერთობებშიზნეობრივი მიდგომისილუსტრაცისაათვის. ეს არის მაგალითი ჩინეთის კომუნისტური მთავრობის საერთაშორისო აღიარების შესახებ. მორგენტაუს აზრით, დასავლეთის ქვეყნები ხელმძღვანელობენ შემდეგი მოსაზრებებით: შეესაბამებოდა თუ არა ჩინეთის მთავრობის ქმედებანი დასავლური სამყაროს ზნეობრივ პრინციპებს? შეიძლებოდა თუ არა დასავლური ქვეყნების კონტაქტები ამგვარ მთავრობასთან? საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ორივე კითხვას ერთ საკითხამდე მივყავდით:  როგორ უნდა მიუსადაგოთ დასავლური აზროვნების სტანდარტები და მორალი აღმოსავლეთის კულტურას. პოლიტიკური საკითხი იგნორირებული იყო: არ იყო გაანალიზებული ინტერესებისა და ძალის წონასწორობის საკითხები, ჩინეთის კომუნისტური მთავრობის არ აღიარების პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგები დასავლური ქვეყნებისათვის. დასავლეთის ლიდერებმა იგნორირება გაუკეთეს პრობლემის პოლიტიკურ ასპექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განეხილვა ზნეობრივი თვალსაზრისით.

მორგენტაუს კონცეფციის შემდეგი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პოლიტიკა, განიხილება როგორც ბრძოლა ძალაუფლებისათვის. მორგენტაუ დიდ ყურადღებას უთმობს შემდეგ საკითხს. რა არის ძალაუფლება საერთაშორისო ურთიერთოებებში? საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურაში ნებისმიერი სახელმწიფოს საერთაშორისო პოლიტიკა ყოველთვის დაკავშირებულია ძალაუფლებსიათვის ბრძოლასთან. მორგენტაუ აკეთებს შემდეგ დასკვნებს:

1. საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოს არა ყოველი ქმედება წარმოადგენს პოლიტიკურს. სახელმწიფოები ურთიერთმოქმედებენ იურიდიულ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ,კულტურულ სფეროებში.

2. სხვადასხვა სახელმწიფოები განსხვავებულ ისტორიულ ეპოქებში არა ერთგვაროვნად არიან ჩართული საერთაშორისო პოლიტიკაში. მაგალითად ესპანეთი XVI-XVII საუკუნეში იყო მსოფლიო ბატონობის ერთ-ერთი პრეტედენტი, დღეისათვის კი საერთაშორისო ურთიერთოებებში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. ამდაგვარად, სახელმწიფოთა მონაწილეობა საერთაშორისო პოლიტიკაში წარმოადგენს დინამიურ კატეგორიას, რომელიც დამოკიდებულია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე. ასევე კულუტურულ ტრანსფორმაციაზე, რომლებიც საშუალებას აძლევს სახელმწიფოს დაიკავოს გაცილებით მომგებიანი პოზიცია საერთაშორისო არენაზე (1,26).

როგორ განსაზღვრავს მორგენტაუ ცნებასძალაუფლება”? “ძალაუფლება, მე მესმის როგორც ძალუფლების სუბიექტის სხვადასხვა სახის კონტროლი ძალუფლების ობიექტების იდეებსა და ქმედებებზე”. შემდგომ ის განაგრძობს: “პოლიტიკური ძალაუფლებაეს არის კონტროლისა და მორჩილების ურთიერთდამოკიდებულება მათ, ვინც ფლობს საზოგადოებრივ ავტორიტეტსა და საზოგადოების დარჩენილ ნაწილს შორის”(1,26). თუმცა პოლიტიკური ძალაუფლება განსხვავდება ძალისაგან, პირდაპირი გაგებით, რაც გულისხმობს ფიზიკური იძულებისას. ძალის გამოყენების მუქარა, რომელიც გამოიხატება შინაგან საქმეთა ორგანოების მოქმედების, დაპატიმრების, სიკვდილით დასჯის ან ომის დაწყების ფორმით, წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის განუყოფელ ნიშანს. მორგენტაუ აქ აკეთებს არსებით შენიშვნას: ერთმანეთისაგან ანსხვავებს პოლიტიკურ და სამხედრო ძალაუფლებას. როდესაც ძალადობის მუქარა აქტუალურად გადაიქცევა, ეს ნიშნავს პოლიტიკური ძალაუფლებიდან სამხედრო ძალაუფლებაზე თანდათანობით გადასვლას. საერთაშორისო ურთიერთობებში შეიარაღებული ძალები და მათი გამოყენების მუქარა წარმოადგენენ იმ უმნიშვნელოვანეს რესურსს, რომელიც განსაზღვრავს ერის სიძლიერეს.

განიხილავს რა პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლების განსხვავებას მორგენტაუ წერს: “სამხედრო მზადების ძირითადი მიზანი არის სხვა ერების გაფრთხილება შეიარაღებული ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავებაზე.

ომის პოლიტიკური მიზანი არა უბრალოდ ტერიტორიის დაპყრობა ან მოწინააღმდეგის არმიის განადგურება არის, არამედ ეს არის ზემოქმედება მოწინააღმდეგის აზროვნებაზე, გამარჯვებულთა ნებისათვის დამარცხებულების გულებისა და გონების დამორჩილება”(1,28).

მორგენტაუ ასევე განასხვავებს ერთმანეთისაგან ეკონომიკურ პოლიტიკას, როგორც თავისთავად ეკონომიკურ პოლიტიკას და ეკონომიკურ პოლიტიკას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტს, როდესაც ეკონომიკური მიზნები ემორჩილებიან სხვა ერებზე დომინირების ან კონტროლის ამოცანებს. მას მიაჩნია, რომ მსგავს გამიჯვნას გააჩნის როგორც თეორეტიკული ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა.

ამდაგვარად, როდესაც საჯარო ხელისუფლების სხვადასხვა სახეობების მიზნები მიმართულია საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოს პოზიციების განმტკიცებაზე და სხვა სახელმწიფოებზე დომინირებაზე, შეიძლება ვილაპარაკოთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკისადმი მის მორჩილებაზე. მორგენტაუს მიერ მოყვანილ პოლიტიკუტი ძალაუფლების განსაზღვრებას აგრეთვე შეიძლება დავუმატოთ, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეს არის ფსიქოლოგიური ურთიერთობები მათ შორის ვინც ფლობს ძალაუფლებას და მათ შორის, ვინც მას ემორჩილება. ძალაუფლება _ ეს არის მოღვაწეობაზე კონტროლი, ცნობიერებასა და გონებაზე ბატონობის მეოხებით.

საერთაშორისო არენაზე ძალაუფლებიასთვის ბრძოლა ისტორიულად გარდამავლია და დაკავშირებულია ავტოკრატიული მმართველობის არსებობასთან. აქედან გამომდინარე, ძალაუფლებისათვის ბრძოლა შეიძლება გაქრეს, ავტოკრატიული ხელისუფლების გაქრობასთან ერთად. მორგენტაუ წერს: მე-19 საუკუნის ძირითადი წარმოდგენა საერთაშორისო პოლიტიკაზე მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფოებს გააჩნიათ არჩევანი იმ საერთაშორისო პოლიტიკაზე რომელიც დაფუძნებულია ძალაზე და სხვა სახის საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომლებიც დამოკიდებული არ არიან ძალაუფლებრივი ნების გამოვლენასთან(1,35).

 როცა საუბრობს, ძალაუფლებისათვის ბრძოლაზე დაფუძნებულ, საერთაშორისო ურთიერთობებზე, მორეგენატუ გამოყოფს  მათ სამ ნაირსახეობას:

არსებობს ნებისმიერ სახელმწიფოს როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის სამი საბაზო მოდელი.

1. პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, კონსერვაციაზე _ შტატუს Qუო შენარჩუნებაზე.

2. პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ძალაუფლებრივი უფლებამოსილების დაგრივებაზე და ძალაუფლების გაფართოებაზე.

     3. ძალის დემონსტრაციის პოლიტიკა.

    საჯარო პოლიტიკის ეს სამი სახე შემდეგნაირად აისახება ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში.

    საგარეო პოლიტიკის პირველი ტიპი დამახასიათებელია ისეთი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ესწრაფვიან თავიანთ საგარეო პოლიტიკაში შეინარჩუნონ თავისი დაკავებული პოზიციები, შეინარჩუნონ შტატუს Qუო.

მეორე ტიპიიმპერიალისტური პოლიტიკადამახასიათებელია ისეთი სახელმწიფოებისათვის, რომელნიც მიისწრაფვიან საერთაშორისო არენაზე გააფართოვონ თავიანთი გავლენა ახალ რეგიონებზე, ცდილობენ შეცვალონ არსებული ძალთა ბალანსი.

 მესამე ტიპიპრესტიჟის პოლიტიკა. მას მიმართავენ ის სახელმწიფოები, რომლებიც თავის საგარეო პოლიტიკაში უპირატესობას ანიჭებენ ძალისა და ძლიერების დემონტრაცას”(1,35).

    დაწვრილებით განვიხილოთ მორგენტაუსაგან დასახელებული სამი ტიპი. შტატუს Qუო- შენარჩუნების პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობებში, ორიენტირებულია ჩაოყალიბებული ძალების ბალანსის შესანარჩუნებლად. მორგენტაუს მოჰყავს კონსერვატიული საგარეო პოლიტიკის ანალოგია. საგარეო პოლიტიკის ამ ტიპის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს იმ სამშვიდობო შეთანხმებების შენარჩუნება, რომლებიც დადებული იყო რეგიონში უკანასკნელიდიდიომის შემდეგ. მაგალითად: ევროპული საერთაშორისო ურთიერთობები 1815-1898 წლებში იყო შედეგი 1815 წლის იმ სამშვიდობო ხელშეკრულების, რომლითაც დასრულდა ნაპოლეონის ომები. “წმინდა კავშირის”, რომელიც დაიდო 1815 წელს, მთავარ მიზანს წარმოადგენდა შტატუს Qუო- შენარჩუნება.

    მეორე მაგალითი: რუსეთისა და გერმანიის  1919 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებებმა განამტკიცეს ძალთა ბალანსი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

მესამე მაგალითი _ მონროს დოქტრინის, როგორც აშშ- საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. 1823 წელის დეკემბერში პრეზიდენტმა მონრომ, კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, ჩამოაყალიბა აშშ- საგარეო პოლიტიკის ორ ძირითად პრინციპს:

    1. აშშ- საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ევროპული ქვეყნების პოზიციისაგან;

    2. აშშ- მხრიდან უკუზემოქმედება, მსოფლიოში ძალთა გადანაწილების ნებისმიერ მცდელობაზე.

1933 წელს ფრანკლინ რუზველტმა შემდეგი შეფასება მისცა მონროს დოქტრინას: ეს დოქტრინა მიზნად ისახავდა არ დაეშვა ნებისმიერი არაპროამერიკული ძალების ტერიტორიებზე კონტროლი დასავლეთ ნახევარ სფეროში.

საგარეო პოლიტიკის მეორე ტიპიაიმპერიალიზმის პოლიტიკა. მორგენტაუ არ იძლევა იმპერიალიზმის საკუთარ განმარტებას და იყენებს მარქსისტულ მიდგომას. მორგენტაუს აზრით მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ფართო გავრცელება ჰპოვა საერთაშორისო ურთიერთობების ეკონომიკური თეორიებით ინტერპრეტაციამ. მორგენტაუ ეყრდნობა შუმპეტერს, რომელიც აღიარებდა მარქსისტული თეორიის ეკონომიზმს.

მორგენტაუმ გამოჰყო საერთაშორისო არენაზე იმპერიალისტური პოლიტიკის გატარების მიზეზები.

როდესაც სახელმწიფო იმყოფება საომარ მდგომარეობაში და გადადის მის დამასრულებელ სტადიაზე, როგორც გამარჯვებული, მისი საგარეო პოლიტიკა მიზანმიმართული იქნება ომამდელი საერთაშორისო ურთიერთობების ცვლილებისაკენ. თვით ის ომიც კი, რომელიც გამარჯვებულმა დაიწყო როგორც თავდაცვითი, თავდაპირველად მიმართული ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის და ომამდელი საერთაშორისო ურთიერთობების აღსადგენად, გარდაქმნის გამარჯვებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკას იმპერიალისტურად. იმპერიალისტური პოლიტიკის ტრანსფორმაცია თვალსაჩინო მაგალითიაგერმანიის იმპერიალისტური დაპყრობითი ომები 1935 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე. შტატუს Qუო- ურთიერთობები რომელიც ევროპაში 1914 წლის შემდეგ შეიქმნა, ხასიათდებოდა ისეთი სახელმწიფოების ბალანსით, როგორიცაა ავსტრია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და რუსეთი. მოკავშირეების გამარჯვება II მსოფლიო ომში და შემდგომი სამშვიდობო ხელშეკრულები გახდს საფუძველი ძალთა ახალი გადანაწილებისა და შტატუს Qუო- ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის (1,51).

შემდეგი ტიპიური შესაძლებლობა იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებისათვის არისსუსტი სახელმწიფოების, ანუ როგორც მორგენტაუ წერს, “ცარიელი პოლიტიკური სივრცეების”, არსებობა. ეს არის სიტუაცია, როცა შესაძლებელია წარმოიქმნას კოლონიალური იმპერიალიზმი ანდა აღმოცენდნენ ერთიანი ფედერაციული სახელმწიფოები (ზოგიერთი ერი სუვერენიტეტის დაკარგავს ხარჯზე).

იმ ტიპიური სიტუაციების განხილვისას, როცა შესაძლებელია იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკა, მორგენტაუ ყურადღებას უთმობს ამ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მიზნებსი შესწავლას. პირველი მიზანიეს არის დომინირება და მსოფლიო ბატონობა. მეორეკონტიგენტის მაშტაბებით ჰეგემონია. მესამელოკალური უპირატესობა ანდა რეგიონალური დომინიება (1,52). “შეუზღუდავი იმპერიალიზმისისტორიული მაგალითებიაალექსანდრე მაკედონელის, ნაპოლეონისა და ჰიტლერის ექსპანსიონისტური პოლიტიკა. გეოგრაფიულად შეზღუდული იმპერიალიზმი წარმოდგენილია ევროპული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაში, რომლებიც მიისწრაფოდნენ დაეკავებინათ დომინანტის პოზიცია ევროპაში: ნაპოლეონ III, ლუდოვიკო XIV.  XIX საუკუნის აშშ- საგარეო პოლიტიკამცდელობა აეძულებინათ კანადა და მექსიკა გამხდარიყვნენ დამოკიდებულები _ ასევე გვევლინებიან კონტინენტალური იმპერიალიზმის ნიმუშებად. “რეგიონალური იმპერიალიზმისმაგალითებიმე-18 მე-19 საუკუნეების მონარქიული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა: ფრიდრიხ დიდი, პეტრე I დიდი, ეკატერინე II.  XIX საუკუნეში იმპერიალისტური პოლიტიკის აღაირებულ ოსტატი გახდა ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც ესწრაფვოდა ცენტრალურ ევროპაში გერმანული უპირატესობის დამყარებას. რუსული იმპერაილიზმის ტრადიციული მიზანი იყო კონტროლი ფინეთზე, აღმოსავლეთ ევროპაზე, ბალკანეთზე, დარდანელის სრუტეზე და ირანზე.

იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკა ემყარება სამი მეთოდის გამოყენებას: სამხედრო, ეკონომიურ და კულტურულ ექსპანსიონისტურს.

სამხედრო იმპერიალიზმიიმპერიალიზმის ყველაზე აშკარა და ძევლი ფორმაესა არის შეიარაღებული დაპყრობა. “ყველა დროის დიდი გარდამქმნელები იმავდროულად იყვნენ დიდ დამპყრობლები”(1,54), - წერდა მორგენტაუ. 

ეკონომიკური იმპერიალიზმი ძალაუფლების მოპოვების რაციონალურ მეთოდად გველინება და წარმოადგენს იმერიალისტური ეპოქის პროდუქტს. თუ სახელმწიფოს (გარკვეული მიზეზების გამო) არ შეუძლია დაიპყროს ტერიტორია, მაშინ მას შეუძლია შეეცადოს დაამყაროს ზეგავლენა იმათზე  კონტროლის მეოხებით ვინც განაგებს ტერიტორიას. ამ შემთხვევაში მორგენტაუს მიერ მოყვანილი მაგალითი საკმაოდ ყურადსაღებია. ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოების სუვერენულები არიან, მაგრამ მიუხედავად სუვერენიტეტის ყველა ატრიბუტების არსებობისა, რეალურად ისინი ასეთებად არ გვევლინებიან და თითქმის მთლიანად დამოკიდებულები არიან აშშ-ში ექსპორტზე. აქედან გამომდინარე, ამ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ გაატარონ არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკა, რომელიც მთლიანად დამოუკიდებელი იქნება აშშ- პოზიციისაგან.

ეკონომიკური იმპერიალიზმის ბუნება, როგორც სხვა ერებზე დომინირების მოპოვების არაპირდაპირი და საკმაოდ ეფექტური მეთოდი, ყველაზე კარგად ვლინდება ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირების შეთხვევაში. ამის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის პაექრობა ირანზე ზეგავლენის მოსაპოვებლად. ორივე ქვეყანა ცდილობდა ზემოქმედება მოეხდინა ირანის მთავრობაზე, იქნებოდა ეს ნავთობის წარმოების თუ ინდოეთში გზის გაყვანის საკითხი.

კულტურულ იმპერიალიზმს მორგენტაუმ ყველაზე ეფექტურ ნაირსახეობად მიიჩნევს ყველა იმ იმპერიალისტურს მეთოდებს შორის, რომელთაც ემყარება საგაერო პოლიტიკა, რადგანაც მისი მიზანი გონებაზე და ცნობიერებაზე კონტროლს ითვალისიწნებს. ასეთი კონტროლი, საერთაშორისო დონეზე, ძალაუფლებრივი ურთიერთობების შეცვლის ქმედით ინსტრუმენტს წარმოადგენს. “კულტურული იმპერიალიზმის მეთოდებით შესაძლებელი ხდება ისეთი დამაჯრებელი გამარჯვების მიღწევა, რომ სხვა მეთოდები უკვე ზედმეტი ხდება. თანამედროვე პირობებში კულტურული იმპერიალიზმის როლი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ შესაძლებელს ხდის შემზადდეს ნიადაგი სამხედრო დაპყრობისა და ეკონომიკური ზემოქმდებისათვის. ამ მეთოდის გამოყენების ტიპიური მაგალითია:  სახელმწიფოში _ ზემოქმედების სუბიექტში _ მეხუთე კოლონიის მხარდაჭერა” (1,57).

საქმის არსით მორგენტაუმ გააერთიანა კულტურული ზმეოქმედება იდეოლოგიურ ზეგავლენამდე. ის წერდა: “კულტურული იმპერიალიზმის ტექნიკა დიდი წარმატებით გამოიყენეობდა ტოტალიტარისტების მიერ და ეფექტურ პოლიტიკურ იარაღად იქცა მეხთე კოლონების შექმნის მეოხებით” (1,58).

ამის ნათელი მაგალითია ნაცისტების მიერ ავსტრიაში მეხუთე კოლონიის შექმნისა II მსოფლიო ომის წინ. შედეგი სახეზე იყო: 1938 წელს ავსტრიის პრნაცისტული მთავრობა მიესალმებოად გერმანიის ჯარების შესვლას მის ტერიტორიაზე. ამ მეთოდის წარმატებით გამოყენება მოხდა საფრანგეთსა და ნორვეგიაში, სადაც გავლენიანმა მოქალაქეებმა, “კვისლინგელებმა”, გაიზიარეს ნაცისტური მსოფლმხედველობა. კიდე ერთი მაგალითი კულტურული შეღწევისა არის კომინტერნის მოღვაწეობა.

მორგენტაუ ასევე წერს რელიგიური კონფესიების როლზე საგარეო პოლიტიკაში. ტიპიური მაგალითიქრისტიანული რუსეთის იმპერიალისტური კულტურული პოლიტიკა, სადაც მეფე გვევლინებოდა როგორც სახელმწიფო ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერად, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობის გავრცელება შესაძლებლობას იძლეოდა ზემოქმედება მოეხდინა მასზე დამოკიდებულ და მეზობელ სახელმწიფოებზე. “მართლმადიდებლობა, _ წერს მორგენტაუ, _ წარმოადგენდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის იარაღს” (1).

საფრანგეთის იმპერიალიზმის იარაღად იქცა L მისსიონ ცივილისატრიცე. საფრანგეთის სახელმწიფოებრიობის მიმზიდველი თვისებების გამოყენებაკულტურული იმპერიალიზმის ნაირსახეობა I მსოფლიო ომის დაწყების წინ.

მორგენტაუ აღიარებს, რომ რომელიმე სახელმწიფოს საგაერო პოლიტიკის განსაზღვრება, როგროც იმპერიალისტურის აწყდება მთელ რიგ სირთულეებს, რომელიც დაკავშირებულია, როგორც იდეოლოგიური ბრძოლის ფაქტორებთან, ასევე იმასთან, რომ არცერთი სახელმწიფოსათვის სასურველი არ არის, რომ მის საგარეო პოლიტიკას დაერქვას იმპერიალისტური.

საგარეო პოლიტიკის მესამე მოდელის სახით მორგენტაუ გამოყოფდა პრესიტიჟის პოლიტიკას. პრესტიჟის პოლიტიკაეს არის მესამე სახესხვაობა საგარეო პოლიტიკსა, რომელიც დამყარებულია ძალაზე. პრესტიჟის საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს სოციალური ურთიერთობის რაფინირებულ და არისტოკრატიულ ფორმას, რომელიც გამოიყენება დიპლომატიურ წრეებში. ხშირად პრესტიჟის პოლიტიკაეს არის შტატუს Qუო- პოლიტიკის ან იმპერიალისტური პოლიტიკის რეალიზაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ან აქ კვლავ იკვეთება ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტკა, ეს არის ერთი მოვლენის ორი მხარე. ორივე სფეროში მოქმედებს სოციალური აღიარებებისათვის სწარფვის ფაქტორი, რომელიც წარმოადგენს სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებისა და ინსტიტუტების განვითარებისა სტიმულატორს. “პრესტიჟი არის სახელმწიფოს ან პოლიტიკოსის მოქმედებების ირეკვლა იმსარკეში”, რომელსაც წარმოადგენს საზოგადოებრივი ცნობიერება” (1,68). პრესტიჟი არის რეპუტაცია, ხელისუფლების ავტორიტეტი. პრესტიჟის პოლიტიკის მიზანი _ სახელმწიფოს რეპუტაციის, მისი საგარეოპოლიტიკური იმიჯის შექმნა _ შეიძლება რეალიზებული იყოს ან დიპლომატიის ან კიდევ სამხედრო ძალის დემონსტრაციით.

აფასებს რა დიპლომატიის მნიშვნელობას, მორგენტაუ წერს, რომ პატივს რომელსაც მიაგებენ დიპლომატებს აისახება, იმ სახელმწიფოებისადმი დამოკიდებულება, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. მას მოჰყავს მაგალითი: როცა თეოდორ რუზველტი პრეზიდენტი ხდებოდა, ყველა დიპლომატიური წარმომადგენლები (პირები) ერთად მიიწვიეს მიღებაზე, მისთვის პრეზიდენტობის მისალოცად. პრეზიდენტიმა ტაფტმა შეცვალა ეს წესი და ბრძანა: ელჩები და მინისტრები ცალკე-ცალკე მიეღოთ.

ესპანეთის წარგზავნილი არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული და როდესაც იგი 1910 წლის 1 იანვარს თეთრ სახლში წვეულებაზე მივიდა, მას უარი უთხრეს მიღებაზე. შემდგომში მოვლენები ამგვარად განვითარდა: ესპანეთის მთავრობამ გაიწვია თავისი წარმოამდგენელი და პროტესტი გამოუცხადა აშშ-.

1946 წელს პარიზში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმზე, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს ადგილი მე-2 რიგში ერგო, მაშინ როდესაც სხვა დიდი სახელმწიფოების წარმომადგენლები პირველ რიგში ისხდნენ. პროტესტის ნიშნად მან ცერემონია დატოვა.

1945 წლის პოტსდამის კონფერენციაზე ჩერჩილმა, სტალინმა და რუზველტმა დიდხანს ვერ გადაწყვიტეს ვინ შევიდოდა პირველი სხდომათა დარბაზში. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ სამივე მათგანი ერთდროულად შევიდოდა სამი სხვადასხვა კარიდან. ეს სამი პოლიტიკური ლიდერი იყო სიმბოლო იმ დიდი სახელმწიფოებისა, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ.

პრესტიჟის პოლიტიკის მეორე მხარეს წარმოადგენს სამხედრო ძალის დემონსტრაცია. მაგალითად: სამხედრო მანევრებზე ხშირად იწვევენ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რათა მოახდინოს მათთვის უახლესი სამხედრო-ტექნიკური მიღწევებისა და ქვეყნის სიძლიერის დემონსრტრირება. საგარეო პოლიტიკის ამ ნაირსახების უკიდურეს ფორმას წარმოადგენს ნაწილობრივი ან საყოველთაო მობილიზაცია. მაგალითად, 1914 წელს ავსტრიისა და გერმანიის არმიის მობილიზაციის კვალდაკვალ, საფრანგეთმა და რუსეთმა მოახდინა საკუთარი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია.

ჩვენი აზრით, ძალზე აქტუალურად ჟღერს მორგენტაუს გამონათქვამი იმის შესახებ, რომ პრესტიჟის პოლიტიკა თავის კულმინაციას აღწევს იქ, სადაც შესაძლებელია დაარწმუნო ერი იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა ხელს უწყობს სახელმწიფოს ავტორიტეტის ამაღლებას საერთაშორისო არენაზე.

მორგენტაუს მიაჩნია, რომ ბრძნული და გაწონასწორებული პრესტიჟის პოლიტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სწრაფვა დაარწმუნო მთელი მსოფლიო, რომ სახელმწიფოს გააჩნია საკმარისი ძლიერება, პრესტიჟი და ავტორიტეტი.

და ბოლოს გავიხსენოთ ჰანს მორგენტაუს პოლიტიკური რეალიზმის საბაზო პრინციპები:

1. საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში პოლიტიკური მოღვაწეობის ფარდობითი ხასიათი;

2. ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს ეროვნული ინტერესები ( ძალის კატეგორიით განსაზღვრული ინტერესის კონცეფცია);

3. ფსიქოლოგოგიზმის თავიდან აცილების სწრაფვა: საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის კვლევის ობიექტს წარმოადგენს არა სახელმწიფო მოღვაწეთა სურვილები და მოტივები, არამედ მათი რეალური ქმედებები;

4. ეროვნული ინტერესების დინამიური გაგება (მათი დამოკიდებულება ისტორიულ პერიოდზე, პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტზე);

5. ზნეობრივად გაწონასწორებული პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს პოლიტიკური კეთილგონიერების პრინციპი და პასუხისმგებლობის ეთიკა;

6. საერთაშორისო ურთიერთობების განსაზღვრება, როგორც ბრძოლისა ძალაუფლებისათვის  და გავლენისათვის  საერთაშორისო არენაზე;